Friday, January 20, 2012

ქალის ჩანთის საიდუმლოებანი...




ჩანთა ქალის საუკეთესო მეგობარია!

ეს არის ქალის საკუთარი პატარა სამოთხე, ყველასათვის გასაიდუმლოებული ადგილი, რომელსაც მხოლოდ მფლობელისთვის ეხდება ფარდა!


 ქალები ყველგან და ყოველთვის დაატარებენ ჩანთას და კითხვაზე - რატომ? - პასუხი ძალიან მარტივია - ჩანთაში ინახება ყველაფერი რაც ქალს ქალად აქცევს (კიდევ ერთი ქალური საიდუმლოება) - კრემები, მაკიაჟის ატრიბუტები, პატარა სათამაშოები, ჰიგიენური საფენები, სათვალეები, ცხვირსახოცები, სამკაულები, წიგნები, რვეულები, საწერი კალმები, მობილური ტელეფონი და უამრავი სხვა რამ - თითქოს ქალებს ჩანთით მთელი საცხოვრებელი დააქვთ, მთელი სამყარო..  ჩანთა შეიძლება პატარაც იყოს, მაგრამ, მერწმუნეთ - ნებისმიერი ზომის ჩანთა უძიროა! :)

ამის მერე, რა გასაკვირია ის ფაქტი, რომ ქალებს ჩანთებში უამრავი ფულისგაფლანგვა” შეუძლიათ! დიდი ამბავი - ქალებს უყვართ ჩანთები და მათში ფულის გადახდაც არ ენანებათ...

ამბობენ, ქალისთვის ჩანთა ისეთივე რამ არის, რაც მამაკაცისთვის საათიო და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ფულიანია ან უფულო ქალი, მას აუცილებლად ექნება რამოდენიმე ჩანთა და მინიმუმ ერთი ისეთი,  რომელიც განსაკუთრებით უყვარს!

ქალისათვის ჩანთების მრავალფეროვნებასა და მრავალრიცხოვანებას კიდევ ერთი რამ განაპირობებს - ჩანთები შეიძლება იქონიო ზომისა და დანიშნულების მიხედვით.. კაცებმა შეიძლება ამის ვერაფერ გაიგონ, მაგრამ, ყველა ქალმა კარგად იცის, რომ კლასიკურ სამოსს კლასიკური ჩანთა ესაჭიროება, ჯინსებსა და კედებს თავისუფალი სტილის ჰობო თუ ქროსბეგი, ზურგჩანთა ხომ, საერთოდ, სხვა განზომილებაა!..


ქალისთვის მთელი სიამოვნებაა კარადის გამოღება და  საკუთარი, ფერად-ფერადი ჩანთების დიდი თაიგულის ცქერა! და მიუხედავად ჩანთების სიმრავლისა, ქალებს მუდამ ჰგონიათ, რომ ეს საკმარისი არ არის!

კიდევ ერთი მიზეზი, ქალების მიერ ჩანთების სიყვარულისა, ის არის, რომ სწორად შერჩეულ  ჩანთას შეუძლია ქალი კიდევ უფრო მოხდენილი და ელეგანტური გახადოს! რატომ? - იმიტომ, რომ დღესდღეობით ჩანთებს ნამდვილად არ აქვს ის სუფთა მომხმარებლური დანიშნულება, რასაც ნივთების გადაზიდვა ჰქვია. სამაგიეროდ, მათ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ მოდის სამყაროში, ქალებისთვის ჩანთა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სასურველი აქსესუარია! თქვენ ვერ იპოვნით თუნდაც ერთ გოგონას ან ქალბატონს, რომელიც შესაფერისი ჩანთის გარეშეა სახლიდან გამოსული, თუნდაც ძალიან ჩვეულებრივ საქმეზე. ჩანთა ქალის განუყრელი ატრიბუტია, და შესაბამისად, უჩანთო ქალი ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია.

ახლა, როცა ათასობით სხვადასხვა ფირმის ჩანთა გამოდის, მილიონობით განსხვავებული დიზაინი, ფერი, ქსოვილი, ზომისა და .., არიან ქალები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ მანქანის ან მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის საფასური ოღონდ სასურველი ჩანთა შეიძინონ.

იმასაც ამბობენ, ჩანთა ქალის სულის ვიტრინააო და სწორედ ჩანთის დახმარებით, მათი ერთი თვალის შევლებით და მისი მფლობელის სამოსთან შეხამებით არის შესაძლებელი ქალის გემოვნების და ტიპის,  ხასიათის და ინდივიდუალობის დადგენა. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენის შეიტყობდით  ქალზე, მის ჩანთაში ჩაჭვრეტა რომ შეგეძლოთ!

ჩვენ ვცადეთ დაგვედგინა იმ ნივთების სია, რომელთა პოვნაც შეიძლება ქალის ჩანთაში და დაგვეყო სამ კატეგორიად, აი, ისინიც -


აუცილებელი:
1.      მობილური ტელეფონი
2.      საფულე
3.      პარფიუმერიის ჩანთა

ჩვეულებრივი ამბავი:
4.      ჰიგიენური საფენი და ხელსახოცი
5.      საღეჭი რეზინი
6.      მანქანის გასაღები და მართვის მოწმობა
7.      ქოლგა
8.      საცვალი
9.      ტელეფონის სატენი
10.  საყვარელი ადამიანებ/ის ფოტო
11.  წიგნი, ჟურნალი, რვეული, ბლოკნოტი და კალამი, ან კალმების მთელი დასტა
12.  ფლეშ მეხსიერების ბარათ
13. MP3 Player 

უცნაური:
14.  საქსოვი ჩხირები
15.  ფერადი ფანქრები
16.  თმის უთო, თმის დასაფიქსირებელი საშუალებები
17.  დანა
18. გამოსასვლელი ან პირიქით - ფეხსაცმელი
19. კბილის, ფეხაცმლის თუ ტანსაცმლის ჯაგრისი
20. დანა-ჩანგალი
21. წამლების პატარა ჩანთა
და აშ... და ......

ეს ძალიან მოკლედ... სინამდვილეში, ყველა ჩანთა თავის მფლობელს გავს, და შეიძლება ქალის ჩანთაში ისეთი რამეც აღმოაჩინო, გაოცებისგან პირი ღია დაგრჩეს..


სწორედ ამიტომ, Molped-ის სპონსორობით გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა თქვენთვის სახალისო კონკურსი, რომელიც Facebook-ზე მიმდინარეობს უკვე ორი დღეა (იხ. ბმული https://www.facebook.com/BeautyAndHappiness) .
კონკურსის პირობა ძალიან მარტივია - გადმოაპირქვავეთ თქვენი ჩანთა, გადაუღეთ ფოტო და გამოგზავნეთ მისამართზე konkursi@creator.ge. დაელოდეთ ფოტოს გვერდზე ატვირთვას და ეცადეთ დააგროვოთ ლაიქებისა და შეარების მაქსიმალური რაოდენობა, რომ მოიგოთ რომანტიული საღამო არაჩვეულებრივ, სასიამოვნო გარემოში ორ პერსონაზე 14 თებერვალს - ვალენტინობას!..
 ლაიქებს ვერ დააგროვებთ? - არაუშავს.. უბრალოდ, მოუხმეთ საკუთარ ფანტაზიას, ეცადეთ იყოთ ორიგინალურები და გამორჩეულები - მეორე გამარჯვებულს გვერდის ადმინისტრაცია აირჩევს სპონსორთან ერთად.. :)

გისურვებთ წარმატებას! :)



No comments:

Post a Comment