Tuesday, February 21, 2012

ექსტრავაგანტული და ორიგინალური ქორწილები

თურმე, შოტლანდიელები თავიანთ ქორწინების ღამეს ბეღელში ატარებდნენ და შემდეგ პატარძლის მშობლების სახლში რჩებოდნენ, სანამ შინ გაეშურებოდნენ. 
გერმანელებსა და ფრანგებგებს ტრადიციად ჰქონიათ, თაფლობის თვეში, ეზოში ან სადმე სახლის სიახლოვეს სამალავი ადგილის ან საწოლის მოწყობის... რომაელები კი თვლიდნენ, რომ თუ პატარძალი სახლის ზღურბლზე წაიბორძიკებდა, ეს უიღბლობას მოუტანდათ, ამიტომ, ნეფეს ის ხელში აყვანილი შეჰყავდა შინ.

დასავლეთ აფრიკაში, ვაჟის დედა ფულს უხდის რძალს, თუ ის დაუმტკიცებს მას, რომ უბიწო იყო ქორწინებამდე და ამის დასტურად, სისხლიან ზეწარს აჩვენებს. თუ ეს ასე მოხდება, ამაყი დედამთილი, ამ ზეწარს მთელს სანათესაოსა და სამეზობლოს უჩვენებს და ასე შეატყობინებს მათ, რომ მის რძალს მისი ვაჟის გარდა სხვა არ შეხებია.

ამერიკაში, ახალდაქორწინებულები ხმაურიანი და ჟღარუნებშებმული მანქანით ეცლებიან საქორწილო აურზაურს, აფრთხილებენ გამვლელებს გზა გაუთავისუფლონ მათ, რომ დაუბრკოლებლად მივიდნენ მათი გასაიდუმლოებული თაფლობის თვის ადგილამდე.

პოლინეზიაში უძველესი ტრადიცია ყოფილა - პატარძალს უნდა დაემყარებინა ინტიმური კავშირი ყველა სტუმარ მამაკაცთან და შემდეგ, სულ ბოლოს უკვე ნეფესთან... უცნაურია, არა?

შესაბამისად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ქორწინებას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ  და ზეიმობენ.. უფრო მეტიც - რამდენი წყვილიც არსებობს, ქორწინებაც იმნდენნაირი შეიძლება იყოს - ზოგიერთი საყვარელი მულტიპლიკაციური გმირის კოსტუმს ირგებს, ზოგი სულ შიშვლდება, ზოგიც ზღვის ფსკერზე ეშვება საქორწილო უღელში შესაბმელად, ზოგი მთის მწვერვალზე ადის.. ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მოდური ხდება განსხვავებული და ორიგინალური ქორწინების ორგანიზება, ამაზე, უკვე, მხოლოდ წყვილები როდი ზრუნავენ, ეს ყველაფერი სერიოზული ბიზნესის ნაწილიც გახდა..

მოკლედ, მცირე შესავალის შემდეგ, წარმოგიდგენთ ინტერნეტში ამოკრებილ უცნაურ და საინტერესო საქორწილო ფოტოებს,  ხოლო ამ ფოტოებზე აღბეჭდილ წყვილებს კი ხანგრძლივ სიყვარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ! :) 












































1 comment: