Wednesday, August 8, 2012

შეუძლებელი არაფერია

დამეთანხმებით, არსებობენ სხვებისაგან განსხვავებული, ძლიერი ნებისყოფის მქონდე, მიზანსწრაფული ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან საფრთხეებს, წინააღმდეგობებს და წარმატებას აღწევენ ყველაზე წარმოუდგენელ და რთულ სიტუაციაშიც კი..
ჩვენს ბლოგზე უკვე დავწერეთ ეიმის შესახებ.
ამჯერად გიამბობთ ჰიუ ჰერის შესახებ.
ჰიუ 1964 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა. ის ყველაზე უმცროსი იყო ხუთ და–ძმას შორის. რვა წლისა იყო, როდესაც 3 544 მ. სიმაღლის კლდეზე აცოცდა, ხოლო 17 წლისა ოფიციალურად დაასახელეს შეერთებული შტატების ერთ–ერთ საუკეთესო მთამსვლელად.

1983 წელს ჰიუ და მისი მეგობარი ახალ ჰემპშირში, ვაშინგტონის მთაზე არსებული რთული ყონულოვანი მონაკვეთის დასალაშქრად გამეგზავრნენ. ისინი ქარბუქში მოყვნენ და ორიენტაცია დაკარგულებმა თავი ღრმა ქვაბულს შეაფარეს, სადაც სამი ღამე გაატარეს -29 ° С ტემპერატურაში. საბოლოოდ, სამაშველო ბრიგადამ შეძლო მათი პოვნა და გადარჩენა, თუმცა, მთასვლელებს ეს ლაშქრობა ძვირად დაუჯდათ. კიდურების მოყინვის გამო, ქირურგები იძულებული გახდნენ ჰიუსათვის ორივე ფეხის აპუტაცია მოეხდინათ მუხლებს ქვემოთ, ხოლო მისმა მეგობარმა ცალი წვივი და მეორე ფეხის თითები დაკარგა.
რამოდენიმე წლის მანძილზე ჰიუ ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობდა რეაბილიტაციას, თუმცა არ წყვეტდა ფიქრს იმაზე, რასაც გარშომომყოფები შეუძლებლად და სიგიჟედ თვლიდნენ – მას უნდოდა მთასვლელობა გაეგრძელებია.

დიდი მონდომების, ფიზიკური ძალისხმევის, ვარჯიშების და ადამიანური მხარდაჭერის ფონზე ჰიუმ შეუძლებელი შეძლო – მან მოახერხა დაესრულებინა ის მარშრუტი, რომლის შემოვლასაც მოყვა შედეგად უბედური შემთხვევა.

ის აღიარეს შეზღუდული უნარების მქონე ნომერ პირველ სპორტსმენად მსოფლიოში, მასზე იწერება წიგნები, იღებენ ფილმებს, იბეჭდება სხვადასხვა ცნობილი ჟურნალების ყდებზე.
ჰიუს ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ქალიშვილი.







Tuesday, July 10, 2012

ქალისა და მამაკაცის სუნი

კომპანიამ  Firmenich (ჟენევა, შვეიცარია) უცნაური გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო ოფლის მიერ გამოწვეული არასასიამოვნო სუნის აღმკვეთი ეფექტური საშუალებების გამოვლენა.
ოფლის ნიმუშები აიღეს 24 მამაკაცისა და 25 ქალისაგან, რომლებმაც გარკვეული დრო დაყვეს საუნასა და სპორტულ დარბაზებში.
ოფლის ნიმუშების კვლევისას გაირკვა, რომ ზოგიერთი ქალის მიერ გამოყოფილ ოფლს არათუ უსიამოვნო  – საერთოდ არ აქვს სუნი. კვლევის მეორე ეტაპზე ოფლის სინჯებს შეურიეს სხვადასხვა ბაქტერია, რომლებთანაც ადამიანებს აქვთ შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შედეგად კი, სინჯები გადაიქცა ქიმიურ ნაერთად, რომელსაც ხახვის დამახასიათებელი და სპეციფიური სუნი ჰქონდა.
მამაკაცების ოფლი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მასში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც სუნი ასევე არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ ბაქტერიებთან ურთიერთქმედებისას მას ქალებისგან განსხვავებული  სუნი უვითარდება. მეცნიერის კრისტიან სტაკერმანის თქმით, რომელიც ამ კვლევებს ხელმძღვანელობდა – მამაკაცებს ყველის, ხოლო ქალებს ხახვის, იშვიათად კი გრეიფრუტის სუნი აქვთ. .
მეცნიერების სხვა ჯგუფის მიერ ისიც გაირკვა, რომ ადამიანის ოფლის სუნს დიდწილად განაპირობებს ის, თუ რას მიირთმევს, რას იცვამს, რომელი საშუალებებით იბანს და როგორი გენეტიკა აქვს..

Friday, July 6, 2012

10 საინტერესო ფაქტი საცვლების შესახებ

1. ქალებისგან განსხვავებით, ცნობილია რომ, დაოჯახებული მამაკაცები იგივე სიხშირით იცვლიან საცვლებს როგორც უცოლოები.

2. ლიფები არ არსებობდა 1913 წლამდე, სანამ მერი ფელს ჯაკობსმა ორი ცხვირსახოცისაგან და თასმებისგან არ შეკერა პირველი ლიფი. 1928 წელს უკვე დაიწყეს ლიფების ზომების მიხედვით კლასიფიკაცია.

3. ტრადიციების თანახმად, ახალ წელს იტალიელები ატარებენ წითელ, არგენტინელები ვარდისფერ, ხოლო ბრზაილიელები სულ ახალ საცვალს.

4. 1935 წელს მოიგონეს პირველი კლასიკური Y ფორმის საცვალი. ისინი არსებობდა ორგვარი, მოკლე და გრძელი.

5. ტანგის სტილის საცვალი ითვლება ყველაზე მარტივ და ამავდროულად ყველაზე პოპულარულ საცვლის ტიპად. სავარაუდოდ, პირველი საცვალი, რომელიც ადამიანებმა ოდესღაც შექმნეს, სწორედ ასეთი იყო.

6. თასმიანი საცვლები პირველად ბრაზილიაში შემოიღეს, 1980–ენბში. 90–ან წლებში ასეთი საცვლები ჰიტი გახდა მთელ მსოფლიოში.

7. 1991 წელს ლიფების საშუალო ზომა შეერთებულ შტატებში იყო 34B (3–3,5), დღეს კი ამერიკული ლიფების საშუალო ზომად 36C (2) ითვლება.

8. კოლგოტკები, რომელმაც თავის თავში გააერთიანა საცვალი, წინდა და წინდის სამაგრი გლენ რეივენმა მოიგონა 1959 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში. 1965 წელს, მოკლე კაბების დამსახურებით, კოლგოტკების ნაკერების გარეშე ქსოვა დაიწყეს.

9. მამაკაცების 41 % უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ ტურსებს, მაშინ, როცა 12 % ატარებს ბოქსიორებს.

10. ქალების 37% ატარებს ბიკინს ხოლო 17 % "ბოიშორტს".

Friday, June 29, 2012

ფების სამაჯური გოგონებისთვის


ფების სამაჯურის შექმნის იდეა ელისონს ეკუთვნის. როდესაც მისი უფროსი ქალიშვილი იმ ასაკისა გახდა, როცა დედამ საჭიროდ ჩათვალა მისთვის მენსტრუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა, მიხვდა, რომ სკოლაში და მეგობრებისგან გოგონა სათანადო და საკმარის ინფორმაციას ამ თემის ირგვლივ ვერ მიიღებდა. ამიტომ, შვილის განათლების საქმეში თავად ჩაერთო.
მან თასმაზე 28 ხის ბურთულა ააცვა, რომელიც ქალის პერიოდის 28 დღეს წარმოადგენდა. ამ სამაჯურის გამოყენება ძალიან ადვილია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა ელისონის ნაცნობებში. ამის შემდეგ ელისონმა სამაჯური დააპატენტა და მის წარმოებას მიჰყო ხელი.


როგორც ზემოთ ვახსენეთ, სამაჯურზე 28 სხვადასხვა ფერის ხის ბურთულაა, რაც ქალის მენსტრუალური პერიოდის სხვადასხვა ფაზას გამოსახავს. მაგალითად, თეთრი ბურთულები ნეიტრალურ პერიოდს ნიშნავს, რაც უფრო მუქი ვარდისფერი ხდება ბურთულა, მით მეტია ოვულაციის შანსი, წითელი ფერის ბურთულები მენსტრუალურ დღეებს ემთხვევა, ხოლო შავი ფერის ბურთულები მენსტრუალური პერიოდის წინა დღეებს მიუთითებს, როცა ქალებს ეგრეთწოდებული PMS - პრემნესტრუალური სინდრომი აწუხებთ.
ასეთი სამაჯური მოზარდი გოგონებისთვის არის განკუთვნილი. როგორც ელისონი ირწმუნება, სამაჯურის წყალობით, გოგონები სწავლობენ საკუთარი ორგანიზმის მოსმენას და გაგებას. თუმცა, სამაჯური არც მოზრდილებს აწყენთ, მისი მეშვეობით მარტივად შეიძლება ოვულაციისა და მენსტრუალური პერიოდის კონტროლი.




Tuesday, June 26, 2012

ჯუდითი ხატავს თითებით

57 წლის ჯუდით ენ ბრაუნი ნიუ-იორკელი ხელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე მხოლოდ ქანდაკებების შექმნით იყო დაკავებული, ბოლო დროს ის ხატვამ გაიტაცა..
სხვა ნიუ-იორკელი და არა ნიუ-იორკელი მხატვრებისგან ჯუდითი იმით განსხვავდება, რომ მისი სამუშაო ინსტრუმენტი არც ფუნჯია, არც ფანქარი, არც პასტელი, არც ცარცი.. მოკლედ, არაფერი, გარდა მისივე თითებისა. სახატავად კი მტვერს იყენებს. ხშირად ხატავს ორივე ხელის სინქრონული მოძარობით და არაჩვეულებრივ ფორმებს ღებულობს.
























Wednesday, May 23, 2012

ეიმი ამსხვრევს სტერეოტიპებს

ხშირად გსმენიათ აბათ, რომ ქალებს თვითრეალიზების საშუალება არ აქვთ. მე შემიძლია საწინააღმდეგო მაგალითი გიჩვენოთ:

ეიმი მალინსი (Aimee Mullins),  36 წლის მშვენიერი ამერიკელი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო აღმოეჩინა საკუთარ თავში ძალა სრულფასოვანი, აქტიური და ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვრა და დაემსხვრია "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე" ადამიანის სტერეოტიპი.

ემი დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელსაც ჰემიმელია ჰქვია. რის შედეგადაც, ერთი წლის ასაკში, მისი ორივე ფეხის მუხლს ქვემოთ ამპუტირება გახდა საჭირო. ექიმები თვლიდნენ, რომ გოგონა ვერასდროს შეძლებდა სიარულს და რომ ის ინვალიდის სავარძლისათვის იყო განწირული.
თუმცაღა, ემიმ გადაწყვიტა, რომ ის ისეთივე მშვენიერი და წარმატებული უნდა ყოფილიყო, როგორიც იქნებოდა ორი ჯანმრთელი ფეხით. მან დაამთავრა საშუალო სკოლა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ბავსვობიდანვე დაკავებული იყო სპორტით.
მან არათუ სიარული ისწავლა, პოდიუმზეც წარმატებით გამოდის, დარბის, ხტება სიმაღლეზე და ოლიმპიურ თამაშებშიც კი ღებულობს მონაწილეობას, სადაც რამოდენიმე რეკორდიც აქვს დამყარებული.

ის შევიდა მსოფლიოში ორმოცდაათი ულამაზესი ადამიანის სიაში, მას იღებენ ფილმებში და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდების ჟურნალებისათვის.

ემის ფეხები ერთდროულად არის აქსესუარიც და სკულპტურაც. გარდა ამისა, ეს არის იმედი, რომელსაც ის მის მსგავს ადამიანებს უნერგავს, რომ ისინი ურთულესი ოპერაციების შემდეგაც შეძლებენ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას.

მას კიბორგსაც ეძახიან, რადგან მის ორგანიზმში მექანიკური კომპონენტებია, თუმცა, ეს  ხელს სულაც არ უშლის იყოს მომხიბვლელი, შეუდარებელი, ძლიერი, ნაზი, ჭკვიანი და სუპერ-გმირი ერთდროულად!
















წყარო: http://www.livejournal.ru/

Monday, May 7, 2012

აზღუდების შექმნისა და განვითარების ისტორია


მსუბუქმა და მომხიბვლელმა, ფერადმა და მოხდენილმა  ლიფებმა, რომლებსაც თანამედროვე ქალბატონები და გოგონები ატარებენ, განვითარების და სრულყოფის სულ მცირე ასწლიანი გზა განვლო.
„შეიძლება არც კი დაიჯეროთ, რომ გაიგოთ რამდენი ხანი და რამხელა ინჟინერია დასჭირდა ბუსჰალტერის გამოგონებას. არ გადავაჭარბებთ, თუ მას ტექნოლოგიას ვუწოდებთ, ისევე, როგორც მოძრავ ხიდებს“ - განაცხადა მწერალმა ტერესა რიორდანმა, რომელმაც ასობით მოდური სამშვენისის პატენტი გამოიკვლია და აღწერა თავის წიგნში „მშვენიერების ტექნოლოგია“.

უძველესი დროიდან მოყოლებული, ქალები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ მკერდის "მოსათოკად". როგორც წესი, ამას მხოლოდ პრაქტიკულობიდან გამომდინარე მიმართავდნენ - რომაელები ბინტისმაგვარი ტილოთი იკრავდნენ მკერდს, უძველეს ეგვიპტეში ტუნიკებს ატარებდნენ, რენესანსის პერიოდში კი კორსეტები შემოიღეს, რომელიც ქალის მკერდს მაქსიმალურად აკრავდა სხეულს, ასევე ავიწროვებდა მისი წელის შემოწერილობას.
მოგვიანებით, კორსეტებმა ოდნავ იცვალა სახე, წელი ისევ გამოყვანილი რჩებოდა, თუმცა, ქალებმა საჭიროდ ჩათვალეს მკერდის მოხდენილი ფორმების არამარტო ხაზგასმა, არამედ ხელშეწყობაც და შეიქმნა კორსეტები, რომელიც ქალურ სიმრგვალეებს მაღლა ყელისკენ და წინ წევდა. 
მართალია, ვიზუალურად ასეთი კორსეტების ტარებით მიღებული ფორმები მშვენიერი საცქერი იყო, მაგრამ, ძნელი მისახვედრი არაა რა დისკომფორთთან იქნებოდა ეს ყველაფერი დაკავშირებული - ქალებს უჭირდათ სუნთქვა, იზღუდებოდა სისხლის მიმოქცევა და საჭმლის მონელების პროცესი და აშ..

მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან საინტერესო რამ მოხდა.. ევროპაში ქალებმა უარი თქვეს კორსეტების ტარებაზე, რომლებიც მატერიისაგან და კრინისაგან იქმნებოდა, მეტიც, უკვე შეძენილი კორსეტები ჩააბარეს და როგორც ისტორია ღაღადებს, დაშლილი კორსეტებისგან ამოღებული რკინით (რაც 28 000 ტონას შეადგენდა) - ორი ტანკერი აიგო.
გარდა ამისა, ეკონომიურმა სიდუხჭირემ და მასალის სიმცირემ მკერავები აიძულათ მცირე ზომის ლიფები შეეკერათ, რაც სულაც არ აღმოჩნდა ცუდი, პირიქით.. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქალების როლი საზგადოებრივ საქმიანობაში უფრო და უფრო იზრდებოდა, ისინი მეტს მუშაოდბენ ქარხნებსა და ფაბრიკებში, დაკავებული იყვნენ სპორტით, ასე რომ, მათ  და მათ მკერდსაც მეტი თავისუფლება ესაჭიროებოდათ.

პირველი ორფიალიანი აზღუდი მარი ტიუსეკმა შეკერა 1893 წელს. ამ აზღუდს კორსეტებისაგან განსხვავებით ზურგი არ ჰქონდა, მხრებზე კი თანამედროვე აზღუდების მსგავსად ორი ღვედი გასდევდა. როგორც ამბობენ, მარიმ პირველი ლიფი ორი ცხვირსახოცისაგან და ცოტაოდენი წელვადი ღვედისაგან შეკერა. ინფორმაცია ამის შესახებ სწრაფად გავრცელდა და მან აურაცხელი შეკვეთების მიღება დაიწყო. 1014 წელს კი საკუთარი გამოგონება დააპატენტა კიდეც.
მარის ლიფები მკერდს არათუ აპატარავებდნენ, პირიქით, ადიდებდნენ და ბუნებრივ ფორმებს უსვამდნენ ხაზს.

1928 წელს რუსმა ემიგრანტმა იდა როზენტალმა აზღუდების ფიალების ზომების მიხედვით გამოშვება დაიწყო, რაც, შესაბამისად, მათ უფრო კომოფრტულსა და მოხდენილს ხდიდა.

სამოცდაათიანი წლებისათვის მოდა აზღუდებით სერიოზულად დაინტერესდა. ამ დროისათვის აზღუდები იკერებოდა ისე, რომ ყოფილიყო მოსახერხებელი, გამძლე და ამავდროულად მოხდენილიც. 

დიზაინერებმა მარკ ჯაკობსმა და ჯონ გალიანომ 2008 წლის მოდების ჩვენებაზე აზღუდები, იგივე ლიფები, წარმოაჩინეს არა როგორც თეთრეულად, არამედ, როგორც მოდურ და სექსუალურ აქსესუარად .

ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
როგორი იქნება აზღუდების მომავალი, არავინ იცის.. თუმცა, თანამედროვე ქალებს ამ მხრივ საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვთ, ბაზარზე აზღუდების შეუზღუდავი მრავალფეროვნებაა. თქვენ შეგიძლიათ ის შეიძინოთ ზომის, ფერის, მასალის და დიზაინის მიხედვით და ასევე, თავისუფლად შეგიძლოათ საერთოდ არ ატაროთ ის..
მოკლედ, როგორც იტყვიან, ლიფები არსებობს ორი რამისათვის - ყურადღების მისაპყრობად და ყურადღების არმისაპყრობად. და თუ რისთვის და როგორ გამოიყენებთ თქვენ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული! :)




P.S. რეკომენდაციები ლიფების შესარჩევად და მკერდის მოვლისათვის სულ მალე, ჩვენს ბლოგზე.. ასე რომ, ხშირ-ხშირად შემოიხედეთ-ხოლმე. :)