Monday, January 30, 2012

რა არის პირადი ჰიგიენა

პირადი  ჰიგიენა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე, უბრალოდ სხეულის სისუფთავე. ადამიანები, რომლებიც იყალიბებენ სწორ ჰიგიენურ ჩვევებს, ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე ერთდროულად.

პირადი ჰიგიენის ტექნიკის ჩამოყალიბება და ადამიანის ჩვევაში გადასვლა მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული, მათ უნდა აკონტროლონ ბავშვის ჰიგიენა ადრეული ასაკიდან, მიუთითონ რისი გაკეთება არის აუცილებელი და რისი გაკეთება არ არის მართებული და თვალყური ადევნონ, რომ რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს ყოველდღიურად და რეგულარულად, რაც გულისხმობს სხეულის ყველა ნაწილის დასუფთავებას და წესრიგში მოყვანას.
პირად ჰიგიენაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის თვითშეფასება და ისიც, როგორ აღიქვამენ მას  გარშემომყოფები.

მნიშვნელობა
ადამიანის ორგანიზმი გამალებით  და შეუჩერებლივ მუშაობს მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ მუშაობის პროცესში შლის და ამუშავებს ტოქსინებს და ორგანიზმიდან განდევნის მათ. ეს ყველაფერი გამოიყოფა ოფლის, ცრემლის, შარდის, ყურის გოგირდის და სხეულის ცხიმების სახით. შესაბამისად, თუ სხეულის გაწმენდა და გასუფთავება არ მოხდება სწორად და რეგულარულად, შედეგი შეიძლება მრავალგვარი იყოს, ძირითადად კი ორგვარი - უსიამოვნო სუნი და ინფექციები..

ტიპები

მოგეხსენებათ, სხეულის ზოგიერთ მონაკვეთებზე უფრო მეტი ოფლი და სხეულის ზეთი გამოიყოფა, ვიდრე დანარჩენზე. სწორედ ეს ადგილები ითხოვენ განსაკუთრებულ მოვლასა და სისუფთავეს. ასეთი ადგილებია, მაგალითად- ფეხის ტერფი, იღლიები, პირის ღრუ და სხვა..
ქალებს განსაკუთრებულად მართებთ სისუფთავის დაცვა მენსტრუალური პერიოდის დროს, საფენების ხშირი ცვლით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სუნს, რომელსაც შეიძლება თქვენ ვერც კი გრძნობდეთ, მაგრამ, გარშემომყოფებს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებათ. გარდა ამისა, საფენების სისტემატური ცვლა აგარიდებთ ვაგინალური ინფექციებს, რისი რისკიც გაცილებით მაღალია მენსტრუალური პერიოდის დროს (და თუ რატომ, ამაზე სხვა პოსტებში ვისაუბრებთ). თმის სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივცეთ თმას გაცხიმიანების საშუალება, ამით შევამცირებთ ქერტლისა და კანის ქავილის რისკს. ასევე, დიდი ყურადღება დაუთმეთ ფრჩხილების ჰიგიენას, უსუფთაო ფრჩხილები ინფექციების თვენი პირის ღრუში გაგზავნის პირდაპირი გზაა, გარდა ამისა, არამგონია, ასეთი ფრჩხილებით ვინმეს თავი მოაწონოთ...

უპირატესობანი

თქვენი სუფთა და ჯანსაღი იერი თქვენი სავიზიტო ბარათი იქნება ყველგან და ყოველთვის, იმის ნიშანი, რომ ჯანმრთელი და ჰიგიენური ცხოვრების წესით ცხოვრობთ. სისუფთავის სურნელი, რომელსაც თქვენ აფრქვევთ აუცილებლად დადებით ემოციებს აღძრავს თქვენს გარშემომყოფებში. გარდა იმისა, რომ თქვენ მაქსიმალურ პრევენციას მოახდენთ თქვენს სხეულზე ინფექციების, ვირუსების და ბაქტერიების გამრავლებისა, თავს უფრო ლაღად და კომფორტულად იგრძნობთ, პლიუს - თქვენი ვიზუალი აუცილებლად დაგეხმარებათ სხვა ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარებასა და საქმიანი ურთიერთობების წარმატებით წარმართვის დროს. დამეთანხმებით, უსუფთაო ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნო არ არის... გარდა ამისა, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მას საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა არ შეუძლია,  შეძლებს კი სხვა საქმეებისთვის თავის გართმევას?

პრევენციისათვის

დღეში ერთხელ გადაივლეთ თბილი შხაპი, რათა მოახდინოთ უსიამოვნო სუნის პრევენცია. გამოიყენეთ სხვადასხვა დეოდორანტები, სასურველია ატაროთ ისინი თან, იმ შემთხვევისათვის, თუ უნებურად, სხვადასხვა ვითარების გამო სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებით და თქვენი სხეულის ტემპოერატურა სწრაფად დაიწყებს მომატებას და ოფლის ჭარბ გამოყოფას.  გამოიხეხეთ კბილები ჭამის შემდეგ , გამოიყენეთ სურნელოვანი შამპუნები თმებისათვის და ყველაზე მშრალი ჰიგიენური საფენი Molped Ultra კრიტიკული დღეებისათვის.

ეფექტი

როგორც უკვე მოგახსენეთ, პირადი ჰიგიენა, ეს არ არის უბრალოდ სხეულის და ტანისამოსის სისუფთავე, ეს პრაქტიკულად ადამიანის სავაზიტო ბარათია. სწორი პირადი ჰიგიენის არსებობის შემთხვევაში, ადამიანებს აქვთ მაღალი თვითშეფასება, ისინი მეტ სიმპატიებსა და პატივისცემას იმსახურებენ ირგვლივ მყოფებისაგან. თავისთავად ცხადია, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ პირად ჰიგიენას, ვერ იცხოვრებენ უსუფთაო გარემოში, ისინი მიირთმევენ სუფთა საკვებს და მაქსიმალურად ცდილობენ სისუფთავე და ჰიგიენური ნორმები დაამკვიდრონ მათ იგრვლივ.



გამოყენებულია მასალა გვერდიდან: http://www.livestrong.com

No comments:

Post a Comment