Wednesday, January 18, 2012

კიდევ ერთი საბაბი ბედნიერებისათვის! :)

ქალებს მენსტრუალური ციკლი მას მერე აქვთ, რაც ადამიანის მოდგმა არსებობს! :)

რას აკეთებდნენ გამოქავებულის დროის ქალები, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია ზოგიერთმა ისეთმა მეთოდმა, რომლებიც ნამდვილად დასაბუთებულია და მათი ნივთმტკიცებებიც არსებობს.

მენსტრუალური პერიოდის დროს ქალები:
1.      საერთოდ არაფერს აკეთებდნენ გამონადენის შესაჩერებლად
2.      სხვადასხვა საშუალებებით იცობდნენ საშოს, რომ გამონადენს გარეთ არ გამოეღწია
3.      საშოში ითავსებდნენ ისეთ რამეს, რაც გამონადენს რაიმე ერთ „ჭურჭელში“ მოუყრიდა თავს
4.      ვულვაზე ირგებდნენ ისეთ რამეს, რაშიც პირდაპირ ჩაედინებოდა გამონადენი

ამათ გარდა, კიდევ არსებობდა ერთი მეთოდი, რაც მდგომარეობდა პროცედურაში, რომლის დროსაც, ქალის საშოდან მენსტრუალური გამონადენის სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით გამოქაჩვა თუ გამოდევნა ხდებოდა (დაპატენტდა 1977 წელს და მას ფოტოზე ხედავთ). 

აღმოჩნდა, რომ ძველი ეგვიპტელი ქალები მენსტრუაციული პერიოდის დროს პაპირუსსა და მსგავს მასალას იყნებდნენ, როგორც უძველეს ტამპონებს. ასევე, ჰიპოკრატეს გადმოცემების თანახმად, ძველი რომაელი ქალები იყენებდნენ ქსოვილში გახვეულ ხის ნაფოტებს. გარდა ამისა, როგორც უკვე წინა პოსტში ვახსენეთ, წარმატებით იყენებდნენ მცენარეებს, ცხოველების ტყავებს, მატყლს, ხის კანსა და ნაფოტებს, ნაცარს, ზღვის ღრუბელს და სხვადასხვა ტიპის ქსოვილს. ცოტა მოგვიანებით, ქალები თავად კერავდნენ საფენებს ნაჭრისაგან და ავსებდნენ მათ ბამბით.
ასევე, არსებობდა სხვადასხვა სახის „მენსტრუალური ტომსიკები“, რომლებიც წელზე მაგრდებოდა ისე, რომ მთავარი ნაწილი ბარძაყებს შორის მოქცეულიყო და გამონადენი პირდაპირ მასში ჩაღვრილიყო.

ძალიან არასასიამოვნო წარმოსადგენია, მაგრამ, იყვნენ ქალები, რომლებიც არც ერთს მეთოდს არ მიმართავდნენ მენსტრუალური პერიოდის დროს და აძლევდნენ გამონადენს საშუალებას თავისუფლად გადმოღვრილიყო საშოდან. ასეთი დღეების დროს დროს ისინი საზოგადოებისაგან იზოლირებულები იყვნენ და დღეებს განცალკავებით ატარებდნენ.

მართალია, ძველ დროში ადამიანები კარგად ან საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რატომ და რისთვის არსებობდა მენსტრუაცია, მაგრამ, ასე თუ ისე, ისინი მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაიმე საშუალებით ხელი უნდა შეეშალათ გამონადენის თავისუფლად გამოდინებისათვის.

რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს, არ შეიძლება იმის უგულველყოფაც, რომ იყო კაცობრიობის ისტორიაში მომენტები, როცა თვლიდნენ, რომ ხშირად ბანაობა ადამიანს აავადებდა. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, არაფერი იყო იმაში უცხო და გასაკვირი, მენსტრუალურ გამონადენს ქალების პერიოდის დროს თავისუფლად ედინა მათ სამოსზე. მით უფრო, რომ პრეინდუსტრიულ პერიოდში, უფრო ადვილი წარმოსადგენია ქალი, რომელიც მენსტრუალური პერიოდის დროს ყანაში იდგა და მარგლიდა ყოველგვარი საფენის გარეშე, ვიდრე უსაფენებოდ თანამედროვე ქალი, რომელიც, ლამის მთელ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს.
იმ დროს, ქალებისთვის ფეხების დაბანა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე გამონადენით დასვრილი ქსოვილის რეცხვა (როგორიც იყო მაგალითად მენსტრუალური წინსაფარი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტში).  ისიც გაითვალისწინეთ, რომ მძიმე შრომა, ცუდი კვება, ხშირი ორსულობა და ხანგრძლივი ძუძუთი კვება „ხელს უწყობდათ“ მენსტრუალური პერიოდი ისეთივე სიხშირით არ ჰქონოდათ, როგორც თანამედროვე ქალებს.

სამწუხაროდ, ძალიან რთულია ზუსტი ისტორიული თანმიმდევრობა მისცე იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც ქალები ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ მენსტრუალური პერიოდის დროს. ტანისამოსისაგან განსხვავებით, რომლეთა ნიმუშები მრავლადაა შემონახული,  ამ საშუალებებს ადამიანები ნაკლებად ინახავდნენ თუ უფრთხილდებოდნენ, რომ დროს ისინი ისტორიისათვის შემოენახა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო როგორც ისტორიულ ეპოქაზე, ისე გარემო-პირობებზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე და აშ..

ასევე, ძალიან მწირი იმფორმაცია მოიპოვება ამის შესახებ ისტორიულ წყაროებშიც, რადგან, იმ ეპოქაში, როცა ადამიანების უმრავლესობას წერა შეეძლო, ქალის მენსტრუაცია თითქმის ყველგან და ყოველთვის ტაბუირებულ და უსიამოვნო თემად ითვლებოდა, მით უმეტეს მამაკაცებისათვის. ისე, რომ დავუკვირდეთ, არც თანამედროვე წყაროებში ახსენებენ ხშირად იმას, თუ რას იყნებენ ქალები და რაზე ააკეთებენ არჩევანს მენსტრტუალური პერიოდისას. მხოლოდ ერთეულები ინტერესდებიან ამ თემით და, სავარაუდოდ ქალებს ასწლეულების წინ, ნამდვილად არ შეეძლოთ იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ოდესმე დაგვაინტერესებდა, რითი აჩერებდნენ ისინი მენსტრუალურ გამონადენს. :)

მოკლედ, აი, ასე ნელ-ნელა ვითარდებოდა ჰიგიენური საფენი და როგორც წინა პოსტში ვისაუბრეთ, ბალახებიდან და ცხოველური ტყავიდან დაწყებული, მენსტრუალური ტომსიკებისა და წინსაფრების გავლით ნელ-ნელა თანამედროვე ჰიგინეურ საფენს დაემსგავსა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ისინი ქალის საცვალზე არ ემაგრებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალის მაშინდელი თეთრეული ტანზე მომდგარი სულაც არ იყო. სწორედ ამიტომ, ჰიგიენური საფენები იყო გრძელი და მაგრდებოდა სპეციალურ ქამრებზე. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ქალის თეთრეულმა დაპატარავება და დავიწროვება დაიწყო, საფენმა კიდევ ერთხელ იცვალა სახე.

იყო დრო, როდესაც ქალები საფენებს დაახლოებით ისევე ყიდულობდნენ, როგორც ჩვენ გამაგრილებელ სასმელებს სპეციალური აპარატებიდან - მათთვის ეს უფრო კომფორტული იყო, რადგან არ უხდებოდათ გამყიდველთან „ესოდენ სამარცხვინო და უხერხულ“ თემაზე საუბარი. გარდა ამისა, თავდაპირელად, ქარხნული წარმოების ერთჯერადი საფენები იმდენად ძვირი იყო, რომ მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მათი შეძენა. კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ისინი ყველა ქალის ჰიგიენის განუყრელ ატრიბუტად გადაიქცეოდნენ. ერთჯერადი საფენების იდეა პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს, დახმარების დებს გაუჩნდათ და ეს იდეა სწარაფდვე იქნა რეალიზებული სხვადასხვა მწარმოებლისა და კომპანიის მიერ.

ამ სტატის წყარო labyrinth.net.au არის და გულწრფელად რომ გითხრათ - კითხვისას, რამოდენიმეჯერ, ლამის გადავიფიქრე მისი თარგმნა, და მიხვდებით, ალბათ რატომაც.. თუმცა, როცა კითხვა დავასრულე, გულში გავიფიქრე - რა ბედნიერებაა-მეთქი, რომ, დღეს, ამ მხრივ მაქსიმალური კომფორტი გვაქვს შექმნილი, ბაზარზე არსებობს უზარმაზარი არჩევანი, არ გვჭირდება არც გამონადენის გამოქაჩვა, არც მენსტრუალური წინსაფრის და ტომსიკების ტარება... და საერთოდაც, ეს დღეები ისე შეუმჩნევლად გადის, რომ შეგვიძლია უპრობლემოდ დავკავდეთ ჩვენთვის ჩვეული და სასურველი ნებისმიერი საქმიანობით და კრიტიკულმა დღეებმა ამაში ხელი საერთოდ არ შეგვიშალოს.

დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე არსებულ ჰიგიენურ საფენებს შორის ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მშრალი საფენი Molped-ი არის. ჯერ ერთი - ის სწრაფად შეიწოვს სითხეს, მეორეც - მისი ზედაპირი არ აღიზიანებს კანს (დამტკიცებულია გერმანელი დერმატოლოგების მიერ) და მესამე - მისი ფორმა მაქსიმალურად მორგებულია ყველა ტიპის ქალის თეთრეულზე.  
ასე რომ, იგრძენით თავი მშრალად და კომფორტულად ყველაზე კრიტიკულ დღეებშიც კი, და ამასთანავე ბედნიერადაც - რადგან ცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა! :)

No comments:

Post a Comment