Wednesday, August 8, 2012

შეუძლებელი არაფერია

დამეთანხმებით, არსებობენ სხვებისაგან განსხვავებული, ძლიერი ნებისყოფის მქონდე, მიზანსწრაფული ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან საფრთხეებს, წინააღმდეგობებს და წარმატებას აღწევენ ყველაზე წარმოუდგენელ და რთულ სიტუაციაშიც კი..
ჩვენს ბლოგზე უკვე დავწერეთ ეიმის შესახებ.
ამჯერად გიამბობთ ჰიუ ჰერის შესახებ.
ჰიუ 1964 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა. ის ყველაზე უმცროსი იყო ხუთ და–ძმას შორის. რვა წლისა იყო, როდესაც 3 544 მ. სიმაღლის კლდეზე აცოცდა, ხოლო 17 წლისა ოფიციალურად დაასახელეს შეერთებული შტატების ერთ–ერთ საუკეთესო მთამსვლელად.

1983 წელს ჰიუ და მისი მეგობარი ახალ ჰემპშირში, ვაშინგტონის მთაზე არსებული რთული ყონულოვანი მონაკვეთის დასალაშქრად გამეგზავრნენ. ისინი ქარბუქში მოყვნენ და ორიენტაცია დაკარგულებმა თავი ღრმა ქვაბულს შეაფარეს, სადაც სამი ღამე გაატარეს -29 ° С ტემპერატურაში. საბოლოოდ, სამაშველო ბრიგადამ შეძლო მათი პოვნა და გადარჩენა, თუმცა, მთასვლელებს ეს ლაშქრობა ძვირად დაუჯდათ. კიდურების მოყინვის გამო, ქირურგები იძულებული გახდნენ ჰიუსათვის ორივე ფეხის აპუტაცია მოეხდინათ მუხლებს ქვემოთ, ხოლო მისმა მეგობარმა ცალი წვივი და მეორე ფეხის თითები დაკარგა.
რამოდენიმე წლის მანძილზე ჰიუ ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობდა რეაბილიტაციას, თუმცა არ წყვეტდა ფიქრს იმაზე, რასაც გარშომომყოფები შეუძლებლად და სიგიჟედ თვლიდნენ – მას უნდოდა მთასვლელობა გაეგრძელებია.

დიდი მონდომების, ფიზიკური ძალისხმევის, ვარჯიშების და ადამიანური მხარდაჭერის ფონზე ჰიუმ შეუძლებელი შეძლო – მან მოახერხა დაესრულებინა ის მარშრუტი, რომლის შემოვლასაც მოყვა შედეგად უბედური შემთხვევა.

ის აღიარეს შეზღუდული უნარების მქონე ნომერ პირველ სპორტსმენად მსოფლიოში, მასზე იწერება წიგნები, იღებენ ფილმებს, იბეჭდება სხვადასხვა ცნობილი ჟურნალების ყდებზე.
ჰიუს ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ქალიშვილი.