Tuesday, January 31, 2012

ინტიმური ჰიგიენის ოქროს წესები Molped Ultra-საგან


წესი 1.

ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს ინტიმური ჰიგიენისათვის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი კანის ტუტე-მჟავა ბალანსი Hp 5.5 არის, ხოლო საშოში ის 3.3-ზე დაბალია. ბუნება თავად ზრუნავს იმაზე, რომ ამ გზით გაანადგუროს მავნე მიკრობები და  სპერმატოზიოდებს საშოში ადვილად შეღწევაში დაეხმაროს.
ჩვეულებრივი საპნები და სხვა ჰიგიენური საშუალებების სისტემატური მოხმარება  ქალის საშოში არსებულ ბალანს არღვევს  და მწვანე შუქს უნთებს პათოგენურ ბაქტერიებს, რაც იწვევს ვაგინიტს და სხვა ვაგინალურ დაავადებებს, ამავდროულად, ხელს უშლის სპერმატოზიოდებს კვერცხუჯრედამდე მიღწევაში.
სწორედ ამიტომ, სასურველია გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური ინტიმური ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც არ აღიზიანებენ კანის ლორწოვანს, არ არღვევენ საშოს ტუტე-მჟავიანობის ბალანს, ანადგურებენ მავნე ფლორას, ამშვიდებენ და აწყნარებენ ზედმეტად მგრძნიბიარე კანს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საშუალებები სამკურნალოდ არ გამოიყენება. თუ გაწუხებთ ჭარბი გამონადენი, ქავილი და წვა - მიმართეთ სპეციალისტს.

წესი 2.

კარგი იქნება, თუ ინტიმურ შხაპს დღეში ორჯერ მიიღებთ, იდეალური ვარიანტია, შხაპი მიიღოთ ყოველთვის, როცა საპირფარეშოში შეხვალთ. მაგრამ, რამდენადაც ეს თითქმის შეუძლებელია, გამოსავალია სპეციალური სველი ხელსახოცები, დატენიანებული ანტისეპტიკური ლოსიონით. ასეთ ხელსახოცები არ შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც აორთქლების შემდეგ აღიზიანებენ კანს და ლორწოვანს, გაჯერებულია დამამშვიდებელი ეფექტის მქონე მცეენარეების ექსტრაქტებით, აღადგენს საშოსთვის აუცილებელ ტუტე-მჟავა ბალანსს.
 აუცილებელია, ასეთი ხელსახოცები მხოლოდ აფთიაქებში შეიძინოთ.

წესი 3.

ჰიგიენური საფენის გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 4 საათში. რაც უფრო დიდხანს ატარებთ ერთიდაიგივე საფენს, მით უფრო მეტი შანსია ინფექციის ან ანთებითი კერის წარმოქმნისა.
თუ თქვენი კანი ალერგიულია და ადვილად ღიზიანდება, ეცადეთ არჩევანი სურნელოვან საფენებზე არ შეაჩეროთ.
ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება მარტებთ ინტიმური ჰიგიენის მიმართ. ამ დროს გამოწვეული ინფექციებისა და გართულებების 80 % სწორედ ინტიმური ჰიგიენის ელემენტარული წესების არ ცოდნისა და უგულველყოფის გამო წარმოიშვება.

წესი 4.

ჰიგიენური საფენის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვაზე მითითებულ „წვეთების“ რაოდენობას. წვეთების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს გეყოფათ (როგორც ზემოთ ვთქვით, ნებისმიერი საფენი  რეკომენდებულია 4 საათში შეიცვალოს). „წვეთები“ მიუთითებენ რამდენად მაღალია საფენის მიერ სითხის შთანთქმის ხარისხი. თუ თქვენ ჭარბი გამონადენი გახასიათებთ, მაშინ 4-6 წვეთიანი საფენი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის, თუ პირიქით - 3 წვეთიან საფენზე გააკეთეთ არჩევანი.
„ღამის“ საფენები შექმნილია სპეციალურად წოლითი მდგომარეობისათვის, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას თქვენი თეთრეული დალაქავებისაგან და გათვლილია შეწოვის 12 საათიან რეჟიმზე. როგორც წესი, არ არის აუცილებელი პერიოდის ყოველ დღე ერთნაირი შეწოვის უნარის მქონე საფენი გამოვიყენოთ (პირველ დღეებში 4 და მეტი, ხოლო ბოლო დღეებში, როცა გამონადენი იკლებს 3 „წვეთი“), ამ გადათამაშებით თქვენი ბიუჯეტიც იხეირებს.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ საფენები მთლიან შეკვრაშიც კი, აუცილებლად ინიდივდუალურ შეფუთვაში უნდა იყოს.
სხვათაშორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შექმნეს სპეციალური საფენები, რომლებიც გაჟღენთილია სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც კურნავენ სხვადასხვა ვაგინალურ და არამარტო ვაგინალურ დაავადებებს.

წესი 5.

ეს წესი მხოლოდ ტამპონებზე ვრცელდება - მათი გამოცვლა აუცილებელია მინიმუმ 2 საათში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს მიკრობების და ინფექციების სწრაფ გავრცელებას. გარდა ამისა, რეკომენდებული არ არის მათი გამოყენება სხვადასხვა ვაგინალური ოპერაციების შემდგომ და ზოგიერთი  ვაგინალური დაავადების დროს (მიმართეთ თქვენს ექიმს).
დააკვირდით, თუ შენიშნავთ, რომ ტამპონის გამოყენების შემდეგ გიჩნდებათ სიმშრალის, წვის და ქავილის შეგრძნება, ჯობს კონკრეტული ფირმის ტამპონი სხვა ფირმის ტამპონით შეცვალოთ და თუ ამანაც არ გიშველათ - იქნებ უბრალოდ საფენები გეცადათ?

წესი 6.

გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებლები, რომ აიცილოთ სიმშრალე და ანტისეპტიკური კრემები - თავი დაიცვათ ბაქტერიებისაგან. მათი გამოყენება რეკომენებულია საცურაო აუზში ან მდინარის, ზღვის თუ ოკეანის წყალში ბანაობისას. ასეთი ტიპის კრემები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სპეციალური დამარბილებელი და საპოხი საშუალება ინტიმური ურთიერთობის დროს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ასეთი ტიპის კრემები ხელს უშლიან პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, ამშვიდებენ ლორწოვანს და დადებითად მოქმედებენ ვაგინალურ ფლორაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ორმოცი წლის მერე ქალის ორგანიზმში ჰორმონები სხვადასხვა ცვლილებებს იწვევს, ერთ-ერთი, სწორედ საშოს ტუტე-მჟავა ბალანსის დარღვევაა. ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი ჰიგიენური წესების დაცვა.

ინტიმური ჰიგიენისთვის კრემები შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში.

წესი 7.

მაქსიმალურად მოსახერხებელი საცვალი ქალის ინტიმური ჯანმრთელობის უცვლელი და უმნიშველოვანესი ასპექტია.
თქვენ ალბათ არ იცით, რომ მოდური სტრინგები და ტანგები, რომლებიც, ნამდვილად ძალიან ლამაზი და სექსუალურია, სიარულისა და მოძრაობის დროს ბაქტერიების ანუსიდან საშოში გადაადგილებას უწყობს ხელს? გარდა ამისა, ძალიან ვიწრო და სინთეთიკური საცვლები ბლოკავენ ჰაერის მოძრაობას და აფერხებენ სისხლის მიმოქცევას.
კარგი თეთრეული უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ქსოვილისაგან, ატარებდეს ჰაერს, იწოვდეს სინოტივეს და არ წარმოადგენდეს ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს.


გამოყენებულია მასალა გვერდიდან: http://www.womanspassions.com

Monday, January 30, 2012

რა არის პირადი ჰიგიენა

პირადი  ჰიგიენა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე, უბრალოდ სხეულის სისუფთავე. ადამიანები, რომლებიც იყალიბებენ სწორ ჰიგიენურ ჩვევებს, ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე ერთდროულად.

პირადი ჰიგიენის ტექნიკის ჩამოყალიბება და ადამიანის ჩვევაში გადასვლა მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული, მათ უნდა აკონტროლონ ბავშვის ჰიგიენა ადრეული ასაკიდან, მიუთითონ რისი გაკეთება არის აუცილებელი და რისი გაკეთება არ არის მართებული და თვალყური ადევნონ, რომ რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს ყოველდღიურად და რეგულარულად, რაც გულისხმობს სხეულის ყველა ნაწილის დასუფთავებას და წესრიგში მოყვანას.
პირად ჰიგიენაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის თვითშეფასება და ისიც, როგორ აღიქვამენ მას  გარშემომყოფები.

მნიშვნელობა
ადამიანის ორგანიზმი გამალებით  და შეუჩერებლივ მუშაობს მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ მუშაობის პროცესში შლის და ამუშავებს ტოქსინებს და ორგანიზმიდან განდევნის მათ. ეს ყველაფერი გამოიყოფა ოფლის, ცრემლის, შარდის, ყურის გოგირდის და სხეულის ცხიმების სახით. შესაბამისად, თუ სხეულის გაწმენდა და გასუფთავება არ მოხდება სწორად და რეგულარულად, შედეგი შეიძლება მრავალგვარი იყოს, ძირითადად კი ორგვარი - უსიამოვნო სუნი და ინფექციები..

ტიპები

მოგეხსენებათ, სხეულის ზოგიერთ მონაკვეთებზე უფრო მეტი ოფლი და სხეულის ზეთი გამოიყოფა, ვიდრე დანარჩენზე. სწორედ ეს ადგილები ითხოვენ განსაკუთრებულ მოვლასა და სისუფთავეს. ასეთი ადგილებია, მაგალითად- ფეხის ტერფი, იღლიები, პირის ღრუ და სხვა..
ქალებს განსაკუთრებულად მართებთ სისუფთავის დაცვა მენსტრუალური პერიოდის დროს, საფენების ხშირი ცვლით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სუნს, რომელსაც შეიძლება თქვენ ვერც კი გრძნობდეთ, მაგრამ, გარშემომყოფებს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებათ. გარდა ამისა, საფენების სისტემატური ცვლა აგარიდებთ ვაგინალური ინფექციებს, რისი რისკიც გაცილებით მაღალია მენსტრუალური პერიოდის დროს (და თუ რატომ, ამაზე სხვა პოსტებში ვისაუბრებთ). თმის სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივცეთ თმას გაცხიმიანების საშუალება, ამით შევამცირებთ ქერტლისა და კანის ქავილის რისკს. ასევე, დიდი ყურადღება დაუთმეთ ფრჩხილების ჰიგიენას, უსუფთაო ფრჩხილები ინფექციების თვენი პირის ღრუში გაგზავნის პირდაპირი გზაა, გარდა ამისა, არამგონია, ასეთი ფრჩხილებით ვინმეს თავი მოაწონოთ...

უპირატესობანი

თქვენი სუფთა და ჯანსაღი იერი თქვენი სავიზიტო ბარათი იქნება ყველგან და ყოველთვის, იმის ნიშანი, რომ ჯანმრთელი და ჰიგიენური ცხოვრების წესით ცხოვრობთ. სისუფთავის სურნელი, რომელსაც თქვენ აფრქვევთ აუცილებლად დადებით ემოციებს აღძრავს თქვენს გარშემომყოფებში. გარდა იმისა, რომ თქვენ მაქსიმალურ პრევენციას მოახდენთ თქვენს სხეულზე ინფექციების, ვირუსების და ბაქტერიების გამრავლებისა, თავს უფრო ლაღად და კომფორტულად იგრძნობთ, პლიუს - თქვენი ვიზუალი აუცილებლად დაგეხმარებათ სხვა ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარებასა და საქმიანი ურთიერთობების წარმატებით წარმართვის დროს. დამეთანხმებით, უსუფთაო ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნო არ არის... გარდა ამისა, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მას საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა არ შეუძლია,  შეძლებს კი სხვა საქმეებისთვის თავის გართმევას?

პრევენციისათვის

დღეში ერთხელ გადაივლეთ თბილი შხაპი, რათა მოახდინოთ უსიამოვნო სუნის პრევენცია. გამოიყენეთ სხვადასხვა დეოდორანტები, სასურველია ატაროთ ისინი თან, იმ შემთხვევისათვის, თუ უნებურად, სხვადასხვა ვითარების გამო სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებით და თქვენი სხეულის ტემპოერატურა სწრაფად დაიწყებს მომატებას და ოფლის ჭარბ გამოყოფას.  გამოიხეხეთ კბილები ჭამის შემდეგ , გამოიყენეთ სურნელოვანი შამპუნები თმებისათვის და ყველაზე მშრალი ჰიგიენური საფენი Molped Ultra კრიტიკული დღეებისათვის.

ეფექტი

როგორც უკვე მოგახსენეთ, პირადი ჰიგიენა, ეს არ არის უბრალოდ სხეულის და ტანისამოსის სისუფთავე, ეს პრაქტიკულად ადამიანის სავაზიტო ბარათია. სწორი პირადი ჰიგიენის არსებობის შემთხვევაში, ადამიანებს აქვთ მაღალი თვითშეფასება, ისინი მეტ სიმპატიებსა და პატივისცემას იმსახურებენ ირგვლივ მყოფებისაგან. თავისთავად ცხადია, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ პირად ჰიგიენას, ვერ იცხოვრებენ უსუფთაო გარემოში, ისინი მიირთმევენ სუფთა საკვებს და მაქსიმალურად ცდილობენ სისუფთავე და ჰიგიენური ნორმები დაამკვიდრონ მათ იგრვლივ.



გამოყენებულია მასალა გვერდიდან: http://www.livestrong.com

Wednesday, January 25, 2012

სასიამოვნო სიახლე ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისათვის!

ორი დღეა ჩვენს პირწიგნაკზე (https://www.facebook.com/BeautyAndHappiness) ახალი, ცინცხალი ღილაკი გაჩნდა.. :)
ის იმდენად პატარაა, შეიძლება ჩვენი გვერდის მომხმარებლების უმეტესობას არც კი შეუმჩნევია მისი არსებობა.. და რამდენადაც ამ ღილაკზე მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, არც ჩვენ გაგვიმხელია მისი არსებობის შესახებ..
მე მგონი, ახლა უკვე შეიძლება მისი თქვენთვის გაცნობა!
ხოდა ვიწყებთ.. 
ეს პატარა, მწვანე ღილაკი მდებარეობს გვერდის მთავარი ფოტოს (ავატარის) ქვემოთ (როგორც ფოტოზე ხედავთ) და ყველა ქალისათვის ძაალიან სასარგებლო და საინტერესო საქმეს ემსახურება! 

მისი საშუალებით თქვენ შეგეძლებათ მარტივად და კომფორტულად განსაზღვროთ თქვენი პერიოდის და ოვულაციის დღეების თარიღი.. და ელ. ფოსტაზე რამოდენიმე დღით ადრე წერილობითი სახით შეტყობინებაც კი მიიღოთ მათი დასაწყისის შესახებ!

როგორც იცით, პერიოდი ეს ის დღეებია, როდესაც ქალებს მენსტრუალური გამონადენი ეწყებათ, ხოლო ოვულაციის დღეებს, იმ დღეებს ეძახიან, როდესაც ქალის მომწიფებული კვერცხუჯრედი ტოვებს საკვერცხეს და ოთხი დღის მანძილზე ცოცხლობს ქალის სხეულში, შესაბამისად, მხოლოდ ამ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ ფემძიმობა ან პირიქით, თავიდან აიცილოთ ის...

აპლიკაცია, რომელსაც ქალის ყველაზე მშრალი ჰიგინეური საფენი Molped Ultra გთავაზობთ, ძალიან, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გადავწყვიტეთ დეტალურად გავიაროთ ის, თქვენთან ერთად.

მოკლედ, ვიწყებთ :)

აი, ამ გვერდზე შესვლის შემდეგ ვაწკაპუნებთ აპლიკაციის პატარა ღილაკზე და ამგვარად, გადავდივართ თავად აპლიკაციაზე - https://apps.facebook.com/molpedcounter/

  • ციკლის ხანგრძლივობაში მიუთითებთ რამდენ დღიანია თქვენი ციკლი. როგორც იცით, მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ, გამონაკლისების ჩათვლითაც კი, როგორც წესი ის მინიმუმ 20-დან მაქსიმუმ 51 დღემდე მერყეობს. ჩვეულებრივ კი, 28-დან 32 დღიანი ციკლი არსებობს.
  • რამდენი დღე გრძელდება - აქ მივუთითებთ მენსტრუალური პერიოდის ხანგრძლივობას. ესეც ინდივიდუალურია, ამიტომ, პირობითად მთვლელი 1-დან 9 დღეს გთავაზობთ მოსანიშნად. ყველაზე ხშირად ქალებს  3, 5 ან 7 დღიანი პერიოდი აქვთ.
  • ბოლო ციკლის პირველი დღე - ვუთითებთ ბოლო პერიოდის (მენსტრუალური გამონადენის დაწყების) პირველ დღეს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე - შეინახე მონაცემები.

  • ამის შემდეგ, აპლიკაციას გადავყავართ გვერდზე, სადაც ინდივიდის ბოლო პერიოდის დღეებია ასახული. იმისათვის, რომ ვნახოთ პერიოდის დღეები შემდეგ თვეში, უბრალოდ ვაწკაპუნებთ ისარზე, რომელიც თვის სახელწოდების გვერდით არის გამოსახული.











  • თუ გვსურს ვნახოთ როდის მოხდება ოვულაცია, საკმარისია დავაწკაპუნოთ ღილაკზე "ოვულაცია" და გადავიდეთ შესაბამის გვერდზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ოთხი დღე სწორედ ის დღეებია, როდესაც დაფეხმძიმების შანსი ყველაზე მაღალია, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ან გამოიყენოთ ეს დღეები ორსულობის დასაგეგმად, ან პირიქით - თავი დაიცვათ არასასურველი ფეხმძიმობისაგან.


  • იმის მერე, რაც აპლიკაციას თუნდაც ერთხელ გამოიყენებთ, ის თქვენს პროფილზე, აპლიკაციების სიაში აღმოჩნდება (როგორც ფოტოზე) და ძალიან მარტივად, როცა კი მოისურვებთ, თითის მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეძლებთ მთვლელზე დაბრუნებას, რომელიც თქვენს მიერ შეყვანილი ბოლო მონაცემების მიხედვით განაგრძობს ანგარიშს... 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე შეყვანილი მონაცმეების შეცვლა დაგჭირდებათ, უბრალოდ დააწკაპუნეთ ღილაკზე" რედაქტირება".

აი, სულ ეს იყო... 
მარტივია, არა?!
მე პირადად, აპლიკაცია ძალიან მომწონს და ვიცი, რომ ძალიან გამომადგება!  :)

და კიდევ, გთხოვთ, აპლიკაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა გაგიჩნდებათ, აუცილებლად მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე - https://www.facebook.com/BeautyAndHappiness


გააკეთეთ არჩევანი Molped Ultra-ზე და ყოველთვის იგრძენით თავი  მშრალად და კომფორტულად! 

Friday, January 20, 2012

ქალის ჩანთის საიდუმლოებანი...




ჩანთა ქალის საუკეთესო მეგობარია!

ეს არის ქალის საკუთარი პატარა სამოთხე, ყველასათვის გასაიდუმლოებული ადგილი, რომელსაც მხოლოდ მფლობელისთვის ეხდება ფარდა!


 ქალები ყველგან და ყოველთვის დაატარებენ ჩანთას და კითხვაზე - რატომ? - პასუხი ძალიან მარტივია - ჩანთაში ინახება ყველაფერი რაც ქალს ქალად აქცევს (კიდევ ერთი ქალური საიდუმლოება) - კრემები, მაკიაჟის ატრიბუტები, პატარა სათამაშოები, ჰიგიენური საფენები, სათვალეები, ცხვირსახოცები, სამკაულები, წიგნები, რვეულები, საწერი კალმები, მობილური ტელეფონი და უამრავი სხვა რამ - თითქოს ქალებს ჩანთით მთელი საცხოვრებელი დააქვთ, მთელი სამყარო..  ჩანთა შეიძლება პატარაც იყოს, მაგრამ, მერწმუნეთ - ნებისმიერი ზომის ჩანთა უძიროა! :)

ამის მერე, რა გასაკვირია ის ფაქტი, რომ ქალებს ჩანთებში უამრავი ფულისგაფლანგვა” შეუძლიათ! დიდი ამბავი - ქალებს უყვართ ჩანთები და მათში ფულის გადახდაც არ ენანებათ...

ამბობენ, ქალისთვის ჩანთა ისეთივე რამ არის, რაც მამაკაცისთვის საათიო და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ფულიანია ან უფულო ქალი, მას აუცილებლად ექნება რამოდენიმე ჩანთა და მინიმუმ ერთი ისეთი,  რომელიც განსაკუთრებით უყვარს!

ქალისათვის ჩანთების მრავალფეროვნებასა და მრავალრიცხოვანებას კიდევ ერთი რამ განაპირობებს - ჩანთები შეიძლება იქონიო ზომისა და დანიშნულების მიხედვით.. კაცებმა შეიძლება ამის ვერაფერ გაიგონ, მაგრამ, ყველა ქალმა კარგად იცის, რომ კლასიკურ სამოსს კლასიკური ჩანთა ესაჭიროება, ჯინსებსა და კედებს თავისუფალი სტილის ჰობო თუ ქროსბეგი, ზურგჩანთა ხომ, საერთოდ, სხვა განზომილებაა!..


ქალისთვის მთელი სიამოვნებაა კარადის გამოღება და  საკუთარი, ფერად-ფერადი ჩანთების დიდი თაიგულის ცქერა! და მიუხედავად ჩანთების სიმრავლისა, ქალებს მუდამ ჰგონიათ, რომ ეს საკმარისი არ არის!

კიდევ ერთი მიზეზი, ქალების მიერ ჩანთების სიყვარულისა, ის არის, რომ სწორად შერჩეულ  ჩანთას შეუძლია ქალი კიდევ უფრო მოხდენილი და ელეგანტური გახადოს! რატომ? - იმიტომ, რომ დღესდღეობით ჩანთებს ნამდვილად არ აქვს ის სუფთა მომხმარებლური დანიშნულება, რასაც ნივთების გადაზიდვა ჰქვია. სამაგიეროდ, მათ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ მოდის სამყაროში, ქალებისთვის ჩანთა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სასურველი აქსესუარია! თქვენ ვერ იპოვნით თუნდაც ერთ გოგონას ან ქალბატონს, რომელიც შესაფერისი ჩანთის გარეშეა სახლიდან გამოსული, თუნდაც ძალიან ჩვეულებრივ საქმეზე. ჩანთა ქალის განუყრელი ატრიბუტია, და შესაბამისად, უჩანთო ქალი ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია.

ახლა, როცა ათასობით სხვადასხვა ფირმის ჩანთა გამოდის, მილიონობით განსხვავებული დიზაინი, ფერი, ქსოვილი, ზომისა და .., არიან ქალები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ მანქანის ან მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის საფასური ოღონდ სასურველი ჩანთა შეიძინონ.

იმასაც ამბობენ, ჩანთა ქალის სულის ვიტრინააო და სწორედ ჩანთის დახმარებით, მათი ერთი თვალის შევლებით და მისი მფლობელის სამოსთან შეხამებით არის შესაძლებელი ქალის გემოვნების და ტიპის,  ხასიათის და ინდივიდუალობის დადგენა. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენის შეიტყობდით  ქალზე, მის ჩანთაში ჩაჭვრეტა რომ შეგეძლოთ!

ჩვენ ვცადეთ დაგვედგინა იმ ნივთების სია, რომელთა პოვნაც შეიძლება ქალის ჩანთაში და დაგვეყო სამ კატეგორიად, აი, ისინიც -


აუცილებელი:
1.      მობილური ტელეფონი
2.      საფულე
3.      პარფიუმერიის ჩანთა

ჩვეულებრივი ამბავი:
4.      ჰიგიენური საფენი და ხელსახოცი
5.      საღეჭი რეზინი
6.      მანქანის გასაღები და მართვის მოწმობა
7.      ქოლგა
8.      საცვალი
9.      ტელეფონის სატენი
10.  საყვარელი ადამიანებ/ის ფოტო
11.  წიგნი, ჟურნალი, რვეული, ბლოკნოტი და კალამი, ან კალმების მთელი დასტა
12.  ფლეშ მეხსიერების ბარათ
13. MP3 Player 

უცნაური:
14.  საქსოვი ჩხირები
15.  ფერადი ფანქრები
16.  თმის უთო, თმის დასაფიქსირებელი საშუალებები
17.  დანა
18. გამოსასვლელი ან პირიქით - ფეხსაცმელი
19. კბილის, ფეხაცმლის თუ ტანსაცმლის ჯაგრისი
20. დანა-ჩანგალი
21. წამლების პატარა ჩანთა
და აშ... და ......

ეს ძალიან მოკლედ... სინამდვილეში, ყველა ჩანთა თავის მფლობელს გავს, და შეიძლება ქალის ჩანთაში ისეთი რამეც აღმოაჩინო, გაოცებისგან პირი ღია დაგრჩეს..


სწორედ ამიტომ, Molped-ის სპონსორობით გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა თქვენთვის სახალისო კონკურსი, რომელიც Facebook-ზე მიმდინარეობს უკვე ორი დღეა (იხ. ბმული https://www.facebook.com/BeautyAndHappiness) .
კონკურსის პირობა ძალიან მარტივია - გადმოაპირქვავეთ თქვენი ჩანთა, გადაუღეთ ფოტო და გამოგზავნეთ მისამართზე konkursi@creator.ge. დაელოდეთ ფოტოს გვერდზე ატვირთვას და ეცადეთ დააგროვოთ ლაიქებისა და შეარების მაქსიმალური რაოდენობა, რომ მოიგოთ რომანტიული საღამო არაჩვეულებრივ, სასიამოვნო გარემოში ორ პერსონაზე 14 თებერვალს - ვალენტინობას!..
 ლაიქებს ვერ დააგროვებთ? - არაუშავს.. უბრალოდ, მოუხმეთ საკუთარ ფანტაზიას, ეცადეთ იყოთ ორიგინალურები და გამორჩეულები - მეორე გამარჯვებულს გვერდის ადმინისტრაცია აირჩევს სპონსორთან ერთად.. :)

გისურვებთ წარმატებას! :)



Wednesday, January 18, 2012

კიდევ ერთი საბაბი ბედნიერებისათვის! :)

ქალებს მენსტრუალური ციკლი მას მერე აქვთ, რაც ადამიანის მოდგმა არსებობს! :)

რას აკეთებდნენ გამოქავებულის დროის ქალები, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია ზოგიერთმა ისეთმა მეთოდმა, რომლებიც ნამდვილად დასაბუთებულია და მათი ნივთმტკიცებებიც არსებობს.

მენსტრუალური პერიოდის დროს ქალები:
1.      საერთოდ არაფერს აკეთებდნენ გამონადენის შესაჩერებლად
2.      სხვადასხვა საშუალებებით იცობდნენ საშოს, რომ გამონადენს გარეთ არ გამოეღწია
3.      საშოში ითავსებდნენ ისეთ რამეს, რაც გამონადენს რაიმე ერთ „ჭურჭელში“ მოუყრიდა თავს
4.      ვულვაზე ირგებდნენ ისეთ რამეს, რაშიც პირდაპირ ჩაედინებოდა გამონადენი

ამათ გარდა, კიდევ არსებობდა ერთი მეთოდი, რაც მდგომარეობდა პროცედურაში, რომლის დროსაც, ქალის საშოდან მენსტრუალური გამონადენის სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით გამოქაჩვა თუ გამოდევნა ხდებოდა (დაპატენტდა 1977 წელს და მას ფოტოზე ხედავთ). 

აღმოჩნდა, რომ ძველი ეგვიპტელი ქალები მენსტრუაციული პერიოდის დროს პაპირუსსა და მსგავს მასალას იყნებდნენ, როგორც უძველეს ტამპონებს. ასევე, ჰიპოკრატეს გადმოცემების თანახმად, ძველი რომაელი ქალები იყენებდნენ ქსოვილში გახვეულ ხის ნაფოტებს. გარდა ამისა, როგორც უკვე წინა პოსტში ვახსენეთ, წარმატებით იყენებდნენ მცენარეებს, ცხოველების ტყავებს, მატყლს, ხის კანსა და ნაფოტებს, ნაცარს, ზღვის ღრუბელს და სხვადასხვა ტიპის ქსოვილს. ცოტა მოგვიანებით, ქალები თავად კერავდნენ საფენებს ნაჭრისაგან და ავსებდნენ მათ ბამბით.
ასევე, არსებობდა სხვადასხვა სახის „მენსტრუალური ტომსიკები“, რომლებიც წელზე მაგრდებოდა ისე, რომ მთავარი ნაწილი ბარძაყებს შორის მოქცეულიყო და გამონადენი პირდაპირ მასში ჩაღვრილიყო.

ძალიან არასასიამოვნო წარმოსადგენია, მაგრამ, იყვნენ ქალები, რომლებიც არც ერთს მეთოდს არ მიმართავდნენ მენსტრუალური პერიოდის დროს და აძლევდნენ გამონადენს საშუალებას თავისუფლად გადმოღვრილიყო საშოდან. ასეთი დღეების დროს დროს ისინი საზოგადოებისაგან იზოლირებულები იყვნენ და დღეებს განცალკავებით ატარებდნენ.

მართალია, ძველ დროში ადამიანები კარგად ან საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რატომ და რისთვის არსებობდა მენსტრუაცია, მაგრამ, ასე თუ ისე, ისინი მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაიმე საშუალებით ხელი უნდა შეეშალათ გამონადენის თავისუფლად გამოდინებისათვის.

რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს, არ შეიძლება იმის უგულველყოფაც, რომ იყო კაცობრიობის ისტორიაში მომენტები, როცა თვლიდნენ, რომ ხშირად ბანაობა ადამიანს აავადებდა. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, არაფერი იყო იმაში უცხო და გასაკვირი, მენსტრუალურ გამონადენს ქალების პერიოდის დროს თავისუფლად ედინა მათ სამოსზე. მით უფრო, რომ პრეინდუსტრიულ პერიოდში, უფრო ადვილი წარმოსადგენია ქალი, რომელიც მენსტრუალური პერიოდის დროს ყანაში იდგა და მარგლიდა ყოველგვარი საფენის გარეშე, ვიდრე უსაფენებოდ თანამედროვე ქალი, რომელიც, ლამის მთელ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს.
იმ დროს, ქალებისთვის ფეხების დაბანა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე გამონადენით დასვრილი ქსოვილის რეცხვა (როგორიც იყო მაგალითად მენსტრუალური წინსაფარი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტში).  ისიც გაითვალისწინეთ, რომ მძიმე შრომა, ცუდი კვება, ხშირი ორსულობა და ხანგრძლივი ძუძუთი კვება „ხელს უწყობდათ“ მენსტრუალური პერიოდი ისეთივე სიხშირით არ ჰქონოდათ, როგორც თანამედროვე ქალებს.

სამწუხაროდ, ძალიან რთულია ზუსტი ისტორიული თანმიმდევრობა მისცე იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც ქალები ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ მენსტრუალური პერიოდის დროს. ტანისამოსისაგან განსხვავებით, რომლეთა ნიმუშები მრავლადაა შემონახული,  ამ საშუალებებს ადამიანები ნაკლებად ინახავდნენ თუ უფრთხილდებოდნენ, რომ დროს ისინი ისტორიისათვის შემოენახა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო როგორც ისტორიულ ეპოქაზე, ისე გარემო-პირობებზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე და აშ..

ასევე, ძალიან მწირი იმფორმაცია მოიპოვება ამის შესახებ ისტორიულ წყაროებშიც, რადგან, იმ ეპოქაში, როცა ადამიანების უმრავლესობას წერა შეეძლო, ქალის მენსტრუაცია თითქმის ყველგან და ყოველთვის ტაბუირებულ და უსიამოვნო თემად ითვლებოდა, მით უმეტეს მამაკაცებისათვის. ისე, რომ დავუკვირდეთ, არც თანამედროვე წყაროებში ახსენებენ ხშირად იმას, თუ რას იყნებენ ქალები და რაზე ააკეთებენ არჩევანს მენსტრტუალური პერიოდისას. მხოლოდ ერთეულები ინტერესდებიან ამ თემით და, სავარაუდოდ ქალებს ასწლეულების წინ, ნამდვილად არ შეეძლოთ იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ოდესმე დაგვაინტერესებდა, რითი აჩერებდნენ ისინი მენსტრუალურ გამონადენს. :)

მოკლედ, აი, ასე ნელ-ნელა ვითარდებოდა ჰიგიენური საფენი და როგორც წინა პოსტში ვისაუბრეთ, ბალახებიდან და ცხოველური ტყავიდან დაწყებული, მენსტრუალური ტომსიკებისა და წინსაფრების გავლით ნელ-ნელა თანამედროვე ჰიგინეურ საფენს დაემსგავსა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ისინი ქალის საცვალზე არ ემაგრებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალის მაშინდელი თეთრეული ტანზე მომდგარი სულაც არ იყო. სწორედ ამიტომ, ჰიგიენური საფენები იყო გრძელი და მაგრდებოდა სპეციალურ ქამრებზე. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ქალის თეთრეულმა დაპატარავება და დავიწროვება დაიწყო, საფენმა კიდევ ერთხელ იცვალა სახე.

იყო დრო, როდესაც ქალები საფენებს დაახლოებით ისევე ყიდულობდნენ, როგორც ჩვენ გამაგრილებელ სასმელებს სპეციალური აპარატებიდან - მათთვის ეს უფრო კომფორტული იყო, რადგან არ უხდებოდათ გამყიდველთან „ესოდენ სამარცხვინო და უხერხულ“ თემაზე საუბარი. გარდა ამისა, თავდაპირელად, ქარხნული წარმოების ერთჯერადი საფენები იმდენად ძვირი იყო, რომ მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მათი შეძენა. კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ისინი ყველა ქალის ჰიგიენის განუყრელ ატრიბუტად გადაიქცეოდნენ. ერთჯერადი საფენების იდეა პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს, დახმარების დებს გაუჩნდათ და ეს იდეა სწარაფდვე იქნა რეალიზებული სხვადასხვა მწარმოებლისა და კომპანიის მიერ.

ამ სტატის წყარო labyrinth.net.au არის და გულწრფელად რომ გითხრათ - კითხვისას, რამოდენიმეჯერ, ლამის გადავიფიქრე მისი თარგმნა, და მიხვდებით, ალბათ რატომაც.. თუმცა, როცა კითხვა დავასრულე, გულში გავიფიქრე - რა ბედნიერებაა-მეთქი, რომ, დღეს, ამ მხრივ მაქსიმალური კომფორტი გვაქვს შექმნილი, ბაზარზე არსებობს უზარმაზარი არჩევანი, არ გვჭირდება არც გამონადენის გამოქაჩვა, არც მენსტრუალური წინსაფრის და ტომსიკების ტარება... და საერთოდაც, ეს დღეები ისე შეუმჩნევლად გადის, რომ შეგვიძლია უპრობლემოდ დავკავდეთ ჩვენთვის ჩვეული და სასურველი ნებისმიერი საქმიანობით და კრიტიკულმა დღეებმა ამაში ხელი საერთოდ არ შეგვიშალოს.

დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე არსებულ ჰიგიენურ საფენებს შორის ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მშრალი საფენი Molped-ი არის. ჯერ ერთი - ის სწრაფად შეიწოვს სითხეს, მეორეც - მისი ზედაპირი არ აღიზიანებს კანს (დამტკიცებულია გერმანელი დერმატოლოგების მიერ) და მესამე - მისი ფორმა მაქსიმალურად მორგებულია ყველა ტიპის ქალის თეთრეულზე.  
ასე რომ, იგრძენით თავი მშრალად და კომფორტულად ყველაზე კრიტიკულ დღეებშიც კი, და ამასთანავე ბედნიერადაც - რადგან ცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა! :)