Thursday, February 2, 2012

რატომ უყვართ ქალებს და ეჯავრებათ მამაკაცებს შოპინგი


ყველა შეამჩნევდით, რომ მაღაზიებთან და სავაჭრო ცენტრებთან  მამაკაცები გარეთ იცდიან, მანქანაში სხედან, ან უბრალოდ დგანან, და მოთმინებით ელოდებიან, მანამ, სანამ მათი მეუღლეები თუ პარტნიორები ვაჭრობას არ მორჩებიან და ხელდამშვენებულები არ გამოვლენ.

რატომ უყვართ ქალებს ასე ძალიან ყველა ფეხსაცმლის ფეხზე მორგება, სანამ გადაწყვეტდნენ რომელი აირჩიონ, ან საერთოდ, აირჩიონ კი რომელიმე.. ხოლო კაცებისთვის სასურველი ნივთის შესაძენად რამოდენიმე წუთიც საკმარისია და მერე ერთი სული აქვთ მაღაზიიდან თუ სავაჭრო ცენტრიდან გარეთ გამოვარდნენ?

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი დანიელ კრუგერი, რომელიც სწავლობს სქესობრივ განსხვავებებს, თვლის რომ ეს ყველაფერი კაცებსაც და ქალებსაც გენში აქვთ. ის ამტკიცებს, რომ სწორედ ქალის ბუნებაშია უყვარდეს საყიდლებზე სიარული, ხოლო მამაკაცებს პირიქით - ეჯავრებოდეთ ეს და ამის მიზეზი პრესიტორიულ წარსულში უნდა ვეძებოთ!

მამაკაცები ადამიანის შექმნის ისტორიიდან ნადირობას მისდევდნენ, ამიტომაც, ბუნებრივია, როცა ისინი ხედავენ მათთვის ხელსაყრელ „ნადავლს“ - იქნება ეს ლოსი თუ წყვილი ფეხსაცმელი, ზედმეტი ფიქრის გარეშე, სწრაფად ახდენენ „გასროლას“, სანამ ნადავლი ხელიდან გაუსხლტებათ...

ქალები კი, მათგან განსხვავებით პირდაპირი მნიშვნელობით შემგროვებლები იყვნენ - სანამ მამაკაცები მხეცებს დასდევდნენ შუბებით ხელში, ისინი მინდორსა და ტყეში საჭირო მცენარეებს, მცენარეების თესლს, სოკოს, ხილს თუ კენკროვანს აგროვებდნენ. მათ უხდებოდათ ყველა კუთხე-კუნჭულის შემოწმება, რომ დარწმუნებულიყვნენ - შინ  მათ ირგვლივ არსებულს შორის საუკეთესო მონაპოვარს წაიღებდენ.

აი, სწორედ ეს არის ის იმპულსი, რომელიც ამოძრავებს მამაკაცს და ქალს, მოყოლებული გამოქვაბულიდან თანამედროვე სავაჭრო ცენტრამდე.

უძველეს დროში, ქალები, რომლებიც საკვების შესაგროვებლად გადიოდნენ გამოქვაბულიდან, შეიძლება კარგად ვერ ერკვეოდნენ საით იყო დასავლეთი და სად აღმოსავლეთი, მაგრამ, სამაგიეროდ კარგად იცოდნენ, სად მოეძებნათ ნაყოფიერი ხე, რომელი კენკროვანი შეიძლება ეჭამათ და რომელი არა და აშ... ისინი, როგორც მამაკაცები, ჯგუფებად დადიოდნენ და მათთვის, ეს პროცესი, უბრალოდ ყოველდღიური რუტინა კი არა, სოციალური აქტივობაც იყო. 


თუმცა, მოგეხსენებათ შეგროვების დროს სულაც არაა საჭირო ჩუმად იყო, ისევე როგორც ნადირობისას, როცა მამაკაცები მდუმარედ დაეხეტებოდნენ ნადავლის ძიებაში საათებისა და ზოგჯერ დღეების მანძილზეც კი, და ბოლოს და ბოლოს, როცა, როგორც იქნა იპოვიდნენ "რაიმე მოძრავს", ცდილობდნენ სწრაფად გამოესალმებინათ ის სიცოცხლისათვის და მალევე გასცლოდნენ იქაურობას. 


რა ამოძრავებდათ და ამოძრავებთ გამოქვაბულის დროის და  თანამედროვე ქალს? - კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო კარგი ნადავლის "შეგროვების" და შინ "მიზიდვის" სურვილი!

ასე რომ, მამაკაცებს ვთხოვთ შეეშვან ჯუჯღუნს ამ თემაზე და გაგებით მოეკიდონ მას! :)





წყარო http://abcnews.go.com


No comments:

Post a Comment