Wednesday, December 28, 2011

მოქმედებს თუ არა Wi-Fi სპერმის ხარისხზე?

მართალია, ეს სტატია მამაკაცებისათვის არის განკუთვნილი, მაგრამ, ჩვენ ვთვლით, რომ ქალებსაც არანაკლებ დააინტერესებთ...

როგორც იცით, ლეპ-ტოპები, სმარტფონები და სხვა ტიპის ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები სულ უფრო და უფრო პოპულარული და გავრცელებული ხდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სახლებშიც არაერთი ასეთი ნივთი მოიპოვება...

ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების მიხედვით (რომელიც მასშტაბური არ ყოფილა, მაგრამ მაინც საგულისხმოდ შეიძლება ჩაითვალოს) ვარაუდობენ, რომ Wi-Fi შეიძლება სპერმატოზოიდების დაზიანებისა და მამაკაცების ნაყოფიერების დაქვეითების მიზეზი გახდეს. Reuters Health თვლის, რომ ამის მიზეზი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელიც წარმოქმნის კიდეც უკაბელო კავშირს.

კვლევაში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში Fertility and Sterility, მეცნიერებმა აიღეს 29  ჯანმრთელი მოხალისის სპერმის ნიმუში და მოათავსეს ისინი ლეპტოპებთან, რომლებიც ჩართული იყო ან არ იყო Wi-Fi ინტერნეტში. 4 საათის შემდეგ აქტიურ Wi-Fi  კომპიუტერთან მოთავსებულ სპერმის ნიმუშებში სპერმატოზოიდების 25% დაიღუპა და მათი 9 %-ის დნმ დაზიანდა. იმ სპერმის სინჯებს, რომლებიც მოათავსეს ჩართულ, მაგრამ უინტერნეტო კომპიუტერებთან მხოლოდ მცირედი დაზიანება აღმოაჩნდათ, ზუსტად ისეთივე, როგორიც ცალკე მოთავსებულ სპერმის სინჯებს.

„ჩვენი კვლვევიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკაბელო ინტერნეტში ჩართული ტექნიკის მამაკაცის სასქესო ორგანოებთან სიახლოვე აქვეითებს სპერმის ხარისხსა და პროდუქტიულობას“ - აცხადებენ კვლევის ავტორები, თუმცა დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ეს შეეხება ყველა ტიპის უკაბელო ინტერნეტით აღჭურვილ მოწყობილებას  - მათ ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ.

ჯანმრთელი მამაკაცის მილილიტრ სპერმაში დაახლოებით 70 მილიონი სპერმატოზოიდია. ამერიკელ უროლოგთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ყოველ მეექვსე ამერიკელ მამაკაცს უნაყოფობის პრობლემა აქვს.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა მოწყობილობები, რომლებსაც, როგორც წესი, მამაკაცები მუხლებზე ითავსებენ ან ჯიბით ატარებენ აქვეითებს მათი სპერმის ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობას.

ნოემბერში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლეპ-ტოპების მუხლებზე თუნდაც 10-15 წუთით მოთავსების შედეგად, სათესლე პარკებში ტემპერატურა სპერმატოზოიდების სიცოხცლისუნარიანობისათვის საშიშ დონეს აღწევს.

მართალია, ბევრ მეცნიერს საერთოდ არ სჯერა ზემოთხსენებული კვლევების შედეგების და აცხადებენ, რომ ლეპ-ტოპის გამოყენება ვერ იქნება მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მუხლების მაგივრად, სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, მეუღლეებს თუ უბრალოდ ნაცნობებს -  თავიანთი ლეპ-ტოპები მაგიდაზე მოათავსონ.

წყარო: gma.yahoo.com/

Monday, December 26, 2011

ეძებთ საჩუქარს საყვარელი ადამიანისათვის?

რახან ახალი წელი კარს მოგვდგომია, ჩვენს მორიგ პოსტს საახალწლო საჩუქრებს და მათ შერჩევას მივუძღვნით.
წესით, იქ, სადაც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, საჩუქრების მიღებაც და გადაცემაც, სწორედ 25 დეკემბერის ღამით ხდება. ჩვენთან, კი საჩუქრის გადაცემის ტრადიცია, რატომღაც ახალ წელს უკავშირდება.. თუმცა, თქვენც იცით, რომ შესაკრებთა შგადაადგილებით, ჯამი არ იცვლება..

არიან ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ დაყოლილი საჩუქრების სწორად შერჩევის უნარი, არამარტო მათთვის ახლობელი და კარგად ნაცნობი ადამიანებისათვის, არამედ არც თუ ისე კარგად ნაცნობი და ზოგჯერ სრულიად უცნობებისთვისაც კი.. მათგან განხვავებით, ბევრს ძალიან უჭირს საჩუქრის შერჩევა, ამიტომ ხშირად რჩევა-დარიგებებს ითხოვს..
თქვენ გესიამოვნებათ, რომ გაიგოთ, რომ საჩუქარი, რომელიც ცოტა ხნის წინ საყვარელმა ადამიანმა გაგიკეთათ, მისი შერჩეული კი არა, ვიღაცის (ვინც, შეიძლება არც კი გიცნობთ) შაბლონური აზროვნების ნაყოფია?

მოკლედ, ვისაც საჩუქრების შერჩევა არ ეხერხება - სწორედ მათთვის არის განკუთვნილი ჩვენი დღევანდელი პოსტი:

საჩუქრის შერჩევისას, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მისი ღირებულებაა. თუ თქვენ ფინანსებში შეზღუდული არ ხართ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ (ამ და ბევრი სხვა კუთხითაც!!!) - საუკეთესო საჩუქრების დიდი არჩევანის წინაშე დგახართ და სავარაუდოდ, რაც არ უნდა შეარჩიოთ, ბოლო მარკის მანქანა, ორკაციანი საგზური ტიბეტში, პენთჰაუზის გასაღები თუ რამოდენიმე კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი - სულ ერთია, მისი ადრესატი ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩება!

სხვებისთვის კი ერთ პატარა ჭეშმარიტებას გავიმეორებ - საჩუქრის ღირებულება სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია თქვენ ამ საჩუქრით ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭება გსურდეთ!


არასდროს აჩუქოთ ადამიანს ისეთი რამ, რისი მიღებაც თქვენ არ გესიამოვნებოდათ!
გარდა ამისა, ეცადეთ ქალისა თუ მამაკაცისათვის - ისეთი რამ შეარჩიოთ, რაც სასარგებლო და საჭირო იქნება მათთვის - სულ ერთია ამ საჩუქარს შეჭამენ, შესვამენ, ჩაიცვამენ თუ დაიხურავენ.. მთავარია ის მოიხმარონ და განუსაზღვრელი ვადით არ ჩადონ უსარგებლო ნივთების ყუთში. შეიძლება საჩუქარი კინოს ორი ბილეთი იყოს, რომელსაც ორსაათიანი სეანსის მერე დაკუჭავთ და ურნაში გადაუძახებთ, სამაგიეროდ საღამოს მშვენივრად გაატარებთ - ან იგივე ფასად შეძენილი სახილე, რომელსაც, მართალია, მთელი ცხოვრება გამოიყენებთ, მაგრამ, ამით იოტისოდენა სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ..

თუ ქალი, რომლისთვისაც საჩუქარს არჩევთ თქვენი კარგი ნაცნობია და მასთან დროს ხშირად ატარებთ, გაიხსენეთ, რა არის მისი ჰობი, რას აკეთებს სიამოვნებით  - კითხულობს თუ არა წიგნებს (თუ კი, რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებს უპირატესობას, გაიხსენეთ, იქნებ საყვარელ ავტორზეც უსაუბრია ოდესმე თქვენთან), უყვარს თუ არა სამზარეულოში ტრიალი, უსმენს თუ არა მუსიკას და როგორს, დაკავებულია თუ არა სპორტით, გაიხსენეთ რა მოსწონს - ლითონი, რომლისგან დამზადებულ სამკაულსაც ატარებს, ან ატარებს თუ არა მათ საერთოდ, აქვს თუ არა საათი, ატარებს თუ არა ქუდებს, ისხამს თუ არა სუნამოს, როგორ ჩანთებს ატარებს, მოსწონს თუ არა აქსესუარები (სათვალე, თმის სარჭები და აშ), იკეთებს თუ არა მაკიაჟს და აშ..

მხოლოდ ძალიან ზედაპირული დაკვირვებითაც კი, უკვე შესაძლებელია სასურველი საჩუქრის შერჩევა, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ნაჩუქარი ნივთი მისთვის მეორე იქნება თუ მეოცე, მთავარია ჩონჩხის გამოსახულებიანი საათი არ შეურჩიოთ კლასიკური სტილის ქალს, თვლებიანი კოლიე ჰიპსტერს, ან ბრიტნი სპირსის ბოლო ალბომი -  "30 seconds to mars"-ის ფანს...

იგივე შეეხებათ მამაკაცებს - საკმარისია კარგად შეათვალიეროთ, რომ მიხვდებით, აკეთებენ თუ არა აქცენტს ჩაცმულობაზე, არიან "პეწენიკები" თუ ტანზე ისხამენ ყველაფერს რაც გზად ხვდებათ, მთავარია გაათბოთ და სხეული დაუფაროთ... ატარებენ თუ არა აქსესუარებს, სამკაულს, ქუდებს.. თუ მათ უფრო კარგად იცნობთ, ადვილი გასარკვევია რა სტილის მუსიკას უსმენენ, როგორი სუნამოები მოსწონთ, რა არის მათი ჰობი, თევზაობა, ნადირობა, სპორტი, კითხვა, იხალისებენ თუ არა თავს ელექტრო სათამაშოებით.. ამ ტიპის ინფორმაციის მოგროვება საშუალებას მოგცემთ მათთვის სწორი საჩუქარი შეარჩიოთ.

ერთი რამ გახსოვდეთ - თუ "პრანჭია" ადამიანებთან გაქვთ საქმე, მათ სამოსი და აქსესუარები არასდროს სწყინდებათ! ნურასდროს იფიქრებთ - "მას იმდენი საათი/პერანგი/ბეჭედი/მაისური და აშ და აშ აქვს, კიდევ ერთი რაღად უნდა..." - არამედ, იფიქრეთ - " რახან უყვარს, ამიტომაც აქვს ამდენი და კიდევ ერთიც არ აწყენს".

დასასრულს, Molped გირჩევთ - არ დაელოდოთ ახალ წელსა და სხვა რომელიმე დღესასწაულს საყვარელი ადამიანის სურვილებისა და ოცნებების შესასწავლად, ეცადეთ თქვენი ურთიერთობის ყოველი დღე ერთმანეთის უკეთ გაცნობას მოანდომოთ. მერწმუნეთ, ეს მარტო საჩუქრის სწორად შერჩევაში როდი დაგეხმარებათ.. 

Thursday, December 22, 2011

დედები, რომლებიც მუშაობენ უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი არიან

ამერიკული ჟურნალის „ოჯახის ფსიქოლოგი“ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად,  (რომელიც ეყრდნობა აშშ სხვადასხვა შტატის დედებთან  1991 წლიდან ჩატარებულ გამოკითხვებს)  - დასაქმებული დედები, გაცილებით უფრო ჯანმრთელნი და ბედნიერნი არიან არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც არ მუშაობენ და მთელ დღეს დიასახლისობას უთმობენ.

ამ კვლევის თანახმად, დასაქმებული დედები ნაკლებად დეპრესიულები არიან და საკუთარ ზოგად მდგომარეობას გაცილებით დადებითად აღწერენ, ვიდრე დიასახლისები.

სხვათაშორის, განსხვავება ყოფილა იმ ქალების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც, რომლებიც ნახევარ და სრულ განაკვეთზე მუშაობენ.
ქალები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ და მთელ დროს ოჯახს უთმობენ, სოციალურად იზოლირებულად გრძნობენ თავს, რაც, შესაბამისად, ზრდის კიდეც რისკს მათი დეპრესიულობისა. გარდა ამისა, მთელი დღე შინ ყოფნა და ბავშვის აღზრდა სხვა სახის სტრესთანაც არის დაკავშირებული, როგორიც არის, თუნდაც, ფიზიკური დაღლილობა და ამ მიზეზით გამოწვეული ტკივილები. 

ნახევარ განაკვეთზე მომუშავე დედები საკმაოდ ხშირად განიცდიან დეპრესიის სიმპტომებს, მაგრამ ახასიათებენ თავიანთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას სხვადასხვანაირად - როგორც დამაკმაყოფილებელს, კარგს ან „ისე რა“-ს.
მათგან განსხვავებით, სრული განაკვეთით დატვირთულ დედებს დეპრესიის სიმპტომები ძალიან იშვიათად აღენიშნებათ და თავიანთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას უფრო პოზიტიურად აფასებენ, სიტყვებით, როგორიც არის - „შესანიშნავი“ ან „ძალიან კარგი“.

გარდა ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ ნახევარი განაკვეთით დატვირთული დედები ზუსტად ისევე არიან ჩართული შვილების სასკოლო ცხოვრებაში, როგორც დიასახლისი დედები და უფრო მეტად, ვიდრე სრული განაკვეთით დატვირთული დედები. გარდა ამისა, უფრო მეტ დროს უთმობენ თავიანთ ბაღის ასაკის შვილის თამაშსა და სხვადასხვა უნარების განვითარებას, ვიდრე დიასახლისი ან და სრული განაკვეთით მომუშავე დედები.

სამაგიეროდ, სრული განაკვეთით დატვირთული დედები გაცილებით უკეთ ახერხებენ საკუთარი თავისათვის დროის გამოძებნას და მოწესრიგებას, ვიდრე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე, ან თუნდაც დიასახლისი დედები. 
ოჯახის წევრებთან ურთიერთობაშიც, ისინი გაცილებით მომთმენნი და მიმტევებელნი არიან, ვიდრე დანარჩენი ორი კატეგორია.
ამ გამოკითხვის თანახმად, წყვილების ემოციურ სიახლოვეზე დედების მუშაობისა და დაკავებულობის ხარისხი ზეგავლენას არ ახდენს, რადგან ეს მაჩვენებელი იდენტური იყო დიასახლის და დასაქმებულ დედებს შორის.

ამ გამოკითხვის დროს გათვალისწინებული იყო გამოკითხულთა განათლება და სამუშაო სტაჟი. ასევე, გამოკითხვის შედეგები მორგებულია, მხოლოდ ერთ ბავშვიან დედებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეპრესიულობისა და სტრესის ხარისხი, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ერთზე მეტი ბავშვის ყოლის პარალელურად.

აქედან გამომდინარე, Molped-ი გირჩევთ - აუცილებლად დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობით, ამით, თქვენ გაიუმჯობესებთ ეკონომიურ, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას, რაც აუცილებლად აისახება, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ურთიერთობებზეც!

გამოყენებულია მასალა http://vitals.msnbc.msn.com/-დან.

Wednesday, December 21, 2011

"ეკო" სათვალეები

არ გინდათ საყვარელი, ნამდვილი ხისაგან დამზადებული სათვალეები?
მათი მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ სამყარო და თან, გამოვიყურებოდეთ არაჩვეულებრივად და განუმეორებლად!
შუშები? - ისინი დამზადებულია პოლიკარბონატისაგან და დაიცავს თქვენს თვალებს ისევე ეფექტურად, როგორც გარემოსოო!
აი, ასე! :) გინდ დაიჯერეთ, გინდ არა..



იცნობდეთ თქვენს თმას!

ადამიანების უმეტესობა თმას ძალიან ზედაპირულად აღიქვამს. მათთვის თმა შეიძლება იყოს სწორი ან ხვეული, სქელი ან თხელი.. არადა, თმაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ფაქტურა, სიმჭიდროვე, ელასტიურობა, პოროზიულობა და ტალღოვნების ხარისხი. ამ ელემენტების კომბინაციების მრავალფეროვნება გვაძლევს სწორედ  ათასობით სხვადასხვა ტიპისა და სტურქტურის თმას.

თუ ადამიანი ამ დარგის სპეციალისტი არ არის, თმებს შორის ზედაპირული განსხვავების შემჩნევა არ გაუჭირდება, ამისთვის საკმარისია შევადაროთ სხვადასხვა ტიპის თმები ერთმანეთს, კარგად დავაკვირდეთ, ხელით შევიგრძნოთ მათი სისქე, სიხშირე თუ სირბილე..

მოკლედ, აი, ის ხუთი კრიტერიუმი, რომლითაც ხდება თმის შეფასება:

ფაქტურა - თმის ღერის გარშემოწერილობა იგულისხმება. პროფესიონალები განასხვავებენ „უხეშ“, „თხელ“ და „ნორმალურ“ ფაქტურას. უხეშ თმებს ყველაზე დიდი გარშემოწერილობა აქვთ და შესაბამისად, თხელ თმებს ყველაზე პატარა. არც ის არის გასაკვირი, რომ უხეში თმები უფრო ძლიერი და გამძლეა - მათში გაცილებით მეტი ნივთიერებებია, ვიდრე სხვა ფაქტურის მქონე თმებში. ასეთი ტიპის თმების შეღებვა სირთულეს წარმოადგენს, მაშინ, როცა ნორმალური და თხელი თმები უფრო სწრაფად და ეფექტურად იღებება. თუმცა, ქიმიური საშუალებებისაგან, რათქმაუნდა ისინი უფრო ზიანდებიან. 

სიმჭიდროვე - თმის ღერების თავის კანზე განლაგების სიხშირე იგულისხმება. როგორც წესი, სიმჭიდროვე იზომება თითეულ კვადრატულ სანტიმეტრზე არსებული თმის ღერების დათვლით. თუ თქვენ „სქელი“ თმები გაქვთ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მათი განლაგების სიმჭიდროვე მაღალია, რადგან, ზოგადად სწორედ სამი ტიპის თმებს განასხვავებენ სპეციალისტები სიმჭიდროვის კუთხით - თხელი, სქელი და საშუალო და ეს პუნქტი, არანაირ კავშირში არ არის თმის ფაქტურასთან. ჩვეულებრივ, ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 2200 ღერი თმაა და მთლიანად თავზე დაახლოებით 100 000 ღერი.
 სქელი თმებისათვის გაცილებით ადვილია ვარცხნილობის შერჩევა, მაშინ, როცა თხელთმიანები ისეთ ვარცხნილობებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც დამატებითი ხვეულებია, ან აფუებულია და მეტი მოცულობის ეფექტს ქმნის.

პოროზიულობა - იგულისხმება თმის უნარი ტენის შთანთქვისა, რაც განპირობებულია თმის ღერის შრეების განლაგებითა და მდგომარეობით და ფასდება, როგორც დაბალი, საშუალო და მაღალი.
ჯანსაღ თმებში შრეების განლაგება მჭდროა და პოროზიულობაც დაბალია -  ხელს უშლის მისი ტენით გაჟღენთვას, ასეთ დროს ტენი ვერ აღწევს ვერც ღერის სიღრმეში, თუმცა, თვითონ თმის ღერში არსებული ტენიც ვერ აღწევს გარეთ. ამ ტიპის თმები რთულად ემორჩილებიან სალონურ პროცედურებს, ძნელად იხვევიან და სწორდებიან, რთულად იღებებიან და აშ.. მათგან განსხვავებით, თმის ღერებზე, რომელსაც მომატებული აქვს პოროზიულობა შრეები არამჭიდრო განლაგებისაა, ადვილად იწოვს ტენს, ხოლო, ისეთი თმები, რომელიც შეიძლება ძალიან პოროზიულად ჩაითვალოს - გარდა იმისა, რომ ადვილად ტენიანდება, ასევე ადვილად შრება, ადვილად ზიანდება, წყდებ, ინასკვება და აშ.. ასეთ თმებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ ქიმიური საშუალებებიც - საღებავები, შამპუნები და აშ.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად პოროზიულია თქვენი თმა, უბრალოდ დააკვირდით მათ როდესაც ისველებთ, ან როდესაც იშრობთ. თუ თმა ჩალასავით გამომშრალი ხდება, როდესაც მას იშრობთ, ან რეზინოვანი ხდება დასველებისას, სავარაუდოდ აჯობებს თმის სპეციალისტს მიმართოთ და დროზე უშველოთ თმას.

თმის ელასტიურობა განისაზღვრება თმის უნარით მაქსიმალურად გაიწელოს და შემდეგ ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდეს. ჯანსაღი თმა, როდესაც სველია 50 %-ითაც კი გრძელდება და გაშრობის შემდეგ ჩვეულ სიგრძეს იბრუნებს, ისე, რომ არ ზიანდება, მაშინ, როცა დაზიანებული თმა მხოლოდ 20 % ახერხებს დაგრძელებას. პროფესიონალები განასხვავებენ მაღალი, საშუალო და დაბალი ელასტიურობის მქონდე თმებს. მაღალი ელასტიურობის მქონდე თმები ადვილად იხვევა და ადვილად ინარჩუნებს კულულებს დიდი ხნის მანძილზე, დაბალი ელასტიურობის მქონდე თმების კულულები კი მალევე იშლება.
იმის გასაგებად თუ რამდენად ელასტიურია თქვენი თმა, დასველეთ რამოენიმე ღერი და გაქაჩეთ. თუ თმა 50%-ით დაგრძელდება, ისე რომ არ გაწყდება და შემდეგ ძველ ზომას დაუბრუნდება, ე.ი. თქვენი თმა ელასტიურია, თუ ის ოდნავ დაგრძელდა ან ცდის პროცესში გაწყდა, ესე იგი, თქვენი თმის ელასტიურობის ხარისხი დაბალია.

რაც შეეხება თმის ღერის ფორმას, ამ კრიტერიუმს არაფერი აქვს საერთო თმის სიჯანსაღესთან, ეს გენეტიკური და ინდივიდუალური თავისებურებაა. აქედან გამომდინარე, ხვეული თუ სწორი თმა შეიძლება იყოს ჯანსაღიც და დაზიანებულიც. კლასიფიკაცია ამ კუთხით ასეთია: სწორი, ტალღოვანი, დახვეული და სპირალური. თმა, რომელიც არ აკეთებს პატარა ტალღასაც კი მთელ სიგრძეზე - სწორი თმაა. თმა, რომელიც თუნდაც ერთ ტალღას იკეთებს - ტალღოვანია - ასეთი თმა მოკლე ვარცხნილობაზე იღებს “C”-ს და გრძელი ვარცხნილობისას “S”-ის ფორმას. ხვეული თმა “S”-ის ფორმა იღებს, მაშინაც კი, როცა მოკლეა და რაც უფრო იზრდება, მით უფრო ბევრჯერ იმორებს “S”-ის მოხაზულობას. სპირალისებრი თმა ბუჩქს მოგვაგონებს, როცა ძალიან გრძელია, ასეთი თმა კანიდან წვერის ამოყოფისთანავე იწყებს დახვევას და ზოგჯერ ნეკა თითის ოდენა ან უფრო პატარა რგოლებს წარმოქმნის.

იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ უკეთ იმსჯელოთ თქვენი თმის ფაქტურასა და ხარისხზე. საკუთარი თმის ფაქტურის კარგად ცოდნა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ მისი მოვლის საშუალებები და ვარცხნილობები.


Tuesday, December 20, 2011

ვისაც დაფეხმძიმება სურს..

არის ქალების კატეგორია, რომლებთათვისაც დაფეხმძიმება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც ასევე ადვილად არ ფეხმძიმდებიან.


სავსებით ჯანმრთელ წყვილს შეიძლება რამოდენიმე წელიც კი დასჭირდს, სანამ მათი პატარა ჩაისახებოდეს. არადა, როგორც წესი, ახალშეუღლებული წყვილების უმეტესობა ორი-სამი თვის გასვლის შემდეგ ნერვიულობას იწყებს დაგვიანებული ფეხმძიმობის გამო..


იმისათვის, რომ სწორად მივუდგეთ ამ საკითხს, დროზე ადრე არ დავიწყოთ ნერვიულობა, იმაზე რაც სანერვიულო არ არის და თან ხელიც შევუწყოთ ჩვენს ორგანიზმს სასურველი განაყოფიერების მისაღებად, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ამ არაჩვეულბრივი პროცესისა და ჩვენი ორგანიზმის შესახებ. 

მაშ ასე:
დაფეხმძიმებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის ეწყება ქალს ოვულაციის პერიოდი, რადგან თვეში დაახლოებით მხოლოდ 5 დღის მანძილზე შეიძლება ჩასახვა მოხდეს. ოვულაცია, ეს არის საკვერცხედან მომწიფებული კვერცუჯრედის გამოყოფა, რაც ხდება მენსტრუაციული ციკლის დაწყებამდე 12-16 დღით ადრე. რამდენადაც, სპერმას აქვს თვისება 3-5 დღე გაძლოს ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, კალენდარული ტიპით თავის დაცვის მიუხედავად, სავსებით შესაძლებელია განაყოფიერება მაინც მოხდეს, თუ კი აქტი ოვულაციამდე 3-5 დღით ადრე მოხდა.

საკუთარი მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობის ცოდნა ქალს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმოს სასურველი ფეხძიმობა და პირიქით, თავიდან აირიდოს არასასურველი განაყოფიერება.
მენსტრუაციული ციკლი ითვლება მენსტუაციის დაწყების პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე და შესაბამისად შეიძლება იყოს 28-31 დღიანი (თუმცა, ეს ვადაც საკმაოდ პირობითია და საკმაოდ ინდივიდუალური).

ციკლის გამოთვლის გარდა, სხეული სხვა სიგნალებსაც აწვდის მათ, ვისაც ამ სიგნალების გაშიფრა შეუძლია : გამონადენზე დაკვირვებით (თუ ამას მამაკაცი კითხულობს, სავარაუდოდ ვხვდები როგორ სახესაც მიიღებს, მაგრამ, ხომ გაფრთხილებდით - გვერდი მხოლოდ ქალებისთვის არის-მეთქი!) თქვენ მიხვდებით, რომ მისი ფერი და კონსისტენცია იცვლება სწორედ ოვულაციის პერიოდის მოახლოებასთან ერთად. ციკლის პირველი ორი კვირის მანძილზე გამონადენი ნაკლებია, გამჭვირვალე და წებოვანია, ოვულაციამდე რამოდენიმე დღით ადრე ის ნელ-ნელა იმატებს და იცვლება და კონსისტენციითაც კვერცხის ცილას მოგაგონებთ. სწორედ ეს დრო არის კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქალის ორგაზმისას იწყება საშოს ყელის სპაზმური შეკუმშვა, რაც თავისთავად ხელს უწყობს სპერმის ადვილად და სწრაფად შეღწევას კვერცხუჯრედთან. რაც უფრო  „ხარისხიანია“ ორგაზმი, მით უფრო ღრმად აღწევს სპერმა ქალის საშოში და მით უფრო იზრდება ჩასახვის შანსი. შესაბამისად, თუ  ქალს არ აქვს ორგაზმი, ჩასახვის შანსიც ნაკლებია..

 არის კიდევ ერთი „მამა-პაპური“ რჩევა, ქალებისთვის, რომლებიც ადვილად ვერ ფეხმძიმდებიან - აქტის შემდეგ დადექით ყირაზე და ეცადეთ რამოდენიმე წუთი ამ მდომარეობაში გაძლოთ! :))


Wednesday, December 14, 2011

მსოფლიოს ცხრა ყველაზე უცნაური ქორწინება

ნათქვამია, სიყვარული ყოვლისშემძლეაო.. კიდევ ნათქვამია - სიყვარული აბრმავებსო.. რა ვიცი კიდევ რა არის არის სიყვარულზე ნათქვამი და თუ ეჭვი გეპარებოდათ მის ძლიერებაში, ახლა ნამდვილად ირწმუნებთ მას:

1. ერთმა გერმანელი ფოსტალიონმა თავის შავ-თეთრ კატაზე იქორწინა. ფისუნიას სადედოფლო კაბაც კი ემოსა.


2. ერიკამ, რომელიც ყოფილი სამხედრო გახლდათ და რომელსაც ადრეც არაერთხელ ყვარებია უსულო საგნები იქორწინა - არც მეტი და არც ნაკლები - თავად ეიფელის კოშკზე!

3. ეს ჩინეთში მოხდა, 2007 წელს - მამაკაცმა თავისივე გამოსახულებაზე იქორწინა! ოღონდ - გამოსახულება ქალის ტანისამოსში იყო გამოწყობილი!

4. 54 წლის ეია რიიამ ბერლინის კედელზე იქორწინა 1979 წელს!

5 იაპონელმა ახალგაზრდამ 2009 წლის ნოემბერში ანიმეს პერსონაჟზე იქორწინა! დიდი ამბავი!

6. 2006 წლის იანვარში შერონ ტენდლრემა დელფინზე სახელად სინდი იქორწინა!

7. ქალბატონმა ბიმბალა დასმა განაცხადა რომ რეპტილია შეუყვარდა და ინდური ტრადიციებისამებრ იქორწინა კობრაზე

8. აფრიკელმა ემილი მაბოუმ საკუთარ ძაღლზე იქორწინა. ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მღვდელი და თანასოფლელები.

9. ლიი ჯინ-გიუ საკუთარ ბალიშს გაუმიჯნურდა, მას საყვარელია ნიმეს სახე მიახატა. ლიი არასდროს იშორებს ტავის ბალიშს, ყველგან მასთან ერთად დადის. საბოლოოდ მან ამ ბალიშზე იქორწინა კიდეც, ბალიშს სადედოფლო კაბაც ემოსა - აბა როგორ!

ჩვენი ფბ გვერდისა და ბლოგის სახელით, ბედნიერებას ვსურვებ ბედნიერ წყვილებს! ^^











































წყარო: www.designswan.com

Tuesday, December 13, 2011

მამაკაცის ბედნიერების 15 წინაპირობა


რა აბედნიერებს მამაკაცს?
თუ თქვენ თვლით, რომ მათი ბედნიერება იწყება მწვადების წვით და მტავრდება ლუდის სმით, მაშინ თქვენ ძალიან ცდებით!
ყველა ტიპის მამაკაცების გამოკითხვის შედეგად ჩამოყალიბდა 15 პოსტულატი, რომლებიც ეხმარება მამაკაცს ბედნიერების მოპოვებაში.

1.     ფიზკულტურა - სირბილი, სპორტ დარბაზში სიარული, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის და ჩოგბურთის თამაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობები - ენერგიით ავსებს მამაკაცის სულს და აღავსებს მას საკუთარი თავის რწმენითა და ღირსების გრძნობით
2.      განმარტოება - რათქმაუნდა სამუდამოდ ან დიდი ხნით არა - მამაკაცისთვის, რომელიც თვლის რომ ბედნიერია - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია დროდადრო მარტო დარჩენა, გაზეთების კითხვა, ინტერნეტში ქექვა, უბრალოდ დროებით „ტვინის გადაკეტვა“
3.       „მალჩიშნიკები“ - მეგობრებთან ერთად ყოფნა, ტელევიზორის, ფილმების, ფეხბურთის მატჩების ყურება, სასმელის სმა, სასუსნავებით სუსნაობა და საუბარი პრაქტიკულად არაფერზე, მაგრამ თითქმის ყველაფერზე
4.       შეხვედრები საყვარელ ადამიანთან - რესტორანში, ფაბებში,  სადმე მხიარულ ან წყნარ გარემოში - გააჩნია ხასიათს და განწობას - და რათქმაუნდა ეს ყველაფერი მათი მყუდრო განმარტოებით უნდა დასრულდეს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ ეს შეხვედრები ერთმანეთისგან განსხვავდება, მრავალფეროვანი და საინტერესოა.
5.      თამაშები - თუ ქალები ბავშვურ ჩვევებს და თამაშებს ოჯახის მოვლასა და ბავშვების აღზრდაზე უკეთებენ რეალიზებას, მამაკაცები მათში არსებულ ბავშვს სხვადასხვა თამაშების თამაშით უკეთებენ რეალიზებას - კონსტრუქტორები, კომპიუტერული თუ მაგიდის თამშები, აზარტული თუ გონებრივი, სულ ერთია - მთავარი ისაა, რომ მამაკაცებს უყვართ თამაშები!
6.      დახვეწა და გაუმჯობესება - ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით - მიზნების დასახვა და მიღწევა, რთულ ცხოვრებისეულ ამოცანებთან გამკლავება, გარემოსთან ადაპტაცია, გამოსავალი გზების ძიება, ლიდერობა, ეფექტურობა, ორგანიზება, საკუთარი ტავის რეალიზება - კარიერული წინსვლა, ხელფასის ზრდა, ადამიანების პატივისცემის და ნდობის მოპოვება.. მერწმუნეთ - არარეალიზებული მამაკაცი ბედნიერი მამაკაცი ვერ იქნება!
7.      გულუხვობა და გულმოწყალება - ადამიანები კარგად გრძნობენ თავს, როცა სხვებს ეხმარებიან თავი უკეთ იგრძნონ. მამაკაცებს სიამოვნებთ ასეთი ტიპის სხვადასხვა აქციებში მონაწილეობა და იმაზე ფიქრი, რომ რაღაც სხვისთვის სასარგებლო გააკეთეს.
8.      გემრიელად ჭამა - ყველამ და რათქმაუნდა მამაკაცებმაც იციან, რომ ბევრი და არაჯანსაღი კვება კარგი არ არის მათი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ დროდადრო ისინი თავს უფლებას აძლევენ მეგობრებთან ერთად თუ სხვადასხვა სასიამოვნო სიტუაციაში ნოყიერად და ზომაზე მეტადაც კი დანაყრდნენ.. ასეთ დროს ისინი განსაკუთრებულ სიამოვნებას განიცდიან.
9.      დრო ოჯახთან ერთად - ეს შეიძლება იყოს სახლში ტელევიზორის ყურება ან ბავშვებთან ერთად ფარდაგზე თამაში, ველოსიპედებით თუ ფეხით სეირნობა, კონოში წასვლა, სულ ერთია - მხოლოდ ეს უნდა იყოს მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი და სხვების მიერ ხელშეუხები დრო!
10  შეკრებები - ოჯახური შეკრებები, ნათესავები თუ მეგობრები, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მამაკაცებს სიამოვნებთ ოჯახის უფროსის და მასპინძლის როლის მორგება - მათ სიამოვნებით უძღვებიან მხიარულ და ხმაურიან საღამოებს
11  დაკვრა - არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც შეიძლება არ შეუძლია, მაგრამ სურვილი მაინც არ ჰქონდეს რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა შეძლებოდეს, ან არ ეცადოს, რაღაც დროით რაღაც დოზით მაინც. პროფესიონალები არიან თუ მოყვარულები, კარგად გამოუდით თუ ცუდად, მამაკაცები განსაკუთრებულ სიამოვნებას განიცდიან მუსიკალურ ინსტრუმენტებთან „თამაშით“
12 დრო მხოლოდ ბავშვებისთვის - კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს მოსაზრებას, მამაკაცების ხასიათში ვერ გაზრდილი ბავშვის არსებობის შესახებ - მამებს განსაკუთრებით ართობთ ბავშებთან თამაში, საუბარი, მათთან ერთად მანქანის შეკეთება, ჩხირკედელაობა და აშ. განსაკუთრებით სიამოვნებთ მამაკაცური თემების გარჩევისას გრძნობენ, შვილების საიდუმლოებების განდობისას და მათი რჩევებით დახმარებისას..
13  ლაშქრობები - ხანმოკლე, ხანგრძლივი, რა მნიშვნელობა აქვს! მთავარია ტყეში ღამის გათევა, ცეცხლის გაჩაღება, პირველყოფილური სიამოვნებებით ტკბობა!
14   ნადირობა, თევზაობა - ამ დროს მამაკაცები განსაკუთრებით გრძნობენ სისხლის პირველყოფილურ ყივილს, ისინი ეძებენ, ითმენენ, უცდიან და ბოლოს აი ისიც.. და ახლა მათზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ხელში ჩაიგდონ! ნანადირევი მათი მონაპოვარია! ეს მათი ძლიერების და მამაკაცური ღირსების ნიშანია! ამ მონაპოვარით მიღებულ სიამოვნებას  ვერაფერი შეედრება!
15  სექს მანქანა - ეს პუნქტი ბოლოსათვის შემოვინახეთ - ვერც ერთი მამაკაცი ვერ იგრძნობს თავს ბედნიერად, თუ მას პარტნიორის გაბედნიერება და  მისთვის სექსუალური ტკბობის მინიჭება არ შეუძლია. მამაკაცები მუდმივად სიახლეებს ეძიებენ ამ კუთხით, ცდილობენ ეს სიახლებბი პრაქტიკაში დანერგონ, აკვირდებიან პარტნიორებს და განსაკუთრებით სიამოვნებთ იმის გაგება - რომ ისინი განუმეორებლები არიან!



გამოყენებულია მასალა რიჩ მალრუფის სტატიიდან.

ცოტა რამ ყავის ისტორიიდან

 როგორც ამბობენ, ყველაზე არაჩვეულებრივი აღმოჩენები სრულიად შემთხვევით კეთება. ასე მოხდა ყავასთან დაკავშირებითაც..

ყავის აღმოჩენის ყველაზე პოპულარულ ვერსია ასეთია - უძველეს ეთიოპიაში, ერთი მაღალი მთის ფერდობზე მწყემსი სახელად კალდი თავის ცხვრის ფარას აძოვებდა. მან შენიშნა, რომ ცხვრები განსაკუთრებით აქტიურები და ენერგიულები ხდებოდნენ მას მერე, რაც მოწითალო ფერის მარცვლებს ჭამდნენ იმ მცენარის ტოტებიდან, ჩვენ რომ ახლა ყავას ვუწოდებთ.

მწყემსმა რამოდენიმე მარცვალი თავადაც გასინჯა და კოფეინის არაჩვეულებრივი ზემოქმედების ქცეშ მოექცა. მან ამის შესახებ ადგილობრივ ბერებს უამბო. მათ მწყემსი გაკიცხეს და დატუქსეს კიდეც, თუმცა, მოგვიანებით სწორედ ბერებმა დაიწყეს ყავის მარცვლების აქტიური მოხმარება, მათი დახმარებით ისინი დილამდე აგრძელებდნენ ლოცვას, ისე, რომ დაღლილობას ვერ გრძნობდნენ.

ყავის სამშობლო სწორედ ეთიოპიაა. ყავის მარცვლებს უძველესი ეთიოპელები ცხოველურ ცხიმში ხვევდნენ და ხანგრძლივი ნადირობის, ლაშქრობებისა და ექსპედიციების დროს თან მიჰქონდათ, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება.

პირველად არაბებმა გაიტანეს ეთიოპიის ტერიტორიიდან ყავის ნერგები, მოაშენეს და ყავის მონოპოლია მოახდინეს. 1453 წელს თურქები იყვნენ პირველები, ვინც ყავის მარცვლებისაგან სასმელი დაამზადეს, ამ მოვლენიდან 22 წლის მერე თურქეთში პირველი ყავის სახლიც გაიხსნა სახელად კივა ხანა.

სწორედ იმ დროს, თურქეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ნებას აძლევდა ქალს გაჰყროდა მეუღლეს, თუ მას იმდენი ყავის შოვნა არ შეეძლო, მას რომ დღის განმავლობაში სჭირდებოდა.

1511 წელს, მექას მმართველმა ხაირ ბეგმა გადაწყვიტა ყავა აეკრძალა, რადგან, რატომღაც ჩათვალა, ეს სასმელი ხალხს მის საწინააღმდეგოდ განაწყობდა. მისი იდეა არაბეთის სულთანს არ მოეწონა, ყავა არაბეთში საკრალურ და ხელშეუხებელ მცენარედ ითვლებოდა. სწორედ ამის გამო მექას მმართველი სიცოცხლეს გამოასალმეს. იმ დროს არაბები ყავას ისევე უფრთხილდებოდნენ, როგორც ახლა ბირთვულ იარაღ და სურდათ არც ერთ მარცვალს არ დაეტოვებინა ქვეყნის საზღარი, თუმცა, ადამიანმა სახელად ბაბა ბუდანი - შესძლო ყავა ინდოეთის, კერძოდ მისორის ტერიტორიაზე გაეტანა და პლანტაციად მოეშენებია.

ყველა როდი გახლდათ ყავის ფანი. მაგალითად პაპ ვინსენტ მესამე ამბობდა, რომ ყავა ეშმაკისეული სასმელი იყო და მან მორწმუნეებისათვის ყავის სმის აკრძალვა გადაწყვიტა, თუმცა, ვიღაცამ ურჩია - სანამ აკრძალავ, ერთი ყლუპი მაინც მოსვიო და ეს ერთი ყლუპი საკმარისი აღმოჩნდა, რომ პაპს განეცხადებია - სასმელი ისეთი გემრიელია, ნამდვილად ცოდო იქნება მხოლოდ ურწმუნოებს შეეძლოთ მისი დაგემოვნებაო. ჰოდა, პაპმა ვინი მესამემ ყავა „გააქრისტიანა“ და მორწმუნეებს კურთხევა მისცა, ის ქრსიტიანულად დაელიათ.

ამის მოჰყვა ის, რომ ჯერ ჰოლანდიელებმა კონტრაბანდულად მიითვისეს ყავის ნერგები და ის ჯავასა და ცეილონში გააშენეს, შემდეგ მათ ფრანგებმა მიბაძეს. მოკლედ, 50 წლის მერე ევროპის კონტინენტზე ყავის 19 მილიონზე მეტი ნარგავი იყო.

1727 წელს ამ ამბავში ბრაზილიელებიც ჩაერთვნენ - ლეიტენანტი ფრანცისკო დე მელო გაიანაში ფრანგებსა და დანიელებს შორის წარმოქმნილი სასაზღვრო დავის საარბიტრაჟოდ იმყოდებოდა. რამდენადაც ცნობილია, მან თავისი მოვალეობა მშვენივრად შეასრულა და გაიანას ფრანგული ნაწილის მართველის ცოლთანაც მოასწრო რაღაც-რაღაცეები, რის შემდეგაც, მადლიერმა ქალმა ის ყავის ნარგავების თაიგულით გააცილა, რომელსაც მწიფე ნაყოფი ესხა.

1901 წელს იაპონელმა ამერიკელმა მეცნიერმა სატორი კატომ ხსნადი ყავის რეცეპტს მიაკვლია, ამ ამბიდან რამოდენიმე წლის მერე გერმანელმა ყავის იმპორტიორმა ლუდვიგ როსელიუსმა აღმოაჩინა, რომ შეიძლება ყავას კოფეინიც მოაშორო.

მაგრამ, ყავის პიკი დადგა ამერიკაში სწორედ მაშინ, როდესაც 1920 წელს ალკოჰოლი აკრძალეს!

ამერიკა დღესაც მსოფლიო ყავის 70 %-ის იმპორტს ახდენს ყოველწლიურად. ამერიკელი ჯარისკაცების დღის რაციონში ყავა აუცილებელი ინგრედიენტია.

მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიელმა აჩილეს გაგიამ შექმნა ესპრესოს მანქანა. კაპუჩინოს კი სახელი შეურჩია კაპუცინი ბერების სამოსის და ყავის მარცვლის ფერის მსგავსების გამო.

Friday, December 9, 2011

ფეხსაცმელი - ფანჯარა ქალის სულში!

      თქვენ ალბათ არც გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობები გააუმჯობესოთ და თქვენ წამროიდგინეთ, საფუძველიც კი შეამზადოთ დაწინაურებისათვის - ფეხსაცმელების დახმარებით!
დიახ! ფეხსაცმელების!

      ჰიუსტონ ქრონიკის ჟურნალისტი კეტი გიბსონი თვლის, რომ - ზღაპარში „კონკია“, დედინაცვლის გოგონები სულაც არ დარჩნენ იმედგარუებული იმის გამო, რომ პრინცის გული ვერ მოინადირეს, მათ ის ვერ გადაიტანეს, რომ ბროლის ქოში არ ჰქონდათ! ჯინსების ყიდვისგან განსხვავებით (რაც ქალებს ისევე მოსწონთ, როგორც გინეკოლოგთან სიარული) - ფეხსაცმელების საყიდლად წასვლა მთელი სიამოვნებაა! ტერფებს არ აქვთ თეძოები, ტერფებს არ აქვთ ბარძაყები - ტერფები ჩვენი მეგობრები არიან!“
      ჯეინ ელდერშოუ, ავტორი წიგნისა „გული და სული - ფეხსაცმელები ჩემი ცხოვრებისა“ (2004 წ) ამბობს - „ფეხსაცმელები საყვარლები არიან! ისინი ხასიათის პატარ-პატარა ნაწილებია, რომლებიც მხოლოდ იმას ელოდებიან მოვირგოთ და მოვიხდინოთ! ფეხსაცმელი შეიძლება გახდეს მოულოდნელი სექსუალობის , კომფორტისა და გლამურის წყარო! მხოლოდ მოირგეთ ისინი, სწორად შერჩეული ფეხსაცმელით, თქვენ შეიძლება სრულიად ახალი იმიჯი შექმნათ! და ფეხსაცმელების ყიდვა?! - მთელი სიამოვნებაა! თქვენ არ გჭირდებათ დიეტის დაცვა, რომ ისინი მოირგოთ, გარდა ამისა, მოხერხებულად ზიხართ, სანამ მათ არჩევთ და ისინჯავთ!“
      ლაურა ბოლი, ვაილ დეილი ნიუსის ჟურნალისტი წერს - ფეხსაცმელებით ჩვენი ოცნების არეალი ფართოვდება, გვიყვარს, როდესაც მამაკაცები ამჩნევენ მათ და კომპლიმენტს გვიკეთებენ, რადგან, ეს დაახლოებით იმას გავს - ჩვენს სულებში ჩახედვა მოახერხონ!“
      აი, დეფინიციაც - ფანჯარა ქალის სულში! თუ გინდათ გაიცნოთ ქალი, მას კი არ შეხედოთ, შეხედეთ მის ფეხსაცმელს!

      და ბოლოს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენება?
  • „ვა, რა მაგარი ფეხსაცმელებია“ - უთხარით კოლეგას, რომლის გულის მოგებაც გსურთ!
  • სთხოვეთ კოლეგას გამოგყვეთ ფეხსაცმელების შესარჩევად, რადგან, მისი გემოვნება ამ კუთხით ძალიან დასაფასებლად მიგაჩნიათ!
  • სანამ კარგად არ მოშინაურდებით, არ ატაროთ სამსახურში „ჰაა-ჰუუ“ დიზაინერების ფეხსაცმელები - ნამდვილად ვიცი, რომ თქვენი თანამშრომლები თქვენზე იფიქრებენ - „ამას ნეტავი თავი ვინ ჰგონია?“
  •          ატარეთ მაღალი ქუსლები - მიუხედავად იმისა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაზოხიზმის გამოვლინებაა და საკუთარი თავის წამება, ისინი ქალების უმეტესობას ძალიან მოსწონს - ისინი უფრო მაღლებად გამოიყურებიან და შესაბამისად, უფრო თავდაჯერებულებიც არიან! (იაფია, ვიდრე ფსიქოთერაპია)
  • აუცილებლად ატარეთ გაპრიალებული ფეხსაცმელები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოუწესრიგებელი და უპასუხსმგებლო ადამიანის შტაბეჭდილება დატოვოთ.

         და ბოლოს - თქვენ რათქმაუნდა კარგად გაქვთ გააზრებული, რომ თუ განიკურნებით ფეხსაცმელების ყიდვის მანიისაგან - გადარჩება თქვენი ბიუჯეტი და შეიძლება ქორწინებაც კი! მაგრამ, ამის მიუხედავად, თქვენ აგრძელებთ ფეხსაცმელების ყიდვას, რომელთა ღირებულებაც პატარა სოფელს თავისუფლად გამოკვებავდა!"

By Marty Nemko

Wednesday, December 7, 2011

რომელი ფერი ხარ შენ?!

ფერებს ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა, უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანები ხვდებოდნენ, რომ სხვადასხვა ფერზე ადამიანებს სხვადასხვაგვარი ემოციები და ასოციაციები უჩნდებოდათ. დღესდღეობით კი, ეს რომ ნამდვილად ასეა, მრავალმა კვლევამ დაადასტურა. ასევე დადასტურებულია, რომ თქვენი რჩეული ფერის დადგენით შეგვიძლია ვიდაუბროთ თქვენს ხასიათზეც.

მაშ ასე - რომელია თქვენი ფერი?



წითელი - ზომაზე მეტად ეგოცენტრული, ყურადღების ცენტრში ყოფნას ჩვეული, აქტიური, ენერგიული, სხვების მასტიმულირებელი, ფიცხი, პირდაპირი

ფორთოხლისფერი - - ფორთოხლისფერის მოყვარულებს უყვართ სიახლეები, ისწრაფიან მიზნისკენ, არიან ოპტიმისტები და მხიარულები, ენერგიულები. ასეთი ადამიანები ან ძალიან უყვართ, ან ძალიან არ მოსწონთ, გულგრილი მათ მიმართ თითქმის ვერ რჩებიან :)

ყვითელი - ოპტიმისტი, გულღია და ენერგიული ადამიანები, ძალიან სიამოვნებთ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება, ოპტიმისტურად უცქერიან მომავალს, არიან ძალიან კრეატიულები.

მწვანე - მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მრავალმხრივად ნჭიერები არიან. უყვართ საკუთარ თავზე და სხვაზე ზრუნვა. ადვილად არ ჰყვებიან ემოციებს, არიან ბუნებრივები და არ სჩვევიათ სხვების მიბაძვა.

ლურჯი - მეოცნებე, რომანტიკოსი და იდეალისტი ადამიანების ფერია. უყვართ ფილოსოფია და სიმშვიდე და არ უყვართ აჩქარება, არ ჰყვებიან ემოციებს, თუ კი მათ "ძალიან არ გააცხარებენ". მათთან ურთერთობა სასიამოვნოა, ადვილად ამყარებენ კომუნიკაციას. თუმცა, ზოგჯერ მათი სიმშვიდე ინდიფერენტობასა და გულგრილობაშიც გადადის.

იასამნისფერი
- - წითლისა და ლურჯის ნაზავია. იასამნისფერის მოყვარულ ადამიანებს არ სჩვევიათ დასვენება და სულის მოთქმა, მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევენ. არიან მისტიურები, კრეატიულები და ექსცენტრიულები. მათთან ურთიერთობა ადვილი საქმე არ არის.

ვარდისფერი - ახალგაზრდული, მხიარული, ვნებიანი, მეოცნებე და ნაკლებ აგრესიული. ახასიათებთ რომანტიულობა და სულ ცოტა უდარდელობა :)

ყავისფერი - - სტაბილური, სანდო, დინჯი, სერიოზული. არ მოსწონთ არაბუნებრივი ადამიანები, არ ბაძავენ სხვებს. მოსწონთ ყველაფერი ნამდვილი და ხალასი.

ნაცრისფერი - - გონებისა და ინტელექტის, სიბძრძნის ფერია - ამ ფერის მოყვარულებს ახასიათებთ ხანგრძლივი, ხშირად უწყვეტი ურთიერთობები, არიან რაფინირებულები, კონსერვატიულები, ღირსებას დიდ მნიშველობას ანიჭეებენ და არ გაურბიან პასუხისმგებლობებს. ადვილად ახერხებენ კონსენსუსის მიღწევას, არ უჭირთ კომპრომისებზე წასვლა. არიან კარგი მედიატორები, არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

შავი - ავტორიტეტული და ძლიერი პიროვნება, კონსერვატიული, სერიოზული, სტაბილური, ზოგჯერ უფრო მკაცრი ხასიათით, უემოციო

თეთრი - უყვართ სისადავე, სისუფთავე და ბუნებრიობა. დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ და სხვის უსაფრთხოებას, მათი ამოსავალი წერილი მათივე ოჯახებია

თუ და ალბათ თქვენ ერთი კი არა, რამოდენიმე ფერს ანიჭებთ უპირატესობას, ეცადეთ შეაჯეროთ მათი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლები და შეადაროთ თქვენს ხიასთს.

რა ინფორმაციას ატარებს თქვენი სახის ფორმა

საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ ადამიანები ამოეცნოთ პიროვნების ხასიათი მათ სახეზე დაკვირვებით.

ძველ ჩინელებს მიაჩნდათ, რომ სახე ადამიანის სულიერი სამყაროს ანარეკლია.

შუასაუკუნეების ევროპელები თვლიდნენ, რომ ფიზიკური სილამაზე ადამიანის კეთილშობილებაზე მიუთითებდა და პირიქით, შეუხედავ ადამიანებში, ისინი ბოროტების ნიშანს ხედავდნენ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ფრენოლოგია - თავის ქალის ფორმის შემსწავლელი მეცნიერება დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამოიყენებოდა ეჭვმიტანეილის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამოსაცნობად.

არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს უტყუარი მეცნიერებაა, მაგრამ, დაახლოებით ისეთივე რამ არის, როგორიც ასტროლოგია და ხელის გულზე მომავლის კითხვა :)

მოკლედ, თუ ვინმეს აინტერეებს გაიგოს რაზე მეტყველებს მისი ან რომელიმე მისი ნაცნობის სახე, გაგანგრძეთ კითხვა:



სახის ფორმა:

მრგვალი: ემოციური, მგრძნობიარე და მზრუნველი. ასეთი სახის მქონე ადამიანებს აქვთ მძაფრი სექსუალური ფანტაზიები და მოსწონთ ხანგრძლივი ურთიერთობები.



ოვალური:

პრაქტიკული და მეთოდური ადამიანები, მიდრეკილი ხანგრძლივი მუშაობისაკენ, ნარცისიზმით შეპყრობილები ხშირად თავად აზიანებენ მათთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.



კვადრატული: ცეცხლოვანები და აგრესიულები, ამბიციურები და დომინირების მოყვარულები. აქვთ მკვეთრი ანალიტიკური აზროვნება და მათ აზრს ხშირად ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს.



სამკუთხა: სამკუთხა სახეები უმეტესწილად ნაზი აღნაგობის და ინტელექტუალურ ადამიანებს აქვთ, ჩინელი სახის მკითხავები სახის ასეთ ფორმას აკავშირებენ კრეატიულობასა და მაღალ მგრძნობელობასთან, ასევე მგზნებარე ტემპერამენტთან.



არამარტო სახის ფორმა, სახის ნაკვთებიც არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას იძლევიან ადამიანზე. ამაზეც ვისაუბრებთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით :)

როგორი მამაკაცები არ მოსწონთ ქალებს

1. ზემგრძნობიარე მამაკაცი - ზედმეტად ემოციური და მუდმივად და დაუფარავად გამოხატავს თავის განცდებს და გრძნობებს. ასეთი მამაკაცები არათავდაჯერებულებიც არიან და მუდმივად საჭიროებენ მხარდაჭერასა და საკუთარ თავში, ურთიერთობების სიმყარეში თუ მეგობრობაში დარწმუნებას.

რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - იმიტომ რომ დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა მამაკაცის ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური თვისებებია, შესაბამისად - არათავდაჯერებულობა და დაუცველობა ქალებზე ნეგატიურად მოქმედებს. ქალების უმეტესობა ეძებს ძლიერ პარტნიორს, რომელზეც დაყრდნობა შეეძლებათ.



2. პროგნოზირებადი მამაკაცი - ქალებს არც პროგნოზირებადი მამაკაცები მოსწონთ, იმიტომ, რომ წინასწარ იციან რა რეაქცია ექნებათ მათ ყველაფერზე. ასეთი მამაკაცები ფორმულებით ცხოვრობენ და არასდროს უჩნდებათ სურვილი რაიმე შეცვალონ. მაგალითად, ასეთი მამაკაცები არასდროს გააოცებენ საყვარელ ქალს მოულოდნელი დაპატიჟებით რესტორანში და აშ



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - იმიტომ, რომ ქალებს მოსწონთ მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებადობა, მრავალფეროვნება ურთიერთობებში და ცხოვრებაში. ზოგჯერ სწორედ ეს ხდება მიზეზი ქალების მიერ „ცუდი ბიჭების“ გაღმერთებისა.



3. ამპარტავანი მამაკაცი - აქვს განუზომლად მაღალი ეგო და ქედმაღალია. ის ხშირ შემთხვევაში უხეშია, შეიძლება არა საყვარელი ქალის მიმართ,არამედ სხვა ადამიანებთან მიმართებაში, მიიჩნევს და აღიქვამს რა მათ ქვემდგომებად.



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - ქალები ხშირად ყურადღებით აკვირდებიან მამაკაცებს როგორ ეპყრობიან ისინი სხვებს, მისი პიროვნების კარგად ამოსაცნობად და მიუხედავად იმისა, თუ როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს მამაკაცი პაემანზე, მაინც დიდი ნიშვნელობა აქვს როგორ მიმართავს ან მოიხსენიებს ის სხვებს.



4. უზრდელი მამაკაცი - ასეთი მამაკაცები სულაც არ ცდილობენ დამალონ, რომ ვაჭრის თვალით უყურებენ ქალს, სანამ მათთან სერიოზული ურთიერთობა გაუბამთ. აქცენტს აკეთებენ ქალის ვიზუალურ მხარეებზე, ეკითხებიან მათ წონას, მიუთითებენ ფიზიკურ არასრულყოფილებაზე და არ ერიდებიან სხვა ქალების თვალიერებას პაემანის დროს, და საერთოდაც, ნაკლებ პატივისცემას გამოხატავენ ქალების მიმართ.



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? იმიტომ, რომ მამაკაცების ასეთი საქციელი არამარტო აცოფებთ ქალებს, არამედ უქვეითებთ საკუთარი ღირსების გრძნობას და თვითშეფასებას. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ არც დაიჭირონ ურთიერთობა ამ ტიპის მამაკაცებთან.



5. მეწვრილმანე მამაკაცი - ასეთი მამაკაცები ეპატიჟებიან ქალებს რესტორაში „გერმანული ანგარიშსწორებით“, მუდამ უკვეთავენ იაფფასიან საკჭმელს, ენანებათ ფული ყვავილებისა და საჩუქრებისთვის, ევაჭრებიან გამყიდველებს თითეულ თეთრზე.



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? იმიტომ, ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი გახდება ურთიერთობა გაღრმავების შემდეგ, თუ მის დასაწყისშიც საქმე აქვს ასეთ მეწვრილმანე ადამიანთან. სავარაუდოდ, მას ყოველთვის თეთრების თვლა და ერთმანეთზე წებება მოუწევს.



6. მოკამათე მამაკაცი - ასეთი ტიპის მამაკაცებს ნიჭი აქვთ ყველა საუბარი კამათად გადააქციონ. მასთან შეხვედრისას, ქალს შეგრძნება უჩნება, რომ დებატ-კლუბში იმყოფება და არა პაემანზე. ასეთ სტრესულ ურთიერთობას, ხშირად ქალისთვის დამარცხების განცდა და თვითშეფასების დაქვეითება მოაქვს.

რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? ურთიერთობა მამაკაცთან სასიამოვნო უნდა იყოს. თუ ორი ადამიანის ერთად ყოფნა მუდმივი პაექრობა და შერკინება ხდება, ქალს აღარ სიამოვნებს მამაკაცთან ურთიერთობა. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი კამათი დამღლელია და ასეთი ქცევით, ისინი მხოლოდ ქალის სტრესულ მოგონებად დარჩებიან.



7. თვითკმაყოფილი მამაკაცი - ასეთი მამაკაცები ხშირად განსჯიან სხვებს, მიუთითებენ მათ როგორ მოიქცენ, როგორ ჩაიცვან, რა არის მართალი და არასწორი. ასეთი მამაკაცები ქალებს ხშირად მოძღვრავენ და არიგებენ ჭკუას

რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები?

- იმიტიომ, რომ არავის მოსწონს, როცა მათ აკრიტიკებენ და განსჯიან! განსაკუთრებით, თუ ამას პარტნიორი მამაკაცი აკეთებს! ქალები ამას უხეშობად და ტვინის ბურღვად აღიქვამენ!



8. ქალთმოძულე მამაკაცი - ასეთი მამაკაცები დაუფარად დასცინიან და აბუჩად იგდებენ ქალების მთელ მოდგმას, საუბრობენ მათ სისუსტეებს, ცუდ თვისებებზე და აშ



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - რაღა კითხვა უნდა! ვინ აიტანს ასეთ ყეყეჩ ადამიანს!

მამაკაცის თვალით დანახული ქალის ტიპები

Party Girl
ასეთ ქალებს უყვართ წვეულებები, ცეკვები, გართობა, ალკოჰოლურ სასმელებთანაც არ არიან მწყრალად. არა, წვეულება და გართობა ყველას უყვარს, მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ ამ ტიპის ქალებს, ერთი კვირაც არ შეუძლიათ გაძლონ შეკრებების, შეხვედრების და წვეულების გარეშე.

High Maintenance
ასეთ ქალებს „ფოე-ფოე“-ებსაც უწოდებენ და მათი გულის მოგება და მათი გაბედნიერება შეუძლიათ მათ, ვინც ყველაზე მეტ ფულს დახარჯავს მათთვის. ისინი დადიან მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებში, მიირთმევენ მხოლოდ ძვირადღირებულ საჭმელს და ღვინოს, უამრავ ფულს ახარჯავენ კოსმეტიკას, ფიტნესს და აშ და ასევე დიდ დროს ხარჯავენ საკუთარი თავის მოვლაზე... თვლიან, რომ მამაკაცი მხოლოდ იმითაც უნდა იყოს ბედნიერი, რომ მათ გვერდით ყოფნის ღრსნი გახდნენ.

Psycho
ასეთი ქალები ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ - რომლებიც დაუფარავად აჟღავნებენ თავიანთ ნერვულ ხასიათს და რომლებიც რაღაც დროის მანძილზე ახერხებენ არ გამოამჟღავნონ მათი რეალური სახე - ორივე შემთხვევაში, ისინი მოკლებულნი არიან რაციონალურ აზროვნებას, მოქმედებენ ისე, რომ შედეგებზე არ ფიქრობენ, ზოგჯერ აბსოლუტურ შეშლილებს ემსგავსებიან - არ ერიდებიან სკანდალებს - ყვირიან, კივიან, ისვრიან ნივთებს, ამსხვრევენ ჭურჭელს და აშ. ამ ტიპის ქალების დიდი პლიუსი ის არის, რომ  ვნება მათი ბუნებრივი თვისებაა და როგორც წესი,  ისინი საწოლში ძალიან კარგი პარტნიორები არიან!

Dullard
ერთფეროვანი, მუდამ გაბეზრებული, ცხვირჩამოშვებული ქალები - მათთან დიდად საინტერესო არ არის,  იშვიათად იჩენენ ინიციატივებს (ან, თუ იჩენენ, ეს ინიციატივა მხოლოდ მათ ინტერესებს ეხება), არ არიან დაჯილდოვებულნი იუმორის გრძნობით, ხშირად არიან უგუნებოდ. მამაკაციც კი, რომელიც იწყებს თანაცხოვრებას ასეთი ტიპის ქალებთან, მალევე ხდება მოსაწყენი და ერთფეროვანი. ასეთ ქალებს ალერგია აქვთ მხიარულ ადამიანებზე, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე.

Housecat
ასეთი ტიპის ქალები თავისუფალი დროის უმეტესობას სახლში ატარებენ - ან სძინავთ, ან ტელევიზორს უყურებენ, ან ინტერნეტში დაძვრებიან, დაქალებს ეპატიჟებიან, ჭორაობენ, სახლის საქმეებს აკეთებენ ან სულაც არაფერს.
ასეთი ქალებიც ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ - ქალები, რომლებიც სახლში ატარებენ დიდ დროს, იმიტომ, რომ „მოძრაობა“ ეზარებათ და ქალები, რომლებიც საოჯახო საქმეებს უთმობენ მეტ დროს, ვიდრე გართობას და დროს ტარებას.

Housewife
ამ ტიპს განეკუთნებიან ისეთი ქალები, რომლებიც სახლის და საოჯახო საქმეებს ისე უძღვებიან, როგორც სამუშაოს და სამსახურს. ამ ტიპის ქალები როგორც წესი დაოჯახებულები არიან (ან განქორწინებულები), ბავშვები ჰყავთ  და ოჯახზე მნიშვნელოვანი მათთვის არაფერია. დიდ დროს არ უთმობენ თავის თავს, მაგრამ, როგორც მამაკაცები ირწმუნებიან - ამ ტიპის განქორწინებული წარმომადგენლები ქალების დანარჩენ ტიპებზე უფრო ადვილად მიდიან საწოლამდე.

Caterer
ასეთი ქალები ძალიან ყურადღებიანი არიან მამაკაცების მიმართ, მუდამ ითვალისწინებენ მათ სურვილებს, ცდილობენ დაეხმარონ მათ რთულ მომენტებში, არიან კომუნიკაბელურები, ხალისიანები და ცდილობენ მამაკაცის მთელი საქმე თავის თავზე აიღონ, ოღონდ კი ისინი არ დაიტვირთონ.
ასეთი ტიპები, როგორც წესი არ არიან პროფესიით დასაქმებულები ან სულაც არ არიან დასაქმებულები. რას არ გააკეთებენ, ოღონდ მამაკაცი გააბედნიერონ. აქ მხოლოდ სექსი არ იგულისხმება - ისინი აცხობენ მამაკაცისთვის საყვარელ  ნამცხვრებს, სიამოვნებით უმასპინძლდებიან საყვარელი მამაკაცის მეგობრებს ოჯახში, როცა მათ თავშეყრა სურთ, რეცხავენ მანქანას, ასეირნებენ ძაღლს, ყურადღებით არჩევენ და ხშირად აკეთებენ საჩუქრებს და აშ და აშ.. ასეთი ქალების მინუსი ის არის, რომ ისინი ბუნებაში ძალიან იშვიათია! 

Stalker
ამ ტიპს მიეკუთნებიან ქალები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ საყვარელ მამაკაცს, სურთ იცოდნენ სად არიან ისინი, რას აკეთებენ, ვის ხვდებიან და რატომ.. ხშირად რეკავენ, ამოწმებენ, ბევრს საუბრობენ, იქექებიან საყვარელი მამაკაცის ტელეფონში, ნივთებში და აშ

Nymphomaniac
  ამ ტიპის ქალები გიჟდებიან სექსზე! მათთვის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სექსია - სექსი ყველგან, სექსი ყოველთვის, რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება მრავალფეროვანი! მამაკაცები გიჟდებიან ასეთ ქალებზე, განსაკუთრებით თუ ფიზიკურადაც მშვენივრად გამოიყურებიან და სხვა ტიპის ყირადღებასაც იჩენენ მათ მიმართ.
 ასეთი ქალების მინუსი ის არის, რომ მათან ურთიერთობა დიდხანს ვერ გრძელდება.

Jealous
თითქმის ყველა ქალი ეჭვიანია, თუმცა ამ ტიპის ქალებს მხოლოდ ისინი მიეკუთნებიან, რომლებსაც ეჭვიანობა ხასიათში აქვთ გადაზრდილი. ისინი არამარტო იმ ქალებზე ეჭვიანობენ, რომლებიც მათ საყვარელ მამაკაცებს ეპრანჭებიან, ან მათ ჰგონიათ რომ ეპრანჭებიან, ისინი ეჭვიანობენ უკლებლივ ყველაფერზე, რაც მათ საყვარელ მამაკაცს აინტერესებს - მის მშობლებზე, მეგობრებზე, შინაურ ცხოველებზე, სამსახურზე, მანქანზე, გატაცებებზე და აშ.

Showgirl
ამ ტიპს მიეკუთნებიან ქალები, რომლების ირგვლივ მუდამ რაღაც ხდება - მოგონილი თუ რეალური, მათი ისტორიებით ისინი ყოველთვის ნაცნობებბის ყურადღების ცენტრში არიან. მათ სურთ ყველა იცნობდეთ, ყველა ამჩნევდეთ, ყველას აინტერესებდეთ. ასეთ ქალბატონებს ჩაცმულობაც შესაფერისი ტიპის აქვთ - გამომწვევი, ყურადღების მიმპყრობი - ძალიან მოკლე ქვედატანები ან ღრმად ამოღებული დეკოლტეები. მიუხედავად მათ ირგვლივ მიმდინარე მუდმივი ცვლილებებისა, ისინი გამაღიზიანებლები არიან - ძალიან გამაღიზიანებლები!

Religious
ასეთი ქალები ორ ნაწილად იყოფიან - „ძალიან“ რელიგიურები და „საშუალოდ“ რელიგიურები. „ძალიან“ რელიგიურები თვლიან, რომ არამორწმუნე ადამიანებზე მაღალი ზნეობრივი და მორალური ღირებულებები აქვთ, ისინი თვლიან, რომ თუ არ დაემორჩილები იმ რელიგიას, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ - აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდები. ასეთ ქალებს აუცილებლად ესაჭიროებათ სწორედ თავისნაირი მამაკაცები, სხვა შემთხვევაში..
„საშუალოდ“ რელიგიურები არიან ქალები, რომლებიც ცხოვრობენ მათი რელიგიის პრინციპების მიხედვით, თუმცა არ ჯდებიან რაღაც ჩარჩოში და არ ხდებიან ექსტრემალურები.

The Boss
სინამდვილეში ყველა ტიპის ქალს სურს იყოს „ბოსი“, ზოგს საწოლში, ზოგს ბავშვებთან ურთიერთობებში, ზოგს როგორ და ზოგს როგორ.. მაგრამ, ნამდვილი „ბოსი“ ახერხებს მამაკაცის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. მამაკაცები ისე ასრულებენ ასეთი ქალების ინსტრუქციებს, თავად ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს. მას ან ყველაფრის გაკონტროლება სურს, ან საერთოდ არ სურს მამაკაცთან ურთიერთობა.

Jackpot
ეს ისეთი ქალის ტიპია, რომლებსაც მამაკაცებისთვის სასურველი თითქმის ყველა თვისება აქვთ, შესაბამისად, სხვადასხვა მამაკაცის „ჯეკპოტი“ სხვადასხვანაირი ქალია და მისი შინაარსი მამაკაცის ასაკთან ერთად იცვლება.