Tuesday, July 10, 2012

ქალისა და მამაკაცის სუნი

კომპანიამ  Firmenich (ჟენევა, შვეიცარია) უცნაური გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო ოფლის მიერ გამოწვეული არასასიამოვნო სუნის აღმკვეთი ეფექტური საშუალებების გამოვლენა.
ოფლის ნიმუშები აიღეს 24 მამაკაცისა და 25 ქალისაგან, რომლებმაც გარკვეული დრო დაყვეს საუნასა და სპორტულ დარბაზებში.
ოფლის ნიმუშების კვლევისას გაირკვა, რომ ზოგიერთი ქალის მიერ გამოყოფილ ოფლს არათუ უსიამოვნო  – საერთოდ არ აქვს სუნი. კვლევის მეორე ეტაპზე ოფლის სინჯებს შეურიეს სხვადასხვა ბაქტერია, რომლებთანაც ადამიანებს აქვთ შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შედეგად კი, სინჯები გადაიქცა ქიმიურ ნაერთად, რომელსაც ხახვის დამახასიათებელი და სპეციფიური სუნი ჰქონდა.
მამაკაცების ოფლი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მასში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც სუნი ასევე არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ ბაქტერიებთან ურთიერთქმედებისას მას ქალებისგან განსხვავებული  სუნი უვითარდება. მეცნიერის კრისტიან სტაკერმანის თქმით, რომელიც ამ კვლევებს ხელმძღვანელობდა – მამაკაცებს ყველის, ხოლო ქალებს ხახვის, იშვიათად კი გრეიფრუტის სუნი აქვთ. .
მეცნიერების სხვა ჯგუფის მიერ ისიც გაირკვა, რომ ადამიანის ოფლის სუნს დიდწილად განაპირობებს ის, თუ რას მიირთმევს, რას იცვამს, რომელი საშუალებებით იბანს და როგორი გენეტიკა აქვს..

No comments:

Post a Comment