Tuesday, December 13, 2011

ცოტა რამ ყავის ისტორიიდან

 როგორც ამბობენ, ყველაზე არაჩვეულებრივი აღმოჩენები სრულიად შემთხვევით კეთება. ასე მოხდა ყავასთან დაკავშირებითაც..

ყავის აღმოჩენის ყველაზე პოპულარულ ვერსია ასეთია - უძველეს ეთიოპიაში, ერთი მაღალი მთის ფერდობზე მწყემსი სახელად კალდი თავის ცხვრის ფარას აძოვებდა. მან შენიშნა, რომ ცხვრები განსაკუთრებით აქტიურები და ენერგიულები ხდებოდნენ მას მერე, რაც მოწითალო ფერის მარცვლებს ჭამდნენ იმ მცენარის ტოტებიდან, ჩვენ რომ ახლა ყავას ვუწოდებთ.

მწყემსმა რამოდენიმე მარცვალი თავადაც გასინჯა და კოფეინის არაჩვეულებრივი ზემოქმედების ქცეშ მოექცა. მან ამის შესახებ ადგილობრივ ბერებს უამბო. მათ მწყემსი გაკიცხეს და დატუქსეს კიდეც, თუმცა, მოგვიანებით სწორედ ბერებმა დაიწყეს ყავის მარცვლების აქტიური მოხმარება, მათი დახმარებით ისინი დილამდე აგრძელებდნენ ლოცვას, ისე, რომ დაღლილობას ვერ გრძნობდნენ.

ყავის სამშობლო სწორედ ეთიოპიაა. ყავის მარცვლებს უძველესი ეთიოპელები ცხოველურ ცხიმში ხვევდნენ და ხანგრძლივი ნადირობის, ლაშქრობებისა და ექსპედიციების დროს თან მიჰქონდათ, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება.

პირველად არაბებმა გაიტანეს ეთიოპიის ტერიტორიიდან ყავის ნერგები, მოაშენეს და ყავის მონოპოლია მოახდინეს. 1453 წელს თურქები იყვნენ პირველები, ვინც ყავის მარცვლებისაგან სასმელი დაამზადეს, ამ მოვლენიდან 22 წლის მერე თურქეთში პირველი ყავის სახლიც გაიხსნა სახელად კივა ხანა.

სწორედ იმ დროს, თურქეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ნებას აძლევდა ქალს გაჰყროდა მეუღლეს, თუ მას იმდენი ყავის შოვნა არ შეეძლო, მას რომ დღის განმავლობაში სჭირდებოდა.

1511 წელს, მექას მმართველმა ხაირ ბეგმა გადაწყვიტა ყავა აეკრძალა, რადგან, რატომღაც ჩათვალა, ეს სასმელი ხალხს მის საწინააღმდეგოდ განაწყობდა. მისი იდეა არაბეთის სულთანს არ მოეწონა, ყავა არაბეთში საკრალურ და ხელშეუხებელ მცენარედ ითვლებოდა. სწორედ ამის გამო მექას მმართველი სიცოცხლეს გამოასალმეს. იმ დროს არაბები ყავას ისევე უფრთხილდებოდნენ, როგორც ახლა ბირთვულ იარაღ და სურდათ არც ერთ მარცვალს არ დაეტოვებინა ქვეყნის საზღარი, თუმცა, ადამიანმა სახელად ბაბა ბუდანი - შესძლო ყავა ინდოეთის, კერძოდ მისორის ტერიტორიაზე გაეტანა და პლანტაციად მოეშენებია.

ყველა როდი გახლდათ ყავის ფანი. მაგალითად პაპ ვინსენტ მესამე ამბობდა, რომ ყავა ეშმაკისეული სასმელი იყო და მან მორწმუნეებისათვის ყავის სმის აკრძალვა გადაწყვიტა, თუმცა, ვიღაცამ ურჩია - სანამ აკრძალავ, ერთი ყლუპი მაინც მოსვიო და ეს ერთი ყლუპი საკმარისი აღმოჩნდა, რომ პაპს განეცხადებია - სასმელი ისეთი გემრიელია, ნამდვილად ცოდო იქნება მხოლოდ ურწმუნოებს შეეძლოთ მისი დაგემოვნებაო. ჰოდა, პაპმა ვინი მესამემ ყავა „გააქრისტიანა“ და მორწმუნეებს კურთხევა მისცა, ის ქრსიტიანულად დაელიათ.

ამის მოჰყვა ის, რომ ჯერ ჰოლანდიელებმა კონტრაბანდულად მიითვისეს ყავის ნერგები და ის ჯავასა და ცეილონში გააშენეს, შემდეგ მათ ფრანგებმა მიბაძეს. მოკლედ, 50 წლის მერე ევროპის კონტინენტზე ყავის 19 მილიონზე მეტი ნარგავი იყო.

1727 წელს ამ ამბავში ბრაზილიელებიც ჩაერთვნენ - ლეიტენანტი ფრანცისკო დე მელო გაიანაში ფრანგებსა და დანიელებს შორის წარმოქმნილი სასაზღვრო დავის საარბიტრაჟოდ იმყოდებოდა. რამდენადაც ცნობილია, მან თავისი მოვალეობა მშვენივრად შეასრულა და გაიანას ფრანგული ნაწილის მართველის ცოლთანაც მოასწრო რაღაც-რაღაცეები, რის შემდეგაც, მადლიერმა ქალმა ის ყავის ნარგავების თაიგულით გააცილა, რომელსაც მწიფე ნაყოფი ესხა.

1901 წელს იაპონელმა ამერიკელმა მეცნიერმა სატორი კატომ ხსნადი ყავის რეცეპტს მიაკვლია, ამ ამბიდან რამოდენიმე წლის მერე გერმანელმა ყავის იმპორტიორმა ლუდვიგ როსელიუსმა აღმოაჩინა, რომ შეიძლება ყავას კოფეინიც მოაშორო.

მაგრამ, ყავის პიკი დადგა ამერიკაში სწორედ მაშინ, როდესაც 1920 წელს ალკოჰოლი აკრძალეს!

ამერიკა დღესაც მსოფლიო ყავის 70 %-ის იმპორტს ახდენს ყოველწლიურად. ამერიკელი ჯარისკაცების დღის რაციონში ყავა აუცილებელი ინგრედიენტია.

მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიელმა აჩილეს გაგიამ შექმნა ესპრესოს მანქანა. კაპუჩინოს კი სახელი შეურჩია კაპუცინი ბერების სამოსის და ყავის მარცვლის ფერის მსგავსების გამო.

No comments:

Post a Comment