Friday, April 27, 2012

ლუ - პატარა გიგანტი

მისი სახელია ლუ ჰაო. ის ჩინეთში ცხოვრობს, სამი წლის არის და უკვე მიანიჭეს მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი ბავშვის ტიტული.
ლუ 2, 600 კგ დაიბადა და სამ თვემდე ნორმის ფარგლებში იმატებდა. წონის ჭარბი ზრდა სწორედ ამ ასაკიდან დაეწყო და დღეს-დღეობით, სამი წლის ლუ 60 კილომდე იწონის.

როგორც მისი მშობლები აღნიშნავენ, ლუს არაჩვეულებრივი მადა აქვს და სამი ფიალა ბრინჯის კერძის შეჭმა შეუძლია ერთ ჯერზე, რაც ზრდასრული ადამიანისთვისაც კი მეტისმეტია.
როგორც ლუს დედა აღნიშნავს, ბიჭუნა ჯერ კიდევ ერთი წლის იყო, როდესაც მშობლებმა მისი კვების რაციონის შემცირება და დიეტაზე დასმა გადაწყვიტეს, თუმცა უშედეგოდ - ბიჭუნასთვის არასაკმარისი რაოდენობის საკვების მიღების შემთხვევაში, ლუ განუწყვეტლივ ტიროდა.

ლუს მშობლები იმასაც ამბობენ, რომ შეუძლებელია ბიჭუნას გენეტიკური დაავადება სჭირდეს, რადგან, არც დედისა და არც მამის ნათესავებში არ მოიძებნება გიგანტური ადამიანი.
სამწუხაროდ, ვერც ექიმებმა დაადგინეს რა გახდა ლუს წონის ჭარბი მატების მიზეზი. ისინი სხვადასხვა ვარაუდებს გამოთქვამენ, მაგრამ, სინამდვილეში ვერაფრით ეხმარებიან ბიჭუნას.

მშობლებმა გადაწყვიტეს ლუს ბევრი ემოძრავა, რადგან, ამ გზით მაინც დაეკლო წონაში. სამწუხაროდ უკუშედეგი მიიღეს - ვარჯიშის და ეზოში მოთავსებულ გასაბერ აუზში ცურვის მერე ლუს მადა უფრო იღვიძებს და ის იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე სხვა დროს.

ლუს ძალიან უყვარს თამაში. მისი საყვარელი სათამაშო სპაიდერმენია. "ის დაფრინავს და ამარცხებს ბოროტებს" - ამობს ლუ, მაგრამ კითხვაზე - უნდა თუ არა თვითონაც ფრენა, ის პასუხობს - "არა, მე ძალიან მსუქანი ვარ!"

ლუს მშობლებს ეშინიათ, რომ ერთ დღესაც, ლუს გულმა შეიძლება ვერ გაუძლოს მის წონას, გარდა ამისა, ისინი ღელავენ, რომ ბავშვი იზრდება და თანატოლებმა შეიძლება ხშირად დასცინონ მისი წონის გამო.









წყარო - http://www.whatsonxiamen.com

No comments:

Post a Comment