Thursday, May 3, 2012

მზის სათვალის ისტორია

იცოდით, რომ დაბურულშუშებიანი სათვალის ტარება პირველად ჩინეთში დაიწყეს? 
ამ ამბავს მოდასთან არაფერი ჰქონდა საერთო :)
XIV საუკუნიდან მოყოლებული, ასწლეულების მანძილზე, ჩინელი მსაჯულები თვალებს დაბურული კვარცის ქვეშ მალავდნენ, რომ სასამართლოზე მათი რეაქციები და ემოციები მათსავე თვალებს არ გაემჟღავნებიათ..
XV საუკუნეში იტალიაში ჩინეთიდან შეიტანეს მზერის მაკორექტირებელი დაბურულშუშებიანი სათვალეები.
XVIII საუკუნეში დაიწყეს მოლურჯო-მომწვანო შუშებიანი სათვალეების დამზადება, რადგან თვლიდნენ, რომ ასეთი სათვალეები მხედველობის დარღვევებს ასწორებდა..
1929 წელს, სემ ფოსტერმა ატლანტიკ სიტიში დააპატენტა და გაყიდა პირველი სათვალე.
1936 წელს სათვალე პირველად გახდა პოლარიზებული და რეიბანმა დაიწყო ასეთი სათვალეების სერიული წარმოება.
1960 წელს ფოსტერ გრანტის სარეკლამო ფირმამ დაიწყო სათვალეების, როგორც მოდური აქსესუარის პოზიციონირება.
აი, ასეთია მზის სათვალეების ისტორია :)
დღეს, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს არაერთი ლამაზი და მოხდენილი მზის სათვალე აქვს, რომლებსაც ტანისამოსის ფერის, ამინდის და განწყობის მიხედვით ატარებს. :)

No comments:

Post a Comment