Tuesday, December 20, 2011

ვისაც დაფეხმძიმება სურს..

არის ქალების კატეგორია, რომლებთათვისაც დაფეხმძიმება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც ასევე ადვილად არ ფეხმძიმდებიან.


სავსებით ჯანმრთელ წყვილს შეიძლება რამოდენიმე წელიც კი დასჭირდს, სანამ მათი პატარა ჩაისახებოდეს. არადა, როგორც წესი, ახალშეუღლებული წყვილების უმეტესობა ორი-სამი თვის გასვლის შემდეგ ნერვიულობას იწყებს დაგვიანებული ფეხმძიმობის გამო..


იმისათვის, რომ სწორად მივუდგეთ ამ საკითხს, დროზე ადრე არ დავიწყოთ ნერვიულობა, იმაზე რაც სანერვიულო არ არის და თან ხელიც შევუწყოთ ჩვენს ორგანიზმს სასურველი განაყოფიერების მისაღებად, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ამ არაჩვეულბრივი პროცესისა და ჩვენი ორგანიზმის შესახებ. 

მაშ ასე:
დაფეხმძიმებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის ეწყება ქალს ოვულაციის პერიოდი, რადგან თვეში დაახლოებით მხოლოდ 5 დღის მანძილზე შეიძლება ჩასახვა მოხდეს. ოვულაცია, ეს არის საკვერცხედან მომწიფებული კვერცუჯრედის გამოყოფა, რაც ხდება მენსტრუაციული ციკლის დაწყებამდე 12-16 დღით ადრე. რამდენადაც, სპერმას აქვს თვისება 3-5 დღე გაძლოს ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, კალენდარული ტიპით თავის დაცვის მიუხედავად, სავსებით შესაძლებელია განაყოფიერება მაინც მოხდეს, თუ კი აქტი ოვულაციამდე 3-5 დღით ადრე მოხდა.

საკუთარი მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობის ცოდნა ქალს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმოს სასურველი ფეხძიმობა და პირიქით, თავიდან აირიდოს არასასურველი განაყოფიერება.
მენსტრუაციული ციკლი ითვლება მენსტუაციის დაწყების პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე და შესაბამისად შეიძლება იყოს 28-31 დღიანი (თუმცა, ეს ვადაც საკმაოდ პირობითია და საკმაოდ ინდივიდუალური).

ციკლის გამოთვლის გარდა, სხეული სხვა სიგნალებსაც აწვდის მათ, ვისაც ამ სიგნალების გაშიფრა შეუძლია : გამონადენზე დაკვირვებით (თუ ამას მამაკაცი კითხულობს, სავარაუდოდ ვხვდები როგორ სახესაც მიიღებს, მაგრამ, ხომ გაფრთხილებდით - გვერდი მხოლოდ ქალებისთვის არის-მეთქი!) თქვენ მიხვდებით, რომ მისი ფერი და კონსისტენცია იცვლება სწორედ ოვულაციის პერიოდის მოახლოებასთან ერთად. ციკლის პირველი ორი კვირის მანძილზე გამონადენი ნაკლებია, გამჭვირვალე და წებოვანია, ოვულაციამდე რამოდენიმე დღით ადრე ის ნელ-ნელა იმატებს და იცვლება და კონსისტენციითაც კვერცხის ცილას მოგაგონებთ. სწორედ ეს დრო არის კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქალის ორგაზმისას იწყება საშოს ყელის სპაზმური შეკუმშვა, რაც თავისთავად ხელს უწყობს სპერმის ადვილად და სწრაფად შეღწევას კვერცხუჯრედთან. რაც უფრო  „ხარისხიანია“ ორგაზმი, მით უფრო ღრმად აღწევს სპერმა ქალის საშოში და მით უფრო იზრდება ჩასახვის შანსი. შესაბამისად, თუ  ქალს არ აქვს ორგაზმი, ჩასახვის შანსიც ნაკლებია..

 არის კიდევ ერთი „მამა-პაპური“ რჩევა, ქალებისთვის, რომლებიც ადვილად ვერ ფეხმძიმდებიან - აქტის შემდეგ დადექით ყირაზე და ეცადეთ რამოდენიმე წუთი ამ მდომარეობაში გაძლოთ! :))


No comments:

Post a Comment