Friday, June 29, 2012

ფების სამაჯური გოგონებისთვის


ფების სამაჯურის შექმნის იდეა ელისონს ეკუთვნის. როდესაც მისი უფროსი ქალიშვილი იმ ასაკისა გახდა, როცა დედამ საჭიროდ ჩათვალა მისთვის მენსტრუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა, მიხვდა, რომ სკოლაში და მეგობრებისგან გოგონა სათანადო და საკმარის ინფორმაციას ამ თემის ირგვლივ ვერ მიიღებდა. ამიტომ, შვილის განათლების საქმეში თავად ჩაერთო.
მან თასმაზე 28 ხის ბურთულა ააცვა, რომელიც ქალის პერიოდის 28 დღეს წარმოადგენდა. ამ სამაჯურის გამოყენება ძალიან ადვილია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა ელისონის ნაცნობებში. ამის შემდეგ ელისონმა სამაჯური დააპატენტა და მის წარმოებას მიჰყო ხელი.


როგორც ზემოთ ვახსენეთ, სამაჯურზე 28 სხვადასხვა ფერის ხის ბურთულაა, რაც ქალის მენსტრუალური პერიოდის სხვადასხვა ფაზას გამოსახავს. მაგალითად, თეთრი ბურთულები ნეიტრალურ პერიოდს ნიშნავს, რაც უფრო მუქი ვარდისფერი ხდება ბურთულა, მით მეტია ოვულაციის შანსი, წითელი ფერის ბურთულები მენსტრუალურ დღეებს ემთხვევა, ხოლო შავი ფერის ბურთულები მენსტრუალური პერიოდის წინა დღეებს მიუთითებს, როცა ქალებს ეგრეთწოდებული PMS - პრემნესტრუალური სინდრომი აწუხებთ.
ასეთი სამაჯური მოზარდი გოგონებისთვის არის განკუთვნილი. როგორც ელისონი ირწმუნება, სამაჯურის წყალობით, გოგონები სწავლობენ საკუთარი ორგანიზმის მოსმენას და გაგებას. თუმცა, სამაჯური არც მოზრდილებს აწყენთ, მისი მეშვეობით მარტივად შეიძლება ოვულაციისა და მენსტრუალური პერიოდის კონტროლი.




No comments:

Post a Comment