Wednesday, February 22, 2012

როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საფენი

1.      პირველ რიგში, სანამ თქვენი სხეულისა და ცხოვრების სტილისათვის  შესაფერის საფენს აირჩევდეთ, ნახეთ ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის ჩამონათვალი და აღწერილობა; ან მაღაზიაში, შეძენამდე ყურადღებით გაეცანით მას.

2.      სქელი თუ თხელი, სტანდარტული თუ გრძელი -  მაშინ, როდესაც ულტრა თხელი საფენი უფრო კომფორტულია, იმ მხრივ, რომ თითქმის ვერც კი იგრძნობთ ატარებთ თუ არა მას, კრიტიკულ დღეებში გრძელი თუ სქელი საფენები გაცილებით უკეთესად გიცავთ. თუ თქვენი მენსტრუალური პერიოდი ჭარბი გამონადენით ხასიათდება, მაშინ, ალბათ, აჯობებს უპირატესობა სქელ/გრძელ საფენებს მიანიჭოთ.  ხოლო, თუ კი თქვენი პერიოდი მცირედი გამონადენით ხასიათდება, ალბათ, აჯობებს ულტრა თხელ საფენებზე შეაჩეროთ არჩევანი. ამ გზით, თქვენი ბიუჯეტიც იგრძნობს შეღავათს.

3.      ჩვეულებრივი თუ ღამის საფენები - რათქმაუნდა, თავისუფლად შეგიძლიათ დღეც და ღამეც ერთნაირი საფენი ატაროთ, მაგრამ, იმისათვის, რომ ღამით თავისუფლად იმოძრაოთ, თეთრეულის დალაქავებას არ შეუშინდეთ და მშვიდად იძინოთ სპეციალური საფენები არსებობს. ისინი გაცილებით გრძელია ჩვეულებრივ საფენებზე და საცვალზე უკეთესი ფიქსაციისათვის სამ-დანაყოფიანი ფრთები აქვს.  გარდა ამისა, დღის საფენი რეკომენდებულია ყოველ 4 საათში გამოიცვალოთ, ღამის საფენს კი შეუძლია ჩვეულებრივ საფენზე მეტი რაოდენობი სითხე შეიწოვოს და მშრალი ზედაპირი დილამდე  შეინარჩუნოს.

4.      გლუვი თუ ფოროვანი  - იმისათვის, რომ სითხე საფენიდან არ გადმოიღვაროს, აუცილებელია სწრაფად იქნეს შეწოვილი. ეს მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ თქვენს მენსტრუალურ პერიოდს ჭარბი გამონადენი ახასიათებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორი ზედაპირი აქვს საფენს, რომელსაც ირჩევთ - გლუვი თუ ფოროვანი, რადგან მიკროფორებით დაფარული ზედაპირის არსებობის შემთხვევაში, სითხის შეწოვა გაცილებით სწრაფად და ეფქტურად ხდება.

5.      ფრთებით თუ უფრთებოდ - რათქმაუნდა, ესაც თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფრთები საფენზე გაცილებით თხელია და მათ არსებობას თქვენც ვერც კი გრძნობთ, სამაგიეროდ, ისინი მაქსიმალურად  ეფექტურად იცავს თქვენს თეთრეულს და არამარტო თეთრეულს - ტანისამოსსაც კი.

6.      სითხის გადანაწილება - გარდა ამისა, არსებობს საფენები, რომლებიც დამზადებულია ისე, რომ შეწოვილი სითხე მათში ერთ ადგილას არ კონცენტრირდება, არამედ გადანაწილდება და შესაბამისად, სთხის უკან, ზედაპირზე გამოჟონვის რისკი იკლებს. ასეთი საფენების პრიორიტეტი ის არის, რომ მათთან ერთად თქვენ მუდამ მშრალად იგრძნობთ თავს.

7.      ღარებიანი თუ ღარების გარეშე - ღარები საფენის ზედაპირზე არსებული ჩაღრმავებებია, რომელიც სითხის დინების შეფერხებას ახდენს და საფენიდან მის გადაღვრას უშლის ხელს. მათი დახმარებით, საფენი კიდევ უფრო კომფორტული ხდება და რაც მთავარია, თქვენ კიდევ უფრო დაცულად იგრძნობთ თავს.

8.      ჰაერგამტარი და დაერმატოლოგიურად უსაფრთხო - რათქმაუნდა, ეს საკმაოდ ნიშვნელოვანი პუნქტებიაა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ საფენის შერჩევისას.  ჰაერგაუმტარი საფენები ხელს უწყობს ბაქტერიების სწრაფად გავრცელებას, აჩენს მძაფრ სუნს და აღიზიანებს კანს.
იმისათვის, რომ წინასწარ იცოდეთ საფენი რაიმე დერმატოლოგიური პრობლემების რისკს არ შეგიქმნით, დარწმუნდით, რომ ის ტესტირებული და  რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ამის დამადასტურებელ ნიშანს თუ ემბლემას, აუცილებლად იპოვით ჰიგიენური საფენის შეფუთვაზე.

9.      სურნელოვანი თუ სურნელის გარეშე - სურნელოვანი საფენები დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა. ყვავილების ნაზი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებას განიჭებთ კრიტიკულ დღეებში, თუმცა, თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით და სხვადასხვა ტიპის დერმატიტებისაკენ გაქვთ მიდრეკილება, ალბათ, აჯობებს ასეთი ტიპის საფენს ისევ ჩვეულებრივი საფენი ამჯობინოთ.

გაიხსენეთ ეს პუნქტები, როდესაც საფენის შესარჩევად მაღაზიაში მიბრძანდებით და გარწმუნებთ, შენაძენით გაცილებით კმაყოფილი დარჩებით :)

Tuesday, February 21, 2012

ექსტრავაგანტული და ორიგინალური ქორწილები

თურმე, შოტლანდიელები თავიანთ ქორწინების ღამეს ბეღელში ატარებდნენ და შემდეგ პატარძლის მშობლების სახლში რჩებოდნენ, სანამ შინ გაეშურებოდნენ. 
გერმანელებსა და ფრანგებგებს ტრადიციად ჰქონიათ, თაფლობის თვეში, ეზოში ან სადმე სახლის სიახლოვეს სამალავი ადგილის ან საწოლის მოწყობის... რომაელები კი თვლიდნენ, რომ თუ პატარძალი სახლის ზღურბლზე წაიბორძიკებდა, ეს უიღბლობას მოუტანდათ, ამიტომ, ნეფეს ის ხელში აყვანილი შეჰყავდა შინ.

დასავლეთ აფრიკაში, ვაჟის დედა ფულს უხდის რძალს, თუ ის დაუმტკიცებს მას, რომ უბიწო იყო ქორწინებამდე და ამის დასტურად, სისხლიან ზეწარს აჩვენებს. თუ ეს ასე მოხდება, ამაყი დედამთილი, ამ ზეწარს მთელს სანათესაოსა და სამეზობლოს უჩვენებს და ასე შეატყობინებს მათ, რომ მის რძალს მისი ვაჟის გარდა სხვა არ შეხებია.

ამერიკაში, ახალდაქორწინებულები ხმაურიანი და ჟღარუნებშებმული მანქანით ეცლებიან საქორწილო აურზაურს, აფრთხილებენ გამვლელებს გზა გაუთავისუფლონ მათ, რომ დაუბრკოლებლად მივიდნენ მათი გასაიდუმლოებული თაფლობის თვის ადგილამდე.

პოლინეზიაში უძველესი ტრადიცია ყოფილა - პატარძალს უნდა დაემყარებინა ინტიმური კავშირი ყველა სტუმარ მამაკაცთან და შემდეგ, სულ ბოლოს უკვე ნეფესთან... უცნაურია, არა?

შესაბამისად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ქორწინებას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ  და ზეიმობენ.. უფრო მეტიც - რამდენი წყვილიც არსებობს, ქორწინებაც იმნდენნაირი შეიძლება იყოს - ზოგიერთი საყვარელი მულტიპლიკაციური გმირის კოსტუმს ირგებს, ზოგი სულ შიშვლდება, ზოგიც ზღვის ფსკერზე ეშვება საქორწილო უღელში შესაბმელად, ზოგი მთის მწვერვალზე ადის.. ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მოდური ხდება განსხვავებული და ორიგინალური ქორწინების ორგანიზება, ამაზე, უკვე, მხოლოდ წყვილები როდი ზრუნავენ, ეს ყველაფერი სერიოზული ბიზნესის ნაწილიც გახდა..

მოკლედ, მცირე შესავალის შემდეგ, წარმოგიდგენთ ინტერნეტში ამოკრებილ უცნაურ და საინტერესო საქორწილო ფოტოებს,  ხოლო ამ ფოტოებზე აღბეჭდილ წყვილებს კი ხანგრძლივ სიყვარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ! :) 












































Friday, February 17, 2012

Molped-ის პროდუქცია

ჰიგიენური საფენი Molped ფრთებითა და სპეციალური არხებით (8 მმ)

  • ჰიგიენური საფენები Molped ფრთებითა  და სპეციალური არხებით - Normal  
სპეციალური ოთხარხიანი დამცავი სისტემა, რომელიც ხელს უშლის სითხის არხის მიღმა გადაცდენას. საფენი დაფარულია მშრალი და მიკროფოროვანი ზედაპირით და აქვს განიერი დამცავი ფრთები. რეკომენდებულია ზომიერი გამონადენის დროს.
  • ჰიგიენური საფენები  Molped ფრთებითა  და სპეციალური არხებით - Long
სპეციალური ოთხარხიანი დამცავი სისტემა, რომელიც ხელს უშლის სითხის არხის მიღმა გადაცდენას. საფენი დაფარულია მშრალი და მიკროფოროვანი ზედაპირით, აქვს განიერი დამცავი ფრთები და სტანდარტულ საფენებზე გრძელია. 
რეკომენდებულია ზომიერი და ჭარბი გამონადენის დროს.
  • ჰიგიენური საფენები  Molped ფრთებითა  და სპეციალური არხებით Normal ინდივიდუალურ შეფუთვაში  
  • ჰიგიენური საფენები Molped ფრთებითა  და სპეციალური არხებით - Long ინდივიდუალურ შეფუთვაში


საფენები Molped Ultra Airactive (3 მმ)

  • ჰიგიენური საფენები Molped Ultra AiractiveNormal
უნიკალური ორმაგი ეფექტური დაცვა გულისხმობს სითხის შეწოვას ორ სხვადასხვა დონეზე
1 ეფექტი - სითხე წამიერად შეიწოვება „ლურჯი ზონის“ მიერ და ხელს უშლის მის გადაღვრას საფენიდან
2 ეფექტი - სითხე თანაბრად ნაწილდება საფენის შიგნით არსებული სუპერშემწოვი ფენის მიერ, რომელიც არ აძლევს მას გამოჟონვის საშუალებას. შესაბამისად, აღარ ხდება სითხის კონტაქტი კანთან. შესაფერისია ზომიერი გამონადენის შემთხვევაში.
  • ჰიგიენური საფენები „Molped Ultra Airactive“  Long
სტანდარტულ საფენებზე გრძელი. რეკომენდებულია ჭარბი გამონადენის შემთხვევაში.
  • ჰიგიენური საფენები „Molped Ultra Airactive“  Night
ახლა, თქვენი კრიტიკული ღამეები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის -
უახლესი სამმაგი ფრთის სისტემის წყალობით Molped-ის ღამის საფენების თეთრეულზე  საუკეთესო ფიქსაციის გარანტია. სამმაგი ფრთა, რომელიც თეთრეულის სამ სხვადასხვა წერტილზე ფიქსირდება, საფენს და თეთრეულს თითქოს ერთ მთლიანობად აქცევს. ხელს უშლის სითხის გაჟონვას საფენის კიდეებიდან და გაძლევთ თავისუფალი მოძრაობის საშუალებას მთელი ღამის მანძილზე. 
  • ჰიგიენური საფენები „Molped Ultra Airactive Deo Floral“  Normal 
იგრძენით ყვავილების ნაზი სურნელება ჰიგიენურ საფენთან Molped კრიტიკული დღეების დროს:
საფენები „Molped Ultra Airactive Deo Floral“  ყვავილების ნაზი სურნელებით ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გავრცელებას და გინარჩუნებეთ სისუფთავის შეგრძნებას მთელი დღის მანძლზე.
შესაფერისია ზომიერი გამონადენის შემთხვევაში.
  • ჰიგიენური საფენები „Molped Ultra Airactive Deo Floral“  Long
სტანდარტულ საფენებზე გრძელი. შესაფერისია ჭარბი გამონადენის დროს.

თუ გაინტერესებთ, რა უნდა გაითვალისწინოთ საფენების შერჩევისას გადადით პოსტზე - როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საფენი. 


Friday, February 10, 2012

წმ. ვალენტინის დღის ისტორია

ყოველი თებევლის 14 რიცხვში ვალენტინობას ავღნიშნავთ, საყვარელ ადამიანებს ყვავილებს, ბარათებს და ტკბილეულობას ვჩუქნით. ამ ყველაფერს წმ. ვალენტინის საპატივცემულოდ ვაკეთებთ, მაგრამ, სინამდვილეში კარგად ან საერთოდ არ ვიცით, ვინ არის წმ. ვალენტინი..

როგორც ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, ვალენტინი იყო მღვდელი, რომელიც მესამე საუკუნეში, რომის იმპერიაში ცხოვრობდა. იმ დროს რომს მართავდა იმპერატორი კლაუდიუს II, რომელმაც, რატომღაც გადაწყვიტა, დაუოჯახებელი მამაკაცები უკეთესი მებრძოლები არიან და უფრო თავდადებით იბრძვიანო. მან ბრძანა, გამოეცათ კანონი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს დაოჯახებას უკრძალავდა, ხოლო მღვდლებს, მათთვის ჯვრის დაწერას, იმ იმედით, რომ უფრო ძლიერ არმიას ჩამოაყალიბებდა.
ვალენტინმა გადაწყვიტა არ დამორჩილებოდა იმპერატორის უსამართლო ბრძანებას და მალულად ჯვარს წერდა ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებს, რაც დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

მეორე ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი სიკვდილმისჯილი ტუსაღი იყო, რომელსაც ციხის ზედამხედველის ქალიშვილი შეუყვარდა და 14 თებერვალს, სანამ სამსჯავროზე გაიყვანდნენ, წერილიც დაუტოვა, რომელიც სრულდებოდა სიტყვებით - „შენი ვალენტინი“.
სწორედ ამიტომ, შეყვარებულები 14 თებერვალს ტრადიციულად ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს სწერენ, ტექსტით - „იყავი ჩემი ვალენტინი“.. ან - „იქნები ჩემი ვალენტინი?“ და აშ..

გარდა ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ისტორიაში არსებობს სამი სხვადასხვა წმინდანი სახელად ვალენტინი. ერთი, როგორც ზემოთ ვახსენეთ ძველ რომში ცხოვრობდა, მეორე ეპისკოპოსი იყო ტერნში და მესამეზე არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ აღესრულა აფრიკაში, და სამივე წამებით იქნა მოკლული 14 თებერვალს.

შეიძლება, ზუსტად ვერც ვერასდროს გავიგოთ ვინ იყო ვალენტინი, მაგრამ, ფაქტია, რომ მისი წყალობით უკვე საუკუნეებია თებერვალში სიყვარულის ზეიმი აღინიშნება და შობის მერე, ვალენტინობა მეორე დღესასწაულია, რომლის დროსაც ყველაზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება და იგზავნება მსოფლიოში!

ჩემთვის, პირადად, ეს კიდევ ერთი მიზეზია საყვარელ ადამიანს საჩუქარი გავუკეთო, თან, თუ გამომდის, ვცდილობ უბრალოდ ტკბილეულითა და ბარათით არ შემოვიფარგლო და ცოტა ორიგინალურიც ვიყო.. და კიდევ, კარგი საბაბია სადმე განმარტოებისათვის, გასეირნებისათვის თუ რომანტიული ვახშმისათვის..
აი, ასეა..
მით უფრო, რომ 14 თებერვალიც ახლოვდება... როგორია თქვენი გეგმები? :)

Friday, February 3, 2012

ის, რაზეც ბავშვობაში ყველა ოცნებობდა..

არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში "შტაბობანა" არ ეთამაშოს და ხეზე აშენებულ, საიდუმლო სახლებზე არ ეოცნებოს...
ჰოდა, ზოგიერთი, რომ  გაიზარდა -  საკუთარ ოცნებას ფრთა შეასხა და ახლა თქვენ ნახავთ როგორი ზღაპრული და არაჩვეულებრივი სახლები აქვთ მათ ხეებზე:

1. ეს სახლი მდებარეობს ბრიტანეთის კოლუმბიაში, დაბურულ და გაუვალ ტყეში.


















2. ეს სახლი კი აშშ-ში, ტენისის შტატის პატარა ქალაქ ქროსვილში მდებარეობს და რატომღაც, საშინელებათა ფილმებს მაგონებს..


















3. აი, ეს სახლი მეგობრებმა აიშენეს ვისკონსინში, კერძო კურორტზე. ალბათ რა კარგ დროს ატარებენ იქ ერთად!


















4. შემეგი სახლი, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ შოტლიანდიაში ააშენეს 2006 წელს და მის აშენებაზე 7 000 000 აშშ დოლარი დაიხარჯა. ამ სახლში გადაადგილება უნარშეზღუდულ ადამიანებსაც თავისუფლად შეუძლიათ და მასში 120 ადგილიანი რესტორანიც არის განთავსებული.













5. აი, ეს რამდენად არის ხის სახლი არ ვიცი, მაგრამ ხეებზე კი მაგრდება. მისი მიღება შესაძლებელია 40 ფუტიანი კონტეინერით დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეკვეთიდან რამოდენიმე კვირის მანძილზე .


















6. ჩვენი შემდეგი ხის სახლი საფრანგეთში,  სალევის მთაზე აღმოცენებულ 130 ფუტიან ავსტრიულ ფიჭვის ხეზეა აგებული. სახლის სტუმრებს, ვისაც არ შეეშინდება და მასში შეაბიჯებს თვალწინ ულამაზესი ხედი ეშლებათ და ჟენევის ტბასაც კი ხედავენ.


















7.  ჩვენი შემდეგი სახლი არ ვიცი დედამიწის რომელ კუთხეში მდებარეობს, მაგრამ ის ერთი სართულის სიმაღლითაა მიწას დაშორებული და მისმა მფლობელებმა ის ხეს გარშემო შემოაშენეს.. რამდენად კომფორტული საცხოვრებელია არ ვიცი, მაგრამ, ლამაზად კი გამოიყურება! :)

















8. ეს სახლი კი ლითონის ძლიერ ფეხებზე დგას და გერმანულმა ხის სახლების მშენებელმა კომპანიამ ააგო დუსელდორფში. მას რკოს ოთახს ეძახიან, იმიტომ რომ მუხის ტყეში მდებარეობს.


















9. ამ სახლების ადგილმდებარეობაც უცნობია, თუმცა, დამეთანხმებით ძალიან მიმზიდველი ტყუპისცალებია, ისე, მე პირადად, მანდ ასვლას არ გავრისკავდი :)


















10. ეს სახლი კი ფაიფში, შოტლანდიაში მდებარეობს. ის ზღაპრულ ციხე-სიმაგრეს გავს, აქვს კოშკი, შუშის ფანჯრები, აივანი, კიბეები და კორიდორი, რომლის დახმარებით მეზობელ ხეზე შეგიძლიათ გადასვლა.... :)














11.  აი, ეს საოცარი სახლი კი საფრანგეთში რამბოულეს ტყეში მდებარეობს.. მასზე, მხოლოდ დაკიდებული, სპირალისებრი კიბით თუ მოხვდებით.















12. ჩვენი შემდეგი სახლი იაპონიაში მდებარეობს და ის არქიტექტორების და სპეციალისტების დახმარების გარეშე ააგო ადგილობრივმა მეჩაიემ, ახლო მდებარე მთიდან მოზიდული მორებისაგან...


















13. და ბოლოს... ეს სახლიც იაპონიაში მდებარეობს, მაგრამ, წინა სახლისაგან განსხვავებით - ის ხის სახლების ცნობილმა არქიტექტორმა ტაკაში კობაიაშიმ ააგო სპეციალურად ნესკაფეს ერთ-ერთი სარეკლამო რგოლის გადაღებისათვის. სახლი ბუდეს გავს, არა? :)
















წყარო: webecoist.momtastic.com