Wednesday, December 7, 2011

რა ინფორმაციას ატარებს თქვენი სახის ფორმა

საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ ადამიანები ამოეცნოთ პიროვნების ხასიათი მათ სახეზე დაკვირვებით.

ძველ ჩინელებს მიაჩნდათ, რომ სახე ადამიანის სულიერი სამყაროს ანარეკლია.

შუასაუკუნეების ევროპელები თვლიდნენ, რომ ფიზიკური სილამაზე ადამიანის კეთილშობილებაზე მიუთითებდა და პირიქით, შეუხედავ ადამიანებში, ისინი ბოროტების ნიშანს ხედავდნენ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ფრენოლოგია - თავის ქალის ფორმის შემსწავლელი მეცნიერება დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამოიყენებოდა ეჭვმიტანეილის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამოსაცნობად.

არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს უტყუარი მეცნიერებაა, მაგრამ, დაახლოებით ისეთივე რამ არის, როგორიც ასტროლოგია და ხელის გულზე მომავლის კითხვა :)

მოკლედ, თუ ვინმეს აინტერეებს გაიგოს რაზე მეტყველებს მისი ან რომელიმე მისი ნაცნობის სახე, გაგანგრძეთ კითხვა:



სახის ფორმა:

მრგვალი: ემოციური, მგრძნობიარე და მზრუნველი. ასეთი სახის მქონე ადამიანებს აქვთ მძაფრი სექსუალური ფანტაზიები და მოსწონთ ხანგრძლივი ურთიერთობები.



ოვალური:

პრაქტიკული და მეთოდური ადამიანები, მიდრეკილი ხანგრძლივი მუშაობისაკენ, ნარცისიზმით შეპყრობილები ხშირად თავად აზიანებენ მათთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.



კვადრატული: ცეცხლოვანები და აგრესიულები, ამბიციურები და დომინირების მოყვარულები. აქვთ მკვეთრი ანალიტიკური აზროვნება და მათ აზრს ხშირად ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს.



სამკუთხა: სამკუთხა სახეები უმეტესწილად ნაზი აღნაგობის და ინტელექტუალურ ადამიანებს აქვთ, ჩინელი სახის მკითხავები სახის ასეთ ფორმას აკავშირებენ კრეატიულობასა და მაღალ მგრძნობელობასთან, ასევე მგზნებარე ტემპერამენტთან.



არამარტო სახის ფორმა, სახის ნაკვთებიც არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას იძლევიან ადამიანზე. ამაზეც ვისაუბრებთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით :)

No comments:

Post a Comment