Wednesday, May 23, 2012

ეიმი ამსხვრევს სტერეოტიპებს

ხშირად გსმენიათ აბათ, რომ ქალებს თვითრეალიზების საშუალება არ აქვთ. მე შემიძლია საწინააღმდეგო მაგალითი გიჩვენოთ:

ეიმი მალინსი (Aimee Mullins),  36 წლის მშვენიერი ამერიკელი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო აღმოეჩინა საკუთარ თავში ძალა სრულფასოვანი, აქტიური და ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვრა და დაემსხვრია "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე" ადამიანის სტერეოტიპი.

ემი დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელსაც ჰემიმელია ჰქვია. რის შედეგადაც, ერთი წლის ასაკში, მისი ორივე ფეხის მუხლს ქვემოთ ამპუტირება გახდა საჭირო. ექიმები თვლიდნენ, რომ გოგონა ვერასდროს შეძლებდა სიარულს და რომ ის ინვალიდის სავარძლისათვის იყო განწირული.
თუმცაღა, ემიმ გადაწყვიტა, რომ ის ისეთივე მშვენიერი და წარმატებული უნდა ყოფილიყო, როგორიც იქნებოდა ორი ჯანმრთელი ფეხით. მან დაამთავრა საშუალო სკოლა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ბავსვობიდანვე დაკავებული იყო სპორტით.
მან არათუ სიარული ისწავლა, პოდიუმზეც წარმატებით გამოდის, დარბის, ხტება სიმაღლეზე და ოლიმპიურ თამაშებშიც კი ღებულობს მონაწილეობას, სადაც რამოდენიმე რეკორდიც აქვს დამყარებული.

ის შევიდა მსოფლიოში ორმოცდაათი ულამაზესი ადამიანის სიაში, მას იღებენ ფილმებში და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდების ჟურნალებისათვის.

ემის ფეხები ერთდროულად არის აქსესუარიც და სკულპტურაც. გარდა ამისა, ეს არის იმედი, რომელსაც ის მის მსგავს ადამიანებს უნერგავს, რომ ისინი ურთულესი ოპერაციების შემდეგაც შეძლებენ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას.

მას კიბორგსაც ეძახიან, რადგან მის ორგანიზმში მექანიკური კომპონენტებია, თუმცა, ეს  ხელს სულაც არ უშლის იყოს მომხიბვლელი, შეუდარებელი, ძლიერი, ნაზი, ჭკვიანი და სუპერ-გმირი ერთდროულად!
















წყარო: http://www.livejournal.ru/

No comments:

Post a Comment