Friday, December 9, 2011

ფეხსაცმელი - ფანჯარა ქალის სულში!

      თქვენ ალბათ არც გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობები გააუმჯობესოთ და თქვენ წამროიდგინეთ, საფუძველიც კი შეამზადოთ დაწინაურებისათვის - ფეხსაცმელების დახმარებით!
დიახ! ფეხსაცმელების!

      ჰიუსტონ ქრონიკის ჟურნალისტი კეტი გიბსონი თვლის, რომ - ზღაპარში „კონკია“, დედინაცვლის გოგონები სულაც არ დარჩნენ იმედგარუებული იმის გამო, რომ პრინცის გული ვერ მოინადირეს, მათ ის ვერ გადაიტანეს, რომ ბროლის ქოში არ ჰქონდათ! ჯინსების ყიდვისგან განსხვავებით (რაც ქალებს ისევე მოსწონთ, როგორც გინეკოლოგთან სიარული) - ფეხსაცმელების საყიდლად წასვლა მთელი სიამოვნებაა! ტერფებს არ აქვთ თეძოები, ტერფებს არ აქვთ ბარძაყები - ტერფები ჩვენი მეგობრები არიან!“
      ჯეინ ელდერშოუ, ავტორი წიგნისა „გული და სული - ფეხსაცმელები ჩემი ცხოვრებისა“ (2004 წ) ამბობს - „ფეხსაცმელები საყვარლები არიან! ისინი ხასიათის პატარ-პატარა ნაწილებია, რომლებიც მხოლოდ იმას ელოდებიან მოვირგოთ და მოვიხდინოთ! ფეხსაცმელი შეიძლება გახდეს მოულოდნელი სექსუალობის , კომფორტისა და გლამურის წყარო! მხოლოდ მოირგეთ ისინი, სწორად შერჩეული ფეხსაცმელით, თქვენ შეიძლება სრულიად ახალი იმიჯი შექმნათ! და ფეხსაცმელების ყიდვა?! - მთელი სიამოვნებაა! თქვენ არ გჭირდებათ დიეტის დაცვა, რომ ისინი მოირგოთ, გარდა ამისა, მოხერხებულად ზიხართ, სანამ მათ არჩევთ და ისინჯავთ!“
      ლაურა ბოლი, ვაილ დეილი ნიუსის ჟურნალისტი წერს - ფეხსაცმელებით ჩვენი ოცნების არეალი ფართოვდება, გვიყვარს, როდესაც მამაკაცები ამჩნევენ მათ და კომპლიმენტს გვიკეთებენ, რადგან, ეს დაახლოებით იმას გავს - ჩვენს სულებში ჩახედვა მოახერხონ!“
      აი, დეფინიციაც - ფანჯარა ქალის სულში! თუ გინდათ გაიცნოთ ქალი, მას კი არ შეხედოთ, შეხედეთ მის ფეხსაცმელს!

      და ბოლოს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენება?
  • „ვა, რა მაგარი ფეხსაცმელებია“ - უთხარით კოლეგას, რომლის გულის მოგებაც გსურთ!
  • სთხოვეთ კოლეგას გამოგყვეთ ფეხსაცმელების შესარჩევად, რადგან, მისი გემოვნება ამ კუთხით ძალიან დასაფასებლად მიგაჩნიათ!
  • სანამ კარგად არ მოშინაურდებით, არ ატაროთ სამსახურში „ჰაა-ჰუუ“ დიზაინერების ფეხსაცმელები - ნამდვილად ვიცი, რომ თქვენი თანამშრომლები თქვენზე იფიქრებენ - „ამას ნეტავი თავი ვინ ჰგონია?“
  •          ატარეთ მაღალი ქუსლები - მიუხედავად იმისა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაზოხიზმის გამოვლინებაა და საკუთარი თავის წამება, ისინი ქალების უმეტესობას ძალიან მოსწონს - ისინი უფრო მაღლებად გამოიყურებიან და შესაბამისად, უფრო თავდაჯერებულებიც არიან! (იაფია, ვიდრე ფსიქოთერაპია)
  • აუცილებლად ატარეთ გაპრიალებული ფეხსაცმელები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოუწესრიგებელი და უპასუხსმგებლო ადამიანის შტაბეჭდილება დატოვოთ.

         და ბოლოს - თქვენ რათქმაუნდა კარგად გაქვთ გააზრებული, რომ თუ განიკურნებით ფეხსაცმელების ყიდვის მანიისაგან - გადარჩება თქვენი ბიუჯეტი და შეიძლება ქორწინებაც კი! მაგრამ, ამის მიუხედავად, თქვენ აგრძელებთ ფეხსაცმელების ყიდვას, რომელთა ღირებულებაც პატარა სოფელს თავისუფლად გამოკვებავდა!"

By Marty Nemko

No comments:

Post a Comment