დღესდღეობით ჰიგიენური, იგივე სანიტარული საფენები ყველა ქალის გინეკოლოგიური ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია. ჰიგიენური საფენების დანიშნულებაა მენსტრუაციის დროს გამონადენის შეწოვა და შესაბამისად, ქალები მათ პერიოდის, ვაგინალური ქირურგიის, მშობიარობის და აბორტის შემდგომ იყენებენ.
დღესდღეობით, ბაზარზე ჰიგიენური საფანების ძალიან დიდი არჩევანია სისქის, სიგრძის და ფაქტურის მიხედვით და სანამ თანამედროვე სახეს მიიღებდა, ჰიგიენურმა საფენმა, რათქმაუნდა ძალიან გრძელი და საინტერესო გზა გამოაიარა.
უხსოვარი დროიდან, ქალები ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ მენსტრუაციის დროს გამონადენისაგან თავის დასაღწევად. ვაშინგტონის ერთ-ერთ გარეუბანში მენსტრუაციის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია ჰიგიენური საფენის ევოლუციას უფრო კარგად გაეცნოს. თურმე, იყო დრო, როცა ქალები ბალახებს, კურდღლის ბეწვს, ღრუბელს და უკეთეს შემთხვევაში კი - ხელით მოქსოვილ თუ შეკერილ საფენებს ან "მესნტრუაციულ წინსაფრებს" იყენებდნენ. ასეა თუ ისე, ერთგვარი და თანამედროვეს მიმსგავსებული ჰიგიენური საფენები მხოლოდ 1895 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე.
ამ საფენების იდეა თავდაპირველად ექთნებს, ანუ დახმარების დებს გაუჩნდათ. სწორედ მათ დაიწყეს ჰოსპიტალებში მოთავსებული ქალი პაციენტების მესნტრუაციული გამონადენის შესაწოვად ხის რბილობისაგან დამზადებული ბინტოვანი საფენების გამოყენება.
წარმოებებმა სწრაფადვე აიტაცეს ეს იდეა და დაიწყო საფენების წარმოება, თუმცა, მათი ფასი ინდენად მაღალი იყო, რომ ფუფუნებას წარმოადგენდა და მხოლოდ ძალიან შეძლებულ ქალბატონებს შეეძლოთ მათი შეძენა.
საფენები შემწოვი ქსოვილით დაფარული ჩვეულებრივი ბამბისაგან მზადდებოდა, მართკუთხა ფორმის იყო და ბოლოებით მაგრდებოდა ქამრის მაგვარ ღვედზე. ეს ღვედი ინდენად მოუხერხებელი იყო, მალევე შეიცვალა საწებით თავად საფენის ძირზე, რითაც მაგრდებოდა კიდეც ქალის თეთრეულზე.
აი, ასე, ნელ-ნელა ვითარდებოდა ქალის ჰიგიენური საფენი და ბოლოს გახდა ისეთი, როგორადაც ის დღეს გვევლინება. მაღაზიებში მომხმარებელი მათი ფართო არჩევანის წინაშე დგება - ზომების, სისქის, ფერის, სურნელის მიხედვითაც კი. უკვე არსებობს ყოვედღიური საფენებიც.
თანამედროვე საფენების მწარმოებლები ცდილობენ საფენი, გარდა იმისა, რომ თავის დანიშნულებას კარგად ასრულებდეს, კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. უკანასკნელი სიხალეები საფენებთან დაკავშირებით მათზე გამწოვი ღარების და „ფრთების დამატებაა“, გარდა ამისა, აქტიურ ხმარებაშია ყოველდღიური საფენებიც, ასევე, ძალიან პოპულარულია სურნელოვანი საფენები.
მიუხედავად თანამედროვე მიღწევებისა, თავად ქალბატონები ძალიან ფრთხილად უდგებიან საფენების შერჩევის საკითხს. ზოგიერთი საფენის ზედაპირი კანის გაღიზიანებასაც იწვევს, ზოგიერთი არასაკმარისად სწრაფად და ხარისხიანად იწოვს, ამიტომ მათი გამოყენებისას მომხმარებელს სიმშრალის და კომფროტის განცდა ეკარგება.
მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა თქვენ ბაზარზე არსებულ საფენებს შორის ყველაზე პოპულარულსა და ძვირადღირებულს - თუ თქვენ არ გაქვთ მაქსიმალური კომფორტისა და სიმშრალის განცდა, ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ Molfed!
Molfed არსებობს თხელი, უფრო თხელი და ულტრა თხელი და გარდა იმისა, რომ მისი დიზაინი მაქსიმალურად კომფორტულს ხდის მას ნებისმიერი ტიპის თეთრეულზე მოსარგებად, მისი ზედაპირი არ აღიზიანებს ქალის ნაზ კანს, რაც დამტკიცებულია კიდეც გერმანელი დერმატოლოგების მიერ.
Molfed არსებობს თხელი, უფრო თხელი და ულტრა თხელი და გარდა იმისა, რომ მისი დიზაინი მაქსიმალურად კომფორტულს ხდის მას ნებისმიერი ტიპის თეთრეულზე მოსარგებად, მისი ზედაპირი არ აღიზიანებს ქალის ნაზ კანს, რაც დამტკიცებულია კიდეც გერმანელი დერმატოლოგების მიერ.
რაც შეეხება ზოგადად ქალის საფენების ისტორიას, მას ჩვენ ახლო მომავალში კიდევ დავუბრუნდებით, უფრო განვავრცობთ და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწოდებთ.. :)
No comments:
Post a Comment