Friday, April 20, 2012

კოცნა ექსტრემალურ პოზაში


ჩინეთში ძალიან ბევრი უცნაური და სახალისო კონკურსი გამართულა, მათ შორის, თამამად შეიძლება მოვიხსენიოთ შეჯიბრება კოცნაში..
მოკლედ, შაანხის პროვინციის, ქალაქ ხიანის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის ზენგ-ხინგუანის მფლობელებმა გადაწყვიტეს, მათი კლიენტები საინტერესო სანახაობით გაემხიარულებიათ და მაღაზიის თანამშრომლებისათვის ყველაზე უცნაურ და ექსტრემალურ პოზაში კოცნის კონკურსი მოაწყვეს..
მონაწილეებმა თავი გამოიდეს, ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ გაემარჯვებინათ.. მერე რა, რომ პრიზი სულ რაღაც 888 იენი, ანუ, დაახლოებით 90 ფუნტი სტერლინგი იყო.. როგორც იტყვიან, მთავარია კონკურსში მონაწილეობა და არა გამაჯვება, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავად გამარჯვება და არა პრიზის ღირებულება.. :)







No comments:

Post a Comment