Friday, February 10, 2012

წმ. ვალენტინის დღის ისტორია

ყოველი თებევლის 14 რიცხვში ვალენტინობას ავღნიშნავთ, საყვარელ ადამიანებს ყვავილებს, ბარათებს და ტკბილეულობას ვჩუქნით. ამ ყველაფერს წმ. ვალენტინის საპატივცემულოდ ვაკეთებთ, მაგრამ, სინამდვილეში კარგად ან საერთოდ არ ვიცით, ვინ არის წმ. ვალენტინი..

როგორც ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, ვალენტინი იყო მღვდელი, რომელიც მესამე საუკუნეში, რომის იმპერიაში ცხოვრობდა. იმ დროს რომს მართავდა იმპერატორი კლაუდიუს II, რომელმაც, რატომღაც გადაწყვიტა, დაუოჯახებელი მამაკაცები უკეთესი მებრძოლები არიან და უფრო თავდადებით იბრძვიანო. მან ბრძანა, გამოეცათ კანონი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს დაოჯახებას უკრძალავდა, ხოლო მღვდლებს, მათთვის ჯვრის დაწერას, იმ იმედით, რომ უფრო ძლიერ არმიას ჩამოაყალიბებდა.
ვალენტინმა გადაწყვიტა არ დამორჩილებოდა იმპერატორის უსამართლო ბრძანებას და მალულად ჯვარს წერდა ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებს, რაც დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

მეორე ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი სიკვდილმისჯილი ტუსაღი იყო, რომელსაც ციხის ზედამხედველის ქალიშვილი შეუყვარდა და 14 თებერვალს, სანამ სამსჯავროზე გაიყვანდნენ, წერილიც დაუტოვა, რომელიც სრულდებოდა სიტყვებით - „შენი ვალენტინი“.
სწორედ ამიტომ, შეყვარებულები 14 თებერვალს ტრადიციულად ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს სწერენ, ტექსტით - „იყავი ჩემი ვალენტინი“.. ან - „იქნები ჩემი ვალენტინი?“ და აშ..

გარდა ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ისტორიაში არსებობს სამი სხვადასხვა წმინდანი სახელად ვალენტინი. ერთი, როგორც ზემოთ ვახსენეთ ძველ რომში ცხოვრობდა, მეორე ეპისკოპოსი იყო ტერნში და მესამეზე არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ აღესრულა აფრიკაში, და სამივე წამებით იქნა მოკლული 14 თებერვალს.

შეიძლება, ზუსტად ვერც ვერასდროს გავიგოთ ვინ იყო ვალენტინი, მაგრამ, ფაქტია, რომ მისი წყალობით უკვე საუკუნეებია თებერვალში სიყვარულის ზეიმი აღინიშნება და შობის მერე, ვალენტინობა მეორე დღესასწაულია, რომლის დროსაც ყველაზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება და იგზავნება მსოფლიოში!

ჩემთვის, პირადად, ეს კიდევ ერთი მიზეზია საყვარელ ადამიანს საჩუქარი გავუკეთო, თან, თუ გამომდის, ვცდილობ უბრალოდ ტკბილეულითა და ბარათით არ შემოვიფარგლო და ცოტა ორიგინალურიც ვიყო.. და კიდევ, კარგი საბაბია სადმე განმარტოებისათვის, გასეირნებისათვის თუ რომანტიული ვახშმისათვის..
აი, ასეა..
მით უფრო, რომ 14 თებერვალიც ახლოვდება... როგორია თქვენი გეგმები? :)

2 comments:

  1. ბიშოპი ქართულად ეპისკოპოსია, ჩაასწორეთ გეთაყვა.

    ReplyDelete
  2. მადლობთ შენიშვნისათვის, აუცილებლად. :)

    ReplyDelete