Wednesday, December 7, 2011

მამაკაცის თვალით დანახული ქალის ტიპები

Party Girl
ასეთ ქალებს უყვართ წვეულებები, ცეკვები, გართობა, ალკოჰოლურ სასმელებთანაც არ არიან მწყრალად. არა, წვეულება და გართობა ყველას უყვარს, მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ ამ ტიპის ქალებს, ერთი კვირაც არ შეუძლიათ გაძლონ შეკრებების, შეხვედრების და წვეულების გარეშე.

High Maintenance
ასეთ ქალებს „ფოე-ფოე“-ებსაც უწოდებენ და მათი გულის მოგება და მათი გაბედნიერება შეუძლიათ მათ, ვინც ყველაზე მეტ ფულს დახარჯავს მათთვის. ისინი დადიან მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებში, მიირთმევენ მხოლოდ ძვირადღირებულ საჭმელს და ღვინოს, უამრავ ფულს ახარჯავენ კოსმეტიკას, ფიტნესს და აშ და ასევე დიდ დროს ხარჯავენ საკუთარი თავის მოვლაზე... თვლიან, რომ მამაკაცი მხოლოდ იმითაც უნდა იყოს ბედნიერი, რომ მათ გვერდით ყოფნის ღრსნი გახდნენ.

Psycho
ასეთი ქალები ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ - რომლებიც დაუფარავად აჟღავნებენ თავიანთ ნერვულ ხასიათს და რომლებიც რაღაც დროის მანძილზე ახერხებენ არ გამოამჟღავნონ მათი რეალური სახე - ორივე შემთხვევაში, ისინი მოკლებულნი არიან რაციონალურ აზროვნებას, მოქმედებენ ისე, რომ შედეგებზე არ ფიქრობენ, ზოგჯერ აბსოლუტურ შეშლილებს ემსგავსებიან - არ ერიდებიან სკანდალებს - ყვირიან, კივიან, ისვრიან ნივთებს, ამსხვრევენ ჭურჭელს და აშ. ამ ტიპის ქალების დიდი პლიუსი ის არის, რომ  ვნება მათი ბუნებრივი თვისებაა და როგორც წესი,  ისინი საწოლში ძალიან კარგი პარტნიორები არიან!

Dullard
ერთფეროვანი, მუდამ გაბეზრებული, ცხვირჩამოშვებული ქალები - მათთან დიდად საინტერესო არ არის,  იშვიათად იჩენენ ინიციატივებს (ან, თუ იჩენენ, ეს ინიციატივა მხოლოდ მათ ინტერესებს ეხება), არ არიან დაჯილდოვებულნი იუმორის გრძნობით, ხშირად არიან უგუნებოდ. მამაკაციც კი, რომელიც იწყებს თანაცხოვრებას ასეთი ტიპის ქალებთან, მალევე ხდება მოსაწყენი და ერთფეროვანი. ასეთ ქალებს ალერგია აქვთ მხიარულ ადამიანებზე, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე.

Housecat
ასეთი ტიპის ქალები თავისუფალი დროის უმეტესობას სახლში ატარებენ - ან სძინავთ, ან ტელევიზორს უყურებენ, ან ინტერნეტში დაძვრებიან, დაქალებს ეპატიჟებიან, ჭორაობენ, სახლის საქმეებს აკეთებენ ან სულაც არაფერს.
ასეთი ქალებიც ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ - ქალები, რომლებიც სახლში ატარებენ დიდ დროს, იმიტომ, რომ „მოძრაობა“ ეზარებათ და ქალები, რომლებიც საოჯახო საქმეებს უთმობენ მეტ დროს, ვიდრე გართობას და დროს ტარებას.

Housewife
ამ ტიპს განეკუთნებიან ისეთი ქალები, რომლებიც სახლის და საოჯახო საქმეებს ისე უძღვებიან, როგორც სამუშაოს და სამსახურს. ამ ტიპის ქალები როგორც წესი დაოჯახებულები არიან (ან განქორწინებულები), ბავშვები ჰყავთ  და ოჯახზე მნიშვნელოვანი მათთვის არაფერია. დიდ დროს არ უთმობენ თავის თავს, მაგრამ, როგორც მამაკაცები ირწმუნებიან - ამ ტიპის განქორწინებული წარმომადგენლები ქალების დანარჩენ ტიპებზე უფრო ადვილად მიდიან საწოლამდე.

Caterer
ასეთი ქალები ძალიან ყურადღებიანი არიან მამაკაცების მიმართ, მუდამ ითვალისწინებენ მათ სურვილებს, ცდილობენ დაეხმარონ მათ რთულ მომენტებში, არიან კომუნიკაბელურები, ხალისიანები და ცდილობენ მამაკაცის მთელი საქმე თავის თავზე აიღონ, ოღონდ კი ისინი არ დაიტვირთონ.
ასეთი ტიპები, როგორც წესი არ არიან პროფესიით დასაქმებულები ან სულაც არ არიან დასაქმებულები. რას არ გააკეთებენ, ოღონდ მამაკაცი გააბედნიერონ. აქ მხოლოდ სექსი არ იგულისხმება - ისინი აცხობენ მამაკაცისთვის საყვარელ  ნამცხვრებს, სიამოვნებით უმასპინძლდებიან საყვარელი მამაკაცის მეგობრებს ოჯახში, როცა მათ თავშეყრა სურთ, რეცხავენ მანქანას, ასეირნებენ ძაღლს, ყურადღებით არჩევენ და ხშირად აკეთებენ საჩუქრებს და აშ და აშ.. ასეთი ქალების მინუსი ის არის, რომ ისინი ბუნებაში ძალიან იშვიათია! 

Stalker
ამ ტიპს მიეკუთნებიან ქალები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ საყვარელ მამაკაცს, სურთ იცოდნენ სად არიან ისინი, რას აკეთებენ, ვის ხვდებიან და რატომ.. ხშირად რეკავენ, ამოწმებენ, ბევრს საუბრობენ, იქექებიან საყვარელი მამაკაცის ტელეფონში, ნივთებში და აშ

Nymphomaniac
  ამ ტიპის ქალები გიჟდებიან სექსზე! მათთვის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სექსია - სექსი ყველგან, სექსი ყოველთვის, რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება მრავალფეროვანი! მამაკაცები გიჟდებიან ასეთ ქალებზე, განსაკუთრებით თუ ფიზიკურადაც მშვენივრად გამოიყურებიან და სხვა ტიპის ყირადღებასაც იჩენენ მათ მიმართ.
 ასეთი ქალების მინუსი ის არის, რომ მათან ურთიერთობა დიდხანს ვერ გრძელდება.

Jealous
თითქმის ყველა ქალი ეჭვიანია, თუმცა ამ ტიპის ქალებს მხოლოდ ისინი მიეკუთნებიან, რომლებსაც ეჭვიანობა ხასიათში აქვთ გადაზრდილი. ისინი არამარტო იმ ქალებზე ეჭვიანობენ, რომლებიც მათ საყვარელ მამაკაცებს ეპრანჭებიან, ან მათ ჰგონიათ რომ ეპრანჭებიან, ისინი ეჭვიანობენ უკლებლივ ყველაფერზე, რაც მათ საყვარელ მამაკაცს აინტერესებს - მის მშობლებზე, მეგობრებზე, შინაურ ცხოველებზე, სამსახურზე, მანქანზე, გატაცებებზე და აშ.

Showgirl
ამ ტიპს მიეკუთნებიან ქალები, რომლების ირგვლივ მუდამ რაღაც ხდება - მოგონილი თუ რეალური, მათი ისტორიებით ისინი ყოველთვის ნაცნობებბის ყურადღების ცენტრში არიან. მათ სურთ ყველა იცნობდეთ, ყველა ამჩნევდეთ, ყველას აინტერესებდეთ. ასეთ ქალბატონებს ჩაცმულობაც შესაფერისი ტიპის აქვთ - გამომწვევი, ყურადღების მიმპყრობი - ძალიან მოკლე ქვედატანები ან ღრმად ამოღებული დეკოლტეები. მიუხედავად მათ ირგვლივ მიმდინარე მუდმივი ცვლილებებისა, ისინი გამაღიზიანებლები არიან - ძალიან გამაღიზიანებლები!

Religious
ასეთი ქალები ორ ნაწილად იყოფიან - „ძალიან“ რელიგიურები და „საშუალოდ“ რელიგიურები. „ძალიან“ რელიგიურები თვლიან, რომ არამორწმუნე ადამიანებზე მაღალი ზნეობრივი და მორალური ღირებულებები აქვთ, ისინი თვლიან, რომ თუ არ დაემორჩილები იმ რელიგიას, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ - აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდები. ასეთ ქალებს აუცილებლად ესაჭიროებათ სწორედ თავისნაირი მამაკაცები, სხვა შემთხვევაში..
„საშუალოდ“ რელიგიურები არიან ქალები, რომლებიც ცხოვრობენ მათი რელიგიის პრინციპების მიხედვით, თუმცა არ ჯდებიან რაღაც ჩარჩოში და არ ხდებიან ექსტრემალურები.

The Boss
სინამდვილეში ყველა ტიპის ქალს სურს იყოს „ბოსი“, ზოგს საწოლში, ზოგს ბავშვებთან ურთიერთობებში, ზოგს როგორ და ზოგს როგორ.. მაგრამ, ნამდვილი „ბოსი“ ახერხებს მამაკაცის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. მამაკაცები ისე ასრულებენ ასეთი ქალების ინსტრუქციებს, თავად ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს. მას ან ყველაფრის გაკონტროლება სურს, ან საერთოდ არ სურს მამაკაცთან ურთიერთობა.

Jackpot
ეს ისეთი ქალის ტიპია, რომლებსაც მამაკაცებისთვის სასურველი თითქმის ყველა თვისება აქვთ, შესაბამისად, სხვადასხვა მამაკაცის „ჯეკპოტი“ სხვადასხვანაირი ქალია და მისი შინაარსი მამაკაცის ასაკთან ერთად იცვლება.


No comments:

Post a Comment