Wednesday, December 7, 2011

როგორი მამაკაცები არ მოსწონთ ქალებს

1. ზემგრძნობიარე მამაკაცი - ზედმეტად ემოციური და მუდმივად და დაუფარავად გამოხატავს თავის განცდებს და გრძნობებს. ასეთი მამაკაცები არათავდაჯერებულებიც არიან და მუდმივად საჭიროებენ მხარდაჭერასა და საკუთარ თავში, ურთიერთობების სიმყარეში თუ მეგობრობაში დარწმუნებას.

რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - იმიტომ რომ დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა მამაკაცის ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური თვისებებია, შესაბამისად - არათავდაჯერებულობა და დაუცველობა ქალებზე ნეგატიურად მოქმედებს. ქალების უმეტესობა ეძებს ძლიერ პარტნიორს, რომელზეც დაყრდნობა შეეძლებათ.



2. პროგნოზირებადი მამაკაცი - ქალებს არც პროგნოზირებადი მამაკაცები მოსწონთ, იმიტომ, რომ წინასწარ იციან რა რეაქცია ექნებათ მათ ყველაფერზე. ასეთი მამაკაცები ფორმულებით ცხოვრობენ და არასდროს უჩნდებათ სურვილი რაიმე შეცვალონ. მაგალითად, ასეთი მამაკაცები არასდროს გააოცებენ საყვარელ ქალს მოულოდნელი დაპატიჟებით რესტორანში და აშ



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - იმიტომ, რომ ქალებს მოსწონთ მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებადობა, მრავალფეროვნება ურთიერთობებში და ცხოვრებაში. ზოგჯერ სწორედ ეს ხდება მიზეზი ქალების მიერ „ცუდი ბიჭების“ გაღმერთებისა.



3. ამპარტავანი მამაკაცი - აქვს განუზომლად მაღალი ეგო და ქედმაღალია. ის ხშირ შემთხვევაში უხეშია, შეიძლება არა საყვარელი ქალის მიმართ,არამედ სხვა ადამიანებთან მიმართებაში, მიიჩნევს და აღიქვამს რა მათ ქვემდგომებად.



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - ქალები ხშირად ყურადღებით აკვირდებიან მამაკაცებს როგორ ეპყრობიან ისინი სხვებს, მისი პიროვნების კარგად ამოსაცნობად და მიუხედავად იმისა, თუ როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს მამაკაცი პაემანზე, მაინც დიდი ნიშვნელობა აქვს როგორ მიმართავს ან მოიხსენიებს ის სხვებს.



4. უზრდელი მამაკაცი - ასეთი მამაკაცები სულაც არ ცდილობენ დამალონ, რომ ვაჭრის თვალით უყურებენ ქალს, სანამ მათთან სერიოზული ურთიერთობა გაუბამთ. აქცენტს აკეთებენ ქალის ვიზუალურ მხარეებზე, ეკითხებიან მათ წონას, მიუთითებენ ფიზიკურ არასრულყოფილებაზე და არ ერიდებიან სხვა ქალების თვალიერებას პაემანის დროს, და საერთოდაც, ნაკლებ პატივისცემას გამოხატავენ ქალების მიმართ.



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? იმიტომ, რომ მამაკაცების ასეთი საქციელი არამარტო აცოფებთ ქალებს, არამედ უქვეითებთ საკუთარი ღირსების გრძნობას და თვითშეფასებას. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ არც დაიჭირონ ურთიერთობა ამ ტიპის მამაკაცებთან.



5. მეწვრილმანე მამაკაცი - ასეთი მამაკაცები ეპატიჟებიან ქალებს რესტორაში „გერმანული ანგარიშსწორებით“, მუდამ უკვეთავენ იაფფასიან საკჭმელს, ენანებათ ფული ყვავილებისა და საჩუქრებისთვის, ევაჭრებიან გამყიდველებს თითეულ თეთრზე.



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? იმიტომ, ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი გახდება ურთიერთობა გაღრმავების შემდეგ, თუ მის დასაწყისშიც საქმე აქვს ასეთ მეწვრილმანე ადამიანთან. სავარაუდოდ, მას ყოველთვის თეთრების თვლა და ერთმანეთზე წებება მოუწევს.



6. მოკამათე მამაკაცი - ასეთი ტიპის მამაკაცებს ნიჭი აქვთ ყველა საუბარი კამათად გადააქციონ. მასთან შეხვედრისას, ქალს შეგრძნება უჩნება, რომ დებატ-კლუბში იმყოფება და არა პაემანზე. ასეთ სტრესულ ურთიერთობას, ხშირად ქალისთვის დამარცხების განცდა და თვითშეფასების დაქვეითება მოაქვს.

რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? ურთიერთობა მამაკაცთან სასიამოვნო უნდა იყოს. თუ ორი ადამიანის ერთად ყოფნა მუდმივი პაექრობა და შერკინება ხდება, ქალს აღარ სიამოვნებს მამაკაცთან ურთიერთობა. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი კამათი დამღლელია და ასეთი ქცევით, ისინი მხოლოდ ქალის სტრესულ მოგონებად დარჩებიან.



7. თვითკმაყოფილი მამაკაცი - ასეთი მამაკაცები ხშირად განსჯიან სხვებს, მიუთითებენ მათ როგორ მოიქცენ, როგორ ჩაიცვან, რა არის მართალი და არასწორი. ასეთი მამაკაცები ქალებს ხშირად მოძღვრავენ და არიგებენ ჭკუას

რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები?

- იმიტიომ, რომ არავის მოსწონს, როცა მათ აკრიტიკებენ და განსჯიან! განსაკუთრებით, თუ ამას პარტნიორი მამაკაცი აკეთებს! ქალები ამას უხეშობად და ტვინის ბურღვად აღიქვამენ!



8. ქალთმოძულე მამაკაცი - ასეთი მამაკაცები დაუფარად დასცინიან და აბუჩად იგდებენ ქალების მთელ მოდგმას, საუბრობენ მათ სისუსტეებს, ცუდ თვისებებზე და აშ



რატომ არ მოსწონთ ქალებს ასეთი მამაკაცები? - რაღა კითხვა უნდა! ვინ აიტანს ასეთ ყეყეჩ ადამიანს!

No comments:

Post a Comment