Thursday, December 22, 2011

დედები, რომლებიც მუშაობენ უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი არიან

ამერიკული ჟურნალის „ოჯახის ფსიქოლოგი“ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად,  (რომელიც ეყრდნობა აშშ სხვადასხვა შტატის დედებთან  1991 წლიდან ჩატარებულ გამოკითხვებს)  - დასაქმებული დედები, გაცილებით უფრო ჯანმრთელნი და ბედნიერნი არიან არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც არ მუშაობენ და მთელ დღეს დიასახლისობას უთმობენ.

ამ კვლევის თანახმად, დასაქმებული დედები ნაკლებად დეპრესიულები არიან და საკუთარ ზოგად მდგომარეობას გაცილებით დადებითად აღწერენ, ვიდრე დიასახლისები.

სხვათაშორის, განსხვავება ყოფილა იმ ქალების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც, რომლებიც ნახევარ და სრულ განაკვეთზე მუშაობენ.
ქალები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ და მთელ დროს ოჯახს უთმობენ, სოციალურად იზოლირებულად გრძნობენ თავს, რაც, შესაბამისად, ზრდის კიდეც რისკს მათი დეპრესიულობისა. გარდა ამისა, მთელი დღე შინ ყოფნა და ბავშვის აღზრდა სხვა სახის სტრესთანაც არის დაკავშირებული, როგორიც არის, თუნდაც, ფიზიკური დაღლილობა და ამ მიზეზით გამოწვეული ტკივილები. 

ნახევარ განაკვეთზე მომუშავე დედები საკმაოდ ხშირად განიცდიან დეპრესიის სიმპტომებს, მაგრამ ახასიათებენ თავიანთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას სხვადასხვანაირად - როგორც დამაკმაყოფილებელს, კარგს ან „ისე რა“-ს.
მათგან განსხვავებით, სრული განაკვეთით დატვირთულ დედებს დეპრესიის სიმპტომები ძალიან იშვიათად აღენიშნებათ და თავიანთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას უფრო პოზიტიურად აფასებენ, სიტყვებით, როგორიც არის - „შესანიშნავი“ ან „ძალიან კარგი“.

გარდა ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ ნახევარი განაკვეთით დატვირთული დედები ზუსტად ისევე არიან ჩართული შვილების სასკოლო ცხოვრებაში, როგორც დიასახლისი დედები და უფრო მეტად, ვიდრე სრული განაკვეთით დატვირთული დედები. გარდა ამისა, უფრო მეტ დროს უთმობენ თავიანთ ბაღის ასაკის შვილის თამაშსა და სხვადასხვა უნარების განვითარებას, ვიდრე დიასახლისი ან და სრული განაკვეთით მომუშავე დედები.

სამაგიეროდ, სრული განაკვეთით დატვირთული დედები გაცილებით უკეთ ახერხებენ საკუთარი თავისათვის დროის გამოძებნას და მოწესრიგებას, ვიდრე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე, ან თუნდაც დიასახლისი დედები. 
ოჯახის წევრებთან ურთიერთობაშიც, ისინი გაცილებით მომთმენნი და მიმტევებელნი არიან, ვიდრე დანარჩენი ორი კატეგორია.
ამ გამოკითხვის თანახმად, წყვილების ემოციურ სიახლოვეზე დედების მუშაობისა და დაკავებულობის ხარისხი ზეგავლენას არ ახდენს, რადგან ეს მაჩვენებელი იდენტური იყო დიასახლის და დასაქმებულ დედებს შორის.

ამ გამოკითხვის დროს გათვალისწინებული იყო გამოკითხულთა განათლება და სამუშაო სტაჟი. ასევე, გამოკითხვის შედეგები მორგებულია, მხოლოდ ერთ ბავშვიან დედებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეპრესიულობისა და სტრესის ხარისხი, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ერთზე მეტი ბავშვის ყოლის პარალელურად.

აქედან გამომდინარე, Molped-ი გირჩევთ - აუცილებლად დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობით, ამით, თქვენ გაიუმჯობესებთ ეკონომიურ, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას, რაც აუცილებლად აისახება, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ურთიერთობებზეც!

გამოყენებულია მასალა http://vitals.msnbc.msn.com/-დან.

No comments:

Post a Comment